Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

„ტენეტის“ ტესტი - ჰოლივუდის მომავალს ნოლანის ფილმი განსაზღვრავს

0
„ტენეტის“ ტესტი - ჰოლივუდის მომავალს ნოლანის ფილმი განსაზღვრავს

კრისტოფერ ნოლანი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეჟისორია, რომელსაც არაერთი საკულტო ფილმი გადაუღია. ამიტომაც მის მორიგ კინოსურათს - როგორც ტრეილერიდან ჩანს, ჯაშუშური თრილერს ფანტასტიკის ელემენტებით - თავიდანვე უამრავი ადამიანი ელოდა. თუმცა, ახალი კორონავირუსის პანდემიასთან და მის თანხმლებ საგანგებო ზომებთან ერთად, ამ ფილმმა ერთგვარი ლაკმუსის ტესტის როლი შეიძინა. Tenet-ს შესცქერიან, როგორც ჰოლივუდის მომავლის განმსაზღვრელს. ბევრის აზრით, სწორედ ამ ფილმის წარმატებაზეა დამოკიდებული, როგორი იქნება ინდუსტრიის სახე მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში.

 

კინო და ტელე ინდუსტრია არასდროს ყოფილა ასეთ გაურკვევლობაში. პანდემიამ ამ და მომავალი წლისათვის დაგეგმილი არაერთი ფილმისა თუ სერიალის ბედი გახადა ბუნდოვანი. უკვე ვიცით, რომ ბევრისთვის საყვარელი სერიალები - The Witcher, The Mandalorian, Fargo და კიდევ ბევრი სხვა კიდევ კარგა ხანს ვეღარ ნახავს დღის შუქს.

თავდაპირველი გეგმის თანახმად, ამ ორშაბათს, 22 მაისს უნდა ყოფილიყო Fast and the Furious-ის მეცხრე სერიის პრემიერა, რომლის ნაწილსაც თბილისში იღებდნენ და, შესაბამისად, მის გამოსვლას საქართველოშიც განსაკუთრებით ელოდნენ. პრემიერა სულ მციე ერთი წლით გადავადდა.

სრულიად აირია „მარველის“ ფილმების გამოშვების განრიგიც. სკარლეტ იოჰანსიონიაი “შავი ქვრივი“ წესით ეკრანებზე 1 მაისს უნდა გამოჩენილიყო. ამ ფილმის გადადებამ კი, დომინოს ეფექტით, სულ მცირე 6 დიდბიუჯეტიანი ფილმის გადაადგილება გამოიწვია - „მარველის კინოსამყაროს“ ფილმების კალენდარი რამდენიმე წლით ადრეა ხოლმე განსაზღვრული და სტუდია დიდ ყურადღებას აქცევს, რომ მათი პრემიერები გარკვეული პერიოდით იყოს დაშორებული.„შავი ქვრივის“ გადადებასთან ერთად გადაიწია თორის ახალი ფილმის, „შავი პანტერის“, „ექიმი სტრეინჯის“ და „კაპიტანი მარველის“ პრემიერებმაც.

თან, ბოლო დროს ესოდენ წარმატებული და შემოსავლიანი ფილმები სუპერგმირების შესახებ შეიძლება მაყურებლისთვის სრულიად შეუსაბამო აღმოჩნდეს COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებასთან - სუპერგმირები ხომ ვერაფერს გახდებიან თანამედროვე სუპერსაფრთხესთან. თვალით უხილავ ვირუსს ყოვლისშემძლე ჰალკიც ვერაფერს დააკლებს.

მაყურებლისთვის დისკომფორტია. ჰოლივუდისთვის კი ამან შეიძლება მილიარდობით დოლარის ზარალი და ასობით ათასი დაკარგული სამუშაო ადგილი მოიტანოს.

 მთავარი კითხვა კი მაინც ესაა: შეძლებს თუ არა მაყურებელი წელს კინოში წასვლას და, რომც შეძლოს - მოუნდება თუ არა დახურულ დარბაზში უცხო ადამიანებთან ერთად დროის გატარება?

ამ კითხვაზე პასუხს კი ჰოლივუდი Tenet-ისგან ელის. კრისტოფერ ნოლანის ფილმის შესახებ, როგორც ყოველთვის, ბევრი არაფერია ცნობილი. სათაურის თარგმნაც კი რთულია - წესით ქართულად „დოგმა“ უნდა ერქვას. თუმცა, გააჩნია რა დატვირთვა ექნება ამ სიტყვას ფილმის შინაარსისთვის. ტრეილერი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში გამოჩნდა, თუმცა, როგორც ნოლანს ტრეილერბს სჩვევია ხოლმე, სიუჟეტის შესახებ ბევრს არაფერს გვეუბნება - როგორც ჩანს, მძაფრსიუჟეტიანი ფილმია დროში მოგზაურობასა და შპიონაჟზე. სწორედ ისეთი რამაა, რაც მაყურებელს რაღაც ხანს მოწყვეტს რეალობიდან.

ფილმის პრემიერა თავიდანვე 17 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. ამ დროისთვის, როგორც ჩანს, ამერიკის შტატების უმეტესობაში საგანგებო ზომები შემსუბუქებული იქნება და კინოთეატრებიც გაიხსნება - ალბათ გარკვეული შეზღვუდვებით.

ნორმალურ ვითარებაში „ტენეტის“ წარმატება გარანტირებული იქნებოდა. ნოლანი პოპულარული რეჟისორია, რომლის არ ერთი ფილმი აქამდე არ ჩავარდნილა. წესით, ოსტატის მიერ გადაღებული მძაფრსიუჟეტიანი ფანტასტიკა პანდემიის პირობებშიც მიიზიდავს მაყურებელს.

თუმცა, საკითხავია, რამდენს? „ტენეტის“ მხოლოდ გადაღება 200 მილიონი დოლარი დაჯდა. ამას ემატება რეკლამასა და მარკეტინგზე დახარჯული ათობით ან ასობით მილიონი დოლარი...

თუ „ტენეტის“ სანახავად საკმარისი მაყურებელი მივა, ჰოლივუდი ჩათვლის, რომ შეიძლება ნორმალური საქმიანობა აღადგინოს.

აი, თუ ეს ფილმი ჩავარდა, მაშინ რთული გადაწყვეტილებების მიღებ მოუწევს „დისნეის“, რომლის „მულანიც“ „ტენეტიდან“ რამდენიმე კვირის შემდეგ უნდა გავიდეს წესით ეკრანებზე. თუ „დისნეის“ მოუწია უკან დახევა, რისი იმედი შეიძლება ჰქონდეთ უფრო პატარა სტუდიებს?

უამრავი ადამიანის საყვარელი ფილმების და სერიალების ბედი და ასობით ათასი სამუშაო ადგილი „ტენეტის“ წარმატებაზეა დამოკიდებული.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о развитии Москвы на ПМЭФ   


Спорт в России и мире
Москва

Легкоатлетка Тангара назвала кринжем участие Бузовой в забеге на Никольской


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Даниил Медведев

Тарпищев о Медведеве и Рублеве: без травм сыграют в Париже лучше, чем в Токио


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Кубань вошла в топ-10 регионов с наибольшими эффектами от реализации проектов до 2035 года





Путин в России и мире
Москва

Песков: Запад вводит цензуру для СМИ, но Россия должна объяснять свою позицию


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Рабочий визит в Республику Беларусь совершил воронежский губернатор




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В чем успех визита Зеленского во Францию и почему надо брать Mirage 2000


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Игорь Бутман

Игорь Бутман провёл мастер-класс для юных музыкантов на фестивале культуры ПМЭФ



Москва

В Пензе названы победители регионального этапа конкурса соцработников

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net