ირაკლი ღარიბაშვილმა რადიო თავისუფლების კითხვას საათებთან დაკავშირებით, არ უპასუხა
9 მაისს, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის ძეგლთან მისულმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა არ უპასუხა რადიო თავისუფლების კითხვას ძვირადღირებული საათების შესახებ, რომელსაც ის და მისი მეუღლე ფლობენ და რომელიც დეკლარაციაში რეგისტრირებული არ არის.
თავდაცვის მინისტრის საათებთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებამ 22 აპრილს გამოაქვეყნა. ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.
რადიო თავისუფლების მიერ დასმულ კითხვაზე არადეკლარირებული საათების შესახებ, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ის პოლიტიკურ საკითხებზე კომენტარს არ გააკეთებდა.
ვაკის პარკში თავდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით მივიდნენ.