ჩინეთმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო ჩაკეტა რუსეთის საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქი
ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის მოსაზღვრე რეგიონში კორონავირუსის ახალმა ეპიდემიამ იფეთქა. კარანტინით ჩაიკეტა პროვინცია ლიონინის ქალაქი შულანი, რომელიც ვლადივოსტოკიდან 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს
ორი წყაროს ცნობით შულანში შემოღებულია ისეთივე მკაცრი კარანტინი, როგორც წლის დასაწყისში იყო ქალაქ უჰანში. ქალაქში, რომელშიც 700 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დახურულია ყველა საცხოვრებელი კომპლექსი: ოჯახიდან მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს გარეთ დღეში ორი საათით გამოსვლის უფლება პროდუქტებისა და პირველადი აუცილებლობის ნივთების შესაძენად.
დღეისათვის ქალაქში გამოვლენილია კორონავირუსის 40 შემთხვევა.
გაზეთ China Daily-ის თანახმად, შულანის კარანტინში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება ასეულობით ადამიანი. გამოცემის პროგნოზით, ეპიდემია რაიონში რამდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.