Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

ზურაბიშვილი პასუხობს, რას ნიშნავს პარტნიორების მხრიდან ტერმინ „პოლიტპატიმრის“ გამოყენება

0
ზურაბიშვილი პასუხობს, რას ნიშნავს პარტნიორების მხრიდან ტერმინ „პოლიტპატიმრის“ გამოყენება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში უპასუხა შეკითხვას, რას ნიშნავს საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ტერმინ „პოლიტპატიმრის“ გამოყენება?

„ვფიქრობ, ცუდად ინფორმირებულები არიან, რაც ყველა ჩვენი პასუხისმგებლობა არის. ალბათ უფრო მეტად, რომ ვიყოთ ჩართული ამ ხალხის ინფორმირებაში, რომ არ მისდიოდეთ ინფორმაცია [არასწორად]...  შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ და ამ COVID-ის პერიოდში. გამოცდილი დიპლომატის კრიტიკა სწორედ ის არის, რომ დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურდ ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ ხარ რომელიმე საელჩოს ელჩი ან თანამშრომელი და ხარ გართული ძალიან ბევრი სხვადასხვა მიმართულებით და ყველაფერს ვერ ფარავ, როცა ხარ პატარა ქვეყანა, მით უმეტეს. ამ პირობებში, როცა აქეთ COVID-ი, აქეთ ემიგრანტების დაბრუნება და მათი ადგილზე დახმარება, რაც იყო ძალიან რთული და ვიცი პირდაპირი გამოცდილებით. და კიდევ ამ ვიღაც სენატორების და პარლამენტარების გამონათქვამები, ეს ერთ წუთში არ იცვლება, ეს არის ყველასი გასაკეთებელი და არამხოლოდ მე ვიტყოდი საელჩოების, იგივე ჩემი,  მეტი შეხვედრები ალბათ, მეტი აქტიურობა...“ - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან გასცა და მომავალშიც გასცემს პასუხს უცხოელ პოლიტიკოსებს. „ჩართული ვარ და პირველი რომელმაც გამოთქვა ამ ჩემი გამოსვლის შემდეგ, რომ გავათავისუფლე პოლიტპატიმრები, მიიღო პირველი პასუხი, მაგრამ ეს არ იქნება უკანასკნელი. არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია [სენატორებთან], იმიტომ, რომ ეს არ არის ჩემი დონე. თუ არ შევხვდები კონფერენციაზე ან ისეთ პირობებში, რომელიც აქ, როცა იყვნენ, თავის დროზე მაკკეინის კონფერენციაზე. ვფიქრობ, რომ ძალიან კატეგორიულად, რადგან ახლა მაქვს ამის უფლება, რადგან მე ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, რომ ყველას მოვთხოვო, რომ თავისი მხრიდანაც იგივე გამონახოს თავის თავში რაღაც თავშეკავება. ეს იქნება აუცილებელი და ამას მივყვები, ეს იქნება „ტვიტერის“ პასუხები თუ პირადი კონტაქტები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამას წინ უძღოდა ფასილიტატორი დიპლომატების აქტიური მონაწილეობით, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება, რომლის თანახმად 9საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ), 2020 წელს პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 120 და მაჟორიტარულით 30 დეპუტატი, საარჩევნო ბარიერი იქნება 1% და უზრუნველყოფილი იქნება ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მქონე პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. ხელისუფლება ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას უარყოფს. მისი განცხადებით, მათი გათავისუფლება არ წარმოადგენდა შეთანხმების საგანს. საპასუხოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილების მხარდაჭერაზე უარი განაცხადეს.

საქართველოს დასავლელმა პარტნიორები კი შეთანხმების შესრულების მოწოდებით არაერთხელ გამოვიდნენ. 8 მარტს მიღწეული შეთანხმების შესახებ პროცესის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. მას „ტვიტერზე" გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერი.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯეიმს რიში წერს, რომ „საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ“.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისკენ ხელისუფლებას არაერთმა ევროპარლამენტარმა მოუწოდა. „პოლიტიკური პატიმრების პატიმრობაში დატოვება შეთანხმების დარღვევას და სამართლიანი არჩევნებისთვის უარს ნიშნავს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები“, - დაწერა „ტვიტერზე“ ევროპარლამენტის წევრმა პოლონეთიდან ანჟეი ჰალიცკიმ.

შეთანხმების შესრულების აუცილებლობის საკითხზე განცხადებები გააკეთეს ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა, მიხაელ გალერიმ და ვიოლა ფონ კრამონმა. განსაკუთრებული სიმწვავით გამოირჩეოდა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წევრი, ლიტველი პარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი. მისი შეფასებით, პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმება მხარდაჭერილი იყო ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, თუმცა მთავრობა მას არ ასრულებს, რაც შეამცირებს მომავალი საპარლამენტო არჩევნებისადმი ნდობას.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин: Новый корпус больницы святого Владимира планируется открыть в 2025 году


Спорт в России и мире
Москва

Дмитрий Вязьмикин – тренер по индивидуальной подготовке молодежного футбола «Локо»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Australian Open

Синнер повторил уникальное достижение Джоковича и Надаля на турнирах «Большого шлема»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В хороших общих ИИ жизнь и спасение человечества. Если правильно применять.





Путин в России и мире
Москва

Обсуждается ход реализации в Мордовии проекта по производству преформ для вытяжки оптоволокна


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Прямое авиасообщение открыли между Ульяновском и Минском




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Зеленский признал, что у солдат ВСУ едет крыша, и попросил "психиатрического подкрепления"


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Елена Волкова

В Тульской области продолжается культурный проект «Классика: история и современность»



Москва

Олег Губин вошел в тренерский состав команды «Химик» из Воскресенска

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net