სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში ონლაინ მონაწილეობს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაეროს უმაღლესი დონის კონფერენციაში ონლაინ მონაწილეობს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს კონფერენცია Covid 19 -ის პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს შეეხება.
"კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა", - აცხადებენ პრესსამსახურში.
მათივე განმარტებით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგებლები ესწრებიან. კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს: გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სინძო აბემ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.