კახა კალაძის თქმით, თუ მოქალაქე პირბადის გარეშე იქნება საზ. ტრანსპორტში ის არ დაიძვრება
თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში ილაპარაკა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის ამოქმედებისა და მოქალაქეებისთვის განკუთვნილ შეზღუდვებზე.
„აუცილებელია პირბადე ვიქონიოთ ავტობუსში, მეტროსა და მიკროავტობუსში ასვლისას. სხვა შემთხვევაში თუ ადამიანი პირბადის გარეშე ავა, ავტობუსი არ დაიძვრება. ამიტომ, ნუ ჩავაყენებთ სხვა მგზავრებსაც უხერხულ მდგომარეობაში. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მხარდაჭერისკენ, თანადგომისკენ, როგორც ეს პანდემიასთან ბრძოლაში გამოავლინა თითოეულმა მოქალაქემ“, - თქვა კალაძემ. როგორც მან დაამატა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოძრაობის დაწყებამდე დეზინფექცია ჩატარდება.
საქართველოში 29 მაისიდან განახლდება ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა. მათ შორის მუშაობას განაახლებს თბილისის მეტრო.