Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Март
2020

Новости за 25.03.2020

ქმარი ანუ პაციენტი #13

Radiotavisupleba.ge 

5 მარტი იყო, ხუთშაბათი, შუადღე, ქმარმა სამსახურიდან რომ დაურეკა, დღეს სახლში ვეღარ მოვალ, მეგობარს, რომელიც ორშაბათს ვნახე, კორონავირუსი აღმოაჩნდა, ახლო კონტაქტად ვითვლები და თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეო.

“სირცხვილია სირცხვილი”

News.ge 

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, სადაც დაფიქსირებულია ერთ-ერთ ეზოში როგორ ქეიფობენ. ფოტოს ინტერნეტმომხმარებელთა აღშფოთება მოჰყვა: სირცხვილია სირცხვილი ასეთი ფეხებზე მკიდია ხალხის გამო მოსახლეობას ექმნება პრობლემები დარჩით სახლში ეგ არ ნიშნავს შენი კორპუსის ეზოში გამართო ტაშფანდურა???????????????? კიდევ ვერ გაუაზრებიათ ამ ხალხს რა პრობლემის წინ დგას სრულიად მსოფლიო

კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები თბილისშია

Radiotavisupleba.ge 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის არჩილ კალანდიას ინფორმაციით, კორონავირუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტები თბილისშია. „სიჩუანის პროვინციის მთავრობის მიერ საქართველოსთვის ნაჩუქარი, 420 ათასი აშშ დოლარის ღირებულების კორონავირუსისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გამოსავლენი ტესტები, შესაბამისი აღჭურვილობით და აპარატურით უკვე თბილისშია“, - წერს ელჩი „ფეისბუკზე“. საჩუქრის გარდა ჯანდაცვის სამინისტრო ყიდულობს სწრაფ ტესტებს.  ერთი ცალი სწრაფი ტესტის ყიდვა მას 5,5 დოლარი უჯდება. Читать дальше...



“კარგია, რომ ქართველი პაციენტები უცხოეთში აღარ გაემგზავრებიან”

News.ge 

დანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ონკოლოგი და სხიური თერაპევტი, ზაზა უჯმაჯურიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ: “კარგია, რომ ქართველი პაციენტები უცხოეთში აღარ გაემგზავრებიან. სამინისტრომ უნდა შექმნას მრჩეველთა გუნდი, ვინც ურჩევს, სად და რა მკურნალობა ჩაიტარონ. ცოტა უნდა მივხედოთ ჩვენ პაციენტებს! აქ საუბარია, როგორც ონკოლოგიაზე, ასევე მთელ რიგ სხვა სპეციალობებზე. ძალიან ბევრი სახის მკურნალობა შეიძლება ...

ინტერვიუ: საქართველო ვერასოდეს გადაიტანს იმას, რაც იტალიამ გადაიტანა

Radiotavisupleba.ge 

იტალია კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელით პირველი ქვეყანაა ევროპაში და მსოფლიოში მეორე ადგილზეა ჩინეთის შემდეგ; დადასტურებული შემთხვევები 63 ათასს აჭარბებს, დაიღუპა 6000-ზე მეტი ადამიანი.

თავდაცვის სამინისტრო: ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით, სამხედროებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება. სამინისტროს თანახმად, ახალი კრონავირუსით არც ერთი სამხედრო პირი არ არის ინფიცირებული.   ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ მდგომარეობაზე იმყოფება. 25 მარტის 19 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 73 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. Читать дальше...

რა შემთხვევაში მოქმედებს ფორსმაჟორი?

Radiotavisupleba.ge 

ხელშეკრულებებში ხშირად არის პუნქტი ფორსმაჟორის შესახებ, რომელიც მხარეს ნაკისრი ვალდებულებისგან ათავისუფლებს. რეალურად როდის შეიძლება ამოქმედდეს ფორსმაჟორი, ამას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი შორენა ლოლაძე განმარტავს.

სალომე ზურაბიშვილმა StopCoV ფონდში 30 000 ლარი გადარიცხა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი პირადი ფონდის თავმჯდომარესთან, ნათელა მაჭავარიანთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, StopCoV ფონდში პირადი ფონდიდან 30 000 ლარი გადარიცხა. სპეციალური პლატფორმა StopCoV ფონდი შეიქმნა 23 მარტს ბიზნესომბუდსმენის აპარატში. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ფონდში შესული თანხა, პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება. ფონდში თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია... Читать дальше...



ლევან რატიანი: ახალშობილის მდგომარეობა კრიტიკულია

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, მარნეულიდან კლინიკაში გადაყვანილი ჩვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია. მისი თქმით, ჩვილის ნაცხი ტესტირებისთვის გაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში და პასუხს დღეს ელოდებიან. „ახალშობილი ჩვენს კლინიკაში გუშინ, კრიტიკულ მდგომარეობაში შემოვიდა. პაციენტის მდგომარეობა ისევ კრიტიკული რჩება. ამ მხრივ პარამეტრები სტაბილურია, ოქსიგენაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს არ წარმოადგენს კლინიკურ გაუმჯობესებას... Читать дальше...

პუტინმა გადადო საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კორონავირუსის პანდემიის გამო გადადო 22 აპრილისთვის დანიშნული კენჭისყრა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც მას 2036 წლამდე თანამდებობაზე დარჩენის საშუალებას მისცემდა. 25 მარტს სატელევიზიო გამოსვლაში პუტინმა თქვა, რომ კენჭისყრის ახალი თარიღი ჯანდაცვის ექსპერტების რეკომენდაციის მიხედვით დადგინდება.

ნათია თურნავა: დაიწყო ქართული წარმოების პირბადეების დარიგება სასურსათო მაღაზიებში

Radiotavisupleba.ge 

ქართული წარმოების პირბადეების მიწოდება კომერციულ სექტორში სასურსათო მაღაზიების თანამშრომლებისთვის დაიწყო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პრიორიტეტი დაცულია კომერციულ სექტორშიც, სადაც პირველ რიგში პირბადეებს მიიღებენ ისინი, ვინც ყველაზე მეტადაა დაინფიცირების რისკის ქვეშ.  ნათია თურნავა სუპერმარკეტ „გუდვილში“ პირბადეების დარიგების პროცესს თავადაც დაესწრო. „ამ ეტაპზე პირბადეების მიწოდების პრიორიტეტები არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე... Читать дальше...

ესპანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ ჩინეთისას გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

უკანასკნელ დღე-ღამეში ესპანეთში 738 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა კორონავირუსს და ქვეყანამ გარდაცვლილთა რიცხვით გაუსწრო ჩინეთს, საიდანაც გავრცელდა მსოფლიოში სასიკვდილო ვირუსი. 3434 გარდაცვლილით ესპანეთი ახლა ჩამორჩება მხოლოდ იტალიას, სადაც COVID-19-ით გარდაიცვალა 6820 ადამიანი. მადრიდის საციგურაო დარბაზი სახელდახელო მორგად გადაკეთდა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებებს რეზერვები არ ჰყოფნით. ესპანეთის სამედიცინო პერსონალმა, რომელთა შორის ათასობით დაავადდა COVID-19-ით, სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელი აღძრა. Читать дальше...

„კორონა რომ გაივლის, წამოვა ვირუსი კურდღელაური“

Radiotavisupleba.ge 

​„კორონა რომ გაივლის, შემდეგ წამოვა ახალი ვირუსი - ვირუსი კურდღელაური, ან რაღაც მსგავსი სახელწოდებით“, - დღეს ამ სიტყვებით აღწერს „მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელი კახეთის რეგიონში.

„ნუ გვლანძღავთ! ვირუსს არა აქვს ეროვნება“:რა მოარჩენს სიძულვილით მიყენებულ ჭრილობებს?

Radiotavisupleba.ge 

„მე ვარ საქართველოს მოქალაქე, ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ვიცი ქართული ენა. არ ვარღვევ სახელმწიფოს მიერ დადგენილ შეზღუდვებს, ვრჩები სახლში!“, - ბოლო ორ დღეში ქართული ფეისბუკსივრცე ამ შინაარსის პოსტებით აჭრელდა. საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები იძულებულები გახდნენ ასე გამკლავებოდნენ სიძულვილის ტალღას, რომელიც მათ მიმართ მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მარნეულელ ქალს კორონავირუსი დაუდგინდა, შიდა გავრცელების საფრთხე შეიქმნა, ხოლო მარნეული და ბოლნისი მკაცრი კარანტის ზონად გამოცხადდა. „ჩაცხრილეთ... Читать дальше...

პაატა იმნაძე: 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ სახლში ვერ დავრჩები და უნდა ვიმუშაო

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ მიღებული სამთავრობო  რეკომენდაციების თანახმად, 65 წლის ზემოთ მყოფი ადამიანები სახლში უნდა დარჩნენ, თუმცა პირადად ამას ვერ გააკეთებს: „მე 65 წელზე მეტის ვარ, მაგრამ  მე სახლში ვერ დავრჩები და მე უნდა ვიმუშო“, - განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „იმედის“ შეკითხვის პასუხად. საკოორდინციო საბჭოს წევრებისთვის დასასმელი შეკითხვების ფორმატში გაგზავნილი კითხვა... Читать дальше...

26 მარტის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.45 ლარი ღირს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.  26 მარტისთვის დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი - 3.4576 ლარი (25 მარტი - 3.4494​); 1 ევრო - 3.7370 ლარი (25 მარტი 3.7436) 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 4.1190 ლარი (25 მარტი - 4.0558100); 100 რუსული რუბლი - 4.4135 ლარი (25 მარტი - 4.3828); 1 თურქული ლირა - 0.5389 ლარი (25 მარტი - 0.5316). 25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. Читать дальше...

ინდოეთში ქვეყნის მასშტაბით ამოქმედდა საკარანტინო ზომები

Radiotavisupleba.ge 

25 მარტს ინდოეთში ქვეყნის მასშტაბით შევიდა ძალაში საგანგებო ვითარება, რომელიც კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ზომებს ითვალისწინებს. პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ამის შესახებ ტელევიზიით მიმართა მოსახლეობას 24 მარტს. აკრძალვა 25 მარტიდან 21 დღის განმავლობაში დარჩება ძალაში. ინდოეთში, რომლის მოსახლეობა 1,3 მილიარდია, კორონავირუსით ინფიცირების 562 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 10 - სასიკვდილო. 25 მარტისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 435-ს გადააჭარბა. გარდაცვლილია 19625 ადამიანი.

ეროვნულმა ბანკმა 40 მილიონი დოლარი გაყიდა

Radiotavisupleba.ge 

25 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.4563 შეადგინა. ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების აქტივების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს. 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით... Читать дальше...

მარინა ენდელაძე: ნიკა გამყრელიძე საავადმყოფოდან 1-2 დღეში გაეწერება

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შვილს, ნიკა გამყრელიძეს საავადმყოფოდან 1-2 დღეში გაწერენ. ამის შესახებ განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ: „ნიკა გამყრელიძე კლინიკურად გამოჯანმრთელებულია, რადიოლოგიურადაც, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მდგომარეობა აქვს, თუმცა ჯერჯერობით ვაწარმოებთ დაკვირვებას და ერთ-ორ დღეში აუცილებლად გაეწერება. კლინიკურად აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია“, - უთხრა ტელეკომპანია „პირველს“ მარინა ენდელაძემ. Читать дальше...


Музыкальные новости
Анастасия Волочкова

Каков скандал. Катя Гордон режет правду матку про Анастасию Волочкову





Персональные новости
Арцах

Вадим Арутюнов и его книга «Записки странствующего армянина»





ოლიმპიური თამაშები არაოლიმპიურ წელს? - ასეთი რამე არასოდეს მომხდარა

Radiotavisupleba.ge 

ოთხმოცწლიანი პაუზის შემდეგ, პირველად ხდება, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტრადიციული ოთხწლიანი ციკლი ირღვევა. 1940 და 1944 წლებში, მეორე მსოფლიო ომის გამო ოლიმპიადა საერთოდ ჩაიშალა.

უკრაინის მთავრობამ საგანგებო ვითარების მოქმედება მთელ ქვეყანაზე გაავრცელა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მთავრობამ საგანგებო ვითარების შესახებ დეკრეტის მოქმედება მთელ ქვეყანაზე გააფართოვა კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად. მთავრობამ ახალი ზომები 25 მარტს დაამტკიცა შეხვედრაზე, რომლის ტრანსლირება პირდაპირ ეთერში ხდებოდა ტელევიზიით. ზომები 30 დღეს გასტანს. მანამდე საგანგებო ვითარება მხოლოდ კიევსა და ზოგიერთ სხვა რეგიონზე ვრცელდებოდა. ამ დროისთვის უკრაინაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 113 შემთხვევა. ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, პრინცი ჩარლზი კორონავირუსით არის ინფიცირებული

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრე, 71 წლის პრინცი ჩარლზი კორონავირუსით არის ინფიცირებული. მას შემდეგ, რაც ვირუსი დაუდგინდა, ის თვითიზოლაციაში იმყოფება შოტლანდიაში. როგორც როიტერსი იტყობინება, დედოფალ ელისაბედ II-ის უფროს ვაჟს მსუბუქი სიმპტომები აქვს და თავს კარგად გრძნობ. მის მეუღლეს, კამილას ვირუსი არ აღმოაჩნდა. როგორც სამეფო კარის წყარომ განუცხადა დღეს როიტერსს, პრინც ჩარლზს ტესტი ორშაბათს ჩაუტარეს და შედეგი სამშაბათს გახდა ცნობილი. პრინცი 93 წლის დედოფალს უკანასკნელად შეხვდა 12 მარტს. სამეფო კარის წყაროს თქმით... Читать дальше...

"არა - ფობიას" - მარნეულსა და ბოლნისში კარანტინს ქსენოფობიის გაძლიერება მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

პლატფორმა „არა - ფობიას!“ შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა. ამ საკითხთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში „არა - ფობიას“ წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში ვრცელდება სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.  „არა - ფობიას“ მოუწოდებს მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი... Читать дальше...

„სახელმწიფომ კეთილი ინებოს და თუ თვითონ არ შეუძლია, აღიაროს და მოუწოდოს თანამოქალაქეებს, მოსახლეობას ძალების კონსოლიდაციისკენ"

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მოქალაქე, ფსიქოლოგი კონსტანტინე პოზოვი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ვერ ახერხებს იტალიიდან სამშობლოში დაბრუნებას. მისი თქმით, იტალიაში საქართველოს საელჩოს „ცხელ ხაზზეც“ დარეკა და წერილობითაც მიმართა დიპლომატიურ წარმომადგენლობას, თუმცა, პასუხი ვერაფერზე მიიღო.

ექიმი: 14 დღის ჩვილს ახალ კორონავირუსზე ტესტი აუღეს, პასუხი დღეს იქნება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, მარნეულიდან გუშინ კლინიკაში შეყვანილი ახალშობილი, რომელიც არა 9, არამედ 14 დღისაა, აპარატულ სუნთქვაზე იმყოფება. ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ლალი ტურძელაძემ განაცხადა, რომ ჩვილს ახალ კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩაუტარდა, ტესტირების პასუხი კი დღეს გვიან საღამოს გახდება ცნობილი: „ამ წუთში ის აპარატულ სუნთქვაზეა, აქვს დისტრესსინდრომი, პაციენტი მძიმეა, მაგრამ არა უიმედო... რესპირატორული დისტრესსინდრომი უფრო რთულია, ვიდრე ფილტვების ანთება. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

«Динамо» возглавило турнирную таблицу РПЛ после победы над «Сочи»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Российский теннисист поднялся на две позиции в топ-10 рейтинга ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Пресс-релиз | CRYPTONIUM | Новая экосистема для заработка на криптовалюте | Арбитраж | Трейдинг | Обучение





Путин в России и мире
Москва

Ушаков: Путин и Пашинян расставят точки на «и»


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Гордон заявила, что вместе с Кудрявцевой готова оплатить Волочковой психиатра



Москва

В Екатеринбурге 7 мая перекроют центр города ради генеральной репетиции парада Победы

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net