საქართველოში COVID – 19-ით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამთავრობო ვებგვერდის StopCov.ge-ს ცნობით, საქართველოში COVID - 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა 639-დან 642-მდე გაიზარდა. აქედან გამოჯანმრთელებულია - 349, გარდაცვლილია 11 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება- 4600. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 413. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.