სტიქია ლაგოდეხში - დაიტბორა სახლები, საკარმიდამო ნაკვეთები და სავარგულები
უხვი ნალექის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალტეტის სოფლებში, ცოდნისკარში, ჰერესთისკარსა და საქობოში, დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ადგილობრივების თქმით, გაუწმენდავმა სანიაღვრე არხებმა წყალი ვერ გაატარა, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.
ამ დროისთვის ლაგოდეხში ყველა მთის მდინარე ადიდებულია, განსაკუთრებით კი - „ნინოს ხევი“.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები, მობილიზებულია სპეცტექნიკა და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვა.