Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: როგორ უნდა გამოცოცხლდეს კულტურული ცხოვრება?

0
საერთაშორისო პრესა კორონავირუსზე: როგორ უნდა გამოცოცხლდეს კულტურული ცხოვრება?

პანდემია მძიმედ აისახა მსოფლიოს კულტურულ ცხოვრებაზე - დაიხურა საკონცერტო დარბაზები, კინოთეატრები, თეატრები, საგამოფენო სივრცეები. კრიზისი გრძელდება. საკარანტინო ზომების შემსუბუქების მიუხედავად, მნახველებისთვის კვლავაც შემზღუდველი წესები მოქმედებს. ევროპის პრესაში ბევრი იწერება იმაზე, რომ კულტურის ინდუსტრიას ძალების მოკრებაში სახელმწიფოები უნდა დაეხმარონ.

კულტურა ევროპის იდენტობის ცენტრალური კომპონენტიაო, წერს სლოვენიაში გამომავალი მემარცხენე-ცენტრისტული Delo 27 მაისს:

„დადგა დრო მთავრობების კეთილგონიერმა წევრებმა თავიანთი როლი შეასრულონ. მათ, თავიანთი ხედვით და გატარებული ზომებით, იმედი და მხარდაჭერა უნდა მისცენ კულტურის პროლეტარიატს. მათ წარმოსახვის უნარი უნდა გამოიყენონ და უნდა გვაჩვენონ, როგორ შეიძლება სიცოცხლე შეუნარჩუნდეს არაინსტიტუციურ კულტურას, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამები. უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც ასეთი კულტურა კიდევ ერთხელ გადარჩება. .... კულტურა ევროპის იდენტობის შეუცვლელი ნაწილია და სწორედ მთავრობის ფუნქციაა გონივრული და ახლებური გადაწყვეტების მოძებნა ისეთი ახალი პარადიგმის შესაქმნელად, რომელიც დახმარების აღმომჩენი და სამართლიანი იქნება“.

თეატრი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ფეხბურთიო, წერს კომიკოსი და ავტორი, შაპი ხორშანდი, ბრიტანეთში გამომავალ მემარცხენე-ცენტრისტულ The Independent-ში 26 მაისს:

„როგორც ჩანს, ხელოვნების ინდუსტრია ჯაჭვის ბოლოშია, როცა საქმე ეხება სფეროებს, რომლებსაც აღდგენაში დახმარება უნდა გაეწიოს. დღეს გამოაცხადეს, ფეხბურთელებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ წვრთნებს და მათ არ შეეხება ორი მეტრის დაცვის აუცილებლობაო. ცხადია, ფეხბურთი უზარმაზარი ბიზნესია, მაგრამ ვნება, რომელსაც ხალხი ფეხბურთის მიმართ გრძნობს, და ემოციები, რომლებსაც ის აღძრავს, ძალიან შორს არ არის თეატრისგან. გულშემატკივრებისთვის მნიშვნელოვანია მატჩების ცოცხლად ყურება, რათა თავი წარმოდგენის

ნაწილად იგრძნონ. და ეს მესმის. ეს ყველას გვჭირდება და ამიტომაც გვჭირდება თეატრი. ... თეატრი ფუფუნება არ არის. ცოცხალი ხელოვნების გარეშე ნეტავი საერთოდ თუ ვიქნებით ადამიანები?“

მდიდარი ხელოვანები მდიდრდებიან, ღარიბები კი უფრო ღარიბდებიანო, ჩივის ლატვიაში გამომავალი ნაციონალისტური ორიენტაციის Neatkarīgā 25 მაისს:

„კულტურის სფეროში მომუშავე ხალხი, რომელიც სახელმწიფოზე ან მუნიციპალიტეტებზეა დამოკიდებული, უმუშევრობის შემწეობას მიიღებს. ეს შემწეობა შესაძლოა არ იყოს დიდი, მაგრამ შიმშილით არავინ მოკვდება. თუმცა რა უნდა ქნან ფრილანსერმა ხელოვანებმა, რომელთა შემოსავალიც ღონისძიებებსა და კონცერტებზეა დამოკიდებული? მათი ჯიბეები ცარიელია. ... ჩვენი ყველაზე წარმატებული ბენდი, Brainstorm-ი, დიდად ვერაფერზე დაიჩივლებს. ... ჩვენმა კულტურის სამინისტრომ ამ ჯგუფს კომპენსაცია გადაუხადა გაუქმებული ტურნეს გამო რუსეთში. ზოგადად, კომპენსაცია ვისაც ერგო, მათ შორის დიდად ღარიბები არ იყვნენ. მაგრამ რა კომპენსაციას მიიღებენ ის მუსიკოსები, რომლებსაც აეკრძალათ დაკვრა ქორწილებზე, წვეულებებზე ან პაბებში?“

ლიეტუვაში გამომავალი ლიბერალური ორიენტაციის Lietuvos rytas-ი 23 მაისის ნომერში მსჯელობს სამშენებლო და კულტურის სფეროებზე მთავრობის მიერ დახარჯული თანხების მიზანშეწონილობაზე:

„მილიონობით ევროს დიდი ნაწილი მოხმარდება განვითარების, სარემონტო და სამშენებლო პროექტებს, რომლებიც დაწყებული იყო და შემდეგ შეჩერდა. ... თანხების ამგვარი გამოყენება საკუთრივ კულტურის სექტორმაც გააკრიტიკა და ოპოზიციამაც. ამის პასუხად, პრემიერ-მინისტრმა საულიუს სკვერნიალისმა პარასკევს განაცხადა, კულტურის გადარჩენას და განახლებას ფული ხმარდება, მაგრამ ეკონომიკის ფილტვებისთვის ჟანგბადს სამშენებლო პროექტებისთვის გამოყოფილი თანხები წარმოადგენსო. ... პოლიტიკოსები თანხების არასწორ ხარჯვას ერთმანეთს აბრალებენ, მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის“.

პრესის მიმოხილვა მომზადებულია eurotopics.net-ის დაიჯესტის მიხედვით.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: 12 июня парковки в Москве будут работать бесплатно


Спорт в России и мире
Москва

В Архангельске прошёл межрегиональный теннисный турнир «Белое море»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев о Медведеве и Рублеве: без травм сыграют в Париже лучше, чем в Токио


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Редкую амфибию обнаружили в столичном "Измайлове"





Путин в России и мире
Москва

Песков: Запад вводит цензуру для СМИ, но Россия должна объяснять свою позицию


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зачем западная пресса начала «сливать» главу ОП Ермака, который за спиной у Зеленского решает все вопросы


Навальный в России и мире
Москва

Гражданку Кыргызстана арестовали по обвинению в угрозах судье и прокурору, отправившим за решетку Навального



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Ольга Бузова

Бузова ответила Собчак на критику концерта в Уфе



Москва

Больше дюжины детей экстренно госпитализировали из парк-отеля в Москве. Начата проверка

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net