Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Май
2020

პუტინი: 12 მაისიდან დაიწყება შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქება

0
პუტინი: 12 მაისიდან დაიწყება შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქება

რუსეთმა „მიაღწია შეზღუდვების რეჟიმის შემსუბუქებას“, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესდა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდნენ რუსეთის ყველა რეგიონის, ასევე ფედერალურ უწყებების ხელმძღვანელები. 

პუტინის თანახმად, ეგრეთ წოდებული თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღებამ და არასამუშაო დღეებმა შესაძლებელი გახადა ინფექციის გავრცელების შეჩერება.

ამის ფონზე 11 მაისს რუსეთში გამოვლინდა ახლად ინფიცირებულთა ყველაზე დიდი რაოდენობა - 11 ათასზე მეტი.

პუტინის აზრით, გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობის ზრდის მიზეზი, სხვათა შორის, ტესტირების გაფართოებაა.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მარტის ბოლოს თვითიზოლაციის რეჟიმის შემოღებამ შესაძლებელი გახადა დროის მოგება, რათა ჯანდაცვის სისტემა მომზადებულიყო ეპიდემიის უმაღლესი წერტილისთვის. პუტინის თქმით, ამით შესაძლებელი გახდა ათასობით სიცოცხლის გადარჩენა.

ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ არასამუშაო დღეების რეჟიმი 12 მაისიდან აღარ გაგრძელდება რუსეთის ტერიტორიაზე. მისი განცხადებით, 12 მაისს სამრეწველო საწარმოები მუშაობას განაახლებენ.

პუტინი აპირებს ბიზნესში დაკავებული მოქალაქეების ხელშეწყობის პაკეტის ამოქმედებას.  მან გამოაცხადა შეღავათიანი კრედიტების გაცემის შესახებ იმ საწარმოებისა და ორგანიზაციებისთვის, რომლებიც არ შეამცირებენ თანამშრომლების რიცხვს. ის ინდივიდუალურ მეწარმეებს დაპირდა გადასახადების შემცირებას. 

ამასთან, ორჯერ გაიზრდება ბავშვის მოვლისთვის დახმარების მინიმალური ოდენობა. ხოლო ოჯახებს, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, სამი თვის განმავლობაში გადაუხდიან 5-5 ათას რუბლს. ოჯახებს, რომლებსაც 3-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, ერთჯერადი დახმარების სახით გადაუხდიან 10 ათას რუბლს.

კარანტინის გაუქმების კონკრეტულ გრაფიკს რეგიონული ხელისუფლებები შეიმუშავებენ.

პუტინმა განაცხადა ასევე, რომ შეზღუდვების შერბილება უნდა მოხდეს საფეხურებრივად. „შეზღუდვის რეჟიმიდან გამოსვლა სწრაფად არ მოხდება“, თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მოუწოდა ხანშიშესულ პირებს, დარჩნენ შინ. მან ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი ღონისძიებები კვლავაც აკრძალულია.

ოფიციალური მონაცემებით, კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა რუსეთში 220 ათასია, დაღუპულთა რიცხვი 2 ათასს აჭარბებს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ყველაზე სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი, ამ ქვეყანაში კოვიდით დაღუპულთა შედარებით ნაკლები რაოდენობაა და სიკვდილიანობის პროცენტი 0,9 უდრის. კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დაღუპულების ნამდვილ რიცხვს რუსეთი არ ამხელს, ხოლო სხვები ვარაუდობენ, რომ ტესტირებულების რაოდენობაა არასწორი.

შედარებისთვის: იტალიაში 11 მაისისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა 219 070 შემთხვევაა აღნუსხული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 30 560-ია, იტყობინება ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი. საფრანგეთში ამ ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა 177 ათასს აღემატება, ხოლო ინფექციას ემსხვერპლა 26 383 ადამიანი.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Пожарной охране Москвы исполнилось 220 лет — Сергей Собянин


Спорт в России и мире
Москва

Команда Центрального округа Росгвардии стала призером на чемпионате по пожарно-спасательному спорту в Москве (видео)


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина, Путинцева и Бублик стартуют на Ролан Гаррос. Кто в соперниках и чего ждать?


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Руководство Краснодара посетило китайский Харбин. Рассказываем подробности





Путин в России и мире
Москва

Многодетная мать из Тверской области поблагодарила Путина поддержку семей


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

В Польше заявили о зловещем плане Киева


Навальный в России и мире
Москва

Раз нет протестов, будут санкции: как навальнисты и команда Ходорковского меняют стратегию борьбы с Россией



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

60 сосисок и чёрный хлеб: раскрыт райдер рэпера Басты



Москва

Учитель английского языка из Татарстана выиграла в гослотерею более 18 миллионов рублей

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net