COVID - 19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლნისის მუნიციპალიტეტში
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორი სოფელში COVID - 19-ით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 15 ინფიცირებულიდან შვიდი სოფელ მუშევანიდან არის, რვა კი სოფელ გეტადან.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა 14 მაისს დღის პირველ ნახევარში თქვა, რომ მუშევანსა და გეტში კვლავ მძიმე მდგომარეობაა.
გუბერნატორის ინფორმაციით, მარნეულიდან, ბოლნისიდან და თეთრიწყაროდან, გუშინ, 13 მაისს დაახლოებით 160 ადამიანის საკვლევი მასალა გაგზავნეს ლაბორატორიაში და ყველაზე უარყოფითი შედეგი მიიღეს. დღეს 150 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებოდნენ.
ინფიცირებულთა რაოდენობა მოგვიანებით აისახა სამთავრობო ვებსაიტზე (StopCov.ge), რომლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის 667 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 383, გაირდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება - 4233 სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 373 პაციენტი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.