ვაშინგტონი გამოეხმაურა ჰონგ-კონგში გამართულ საპროტესტო აქციას ჩინეთის მხრიდან ზეწოლის წინააღმდეგ
ჰონგ-კონგში კვირას გამართულ ანტისამთავრობო აქციაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ჩინეთის იმ გეგმების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქის ავტონომიის შეზღუდვას. ეს იყო პირველი მასობრივი საპროტესტო აქცია კორონავირუსის ეპიდემიის დაწყებიდან, რომლის გამო ჰონგ-კოგში სასტიკი საკარანტინო ზომები შემოიღეს.
თუმცა ზოგიერთი ნორმა ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული, მათ შორის იკრძალება 8 კაცზე მეტის შეკრება. მაგრამ ამ აკრძალვას არ შეუშლია ხელი ადამიანებისათვის, მასობრივად გამოსულიყვნენ კვირის აქციაზე. იუწყებინა, რომ პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რამდენიმე ადამიანი დააკავა.
მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სრულიად ჩინეთის სახალხო კრების დღის წესრიგში, პარსკევს, ჰონგ-კონგის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ შეტანილმა კანონპროექტმა.
ჩინეთი მიიჩნევს, რომ შარშანდელმა უწყვეტმა საპროტესტო აქციებმა ავტონომიურ ჰონგ-კონგში დიდი ზიანი მიაყენა კანონის უზენაესობას და ამიტომ სეპარატიზმის და ძალადობრივი აქტების აღსაკვეთად საჭიროა ახალი კანონი ეროვნული უსაფრთხოების შესახებ.
აშშ-მა დაგმო ჩინეთის მცდელობა, ცალმხრივად მოახვიოს თავს ჰონგ-კონგს ახალი კანონი, რომელიც სახელმწიფო მდივან, მაიკ პომპეოს თქმით, ეწინააღმდეგება რეგიონის კანონმდებლობას და არ ითვალისწინებს ავტონომიური ქალაქის მოსახლეობის მოსაზრებას. კანონპროექტი ასევე დაგმეს საერთაშორისო უფლდებათდამცველმა ორგანიზაციებმა.