Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 24.12.2018

დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. მეზობლების განცხადებით, ხანში შესული ქალი სახლში მარტო იმყოფებოდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც დაუდასტურეს. მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“რუსთავი-2” უკვე აგონიაშია – ვახტანგ მაისაია

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგა მაისაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. “რუსთავი-2” უკვე აგონიაშია და არა მარტო ბინძურ პოლიტიკურ, არამედ იაფასიან კერძო შეკვეთებსაც ასრულებს, ოღონდ ძალიან მდარე ხარისხით…ისე ვინც ეს შეკვეთა მისცა ამ “გენიოსებს” ფული ტყუილად გადაეყარათ. მოკლედ რუსთავი-2 განიცდის დიდ ფინანსურ კრიზისს რადგანაც უკვე ასეთ იაფასიან დონეზე დაეცა..მალე თვითონ იქნება სატელევიზიო რეიტინგებში. ბოლოდან პირველი”– წერს მაისაია.

მიხეილ კალანდია პროკურატურაში დაიბარეს

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოზარდთა მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფებოდა. საგამოძიებო უწყებაში იგი მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი საქმის ფარგლებში დაიბარეს. მიხეილ კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა. ადვოკატის განმარტებით, მიხეილ კალანდია პროკურატურაში მისი მომდევნო სასამართლო პროცესზე დაკითხვასთან დაკავშირებით იმყოფებოდა. მიხეილ კალანდიამ პროკურატურაში 2 საათი დაჰყო.



რუსეთის საპატიმროში, სადაც „პუსი რაიოტის“ წევრი იმყოფებოდა, „მონური შრომის“ პირობებია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პენიტენციურმა სამსახურმა პროკურატურას სთხოვა სისხლის სამართლის საქმე აძრან ბრალდების საფუძველზე, რომ მორდვეთში, საპატიმროში, მონური შრომის პირობებში ამყოფებდნენ ფემინისტ აქტივისტებს. რუსეთის პენიტენციური სამსახურის დირექტორმა, ვალერი მაქსიმენკომ განაცხადა 24 დეკემბერს, რომ საპატიმრო IK-14-ის დირექტორი, იური კუდრიანოვი სამსახურიდან დაითხოვეს  ციხის სხვა თანამშრომლებთან ერთად. IK-14-ში იხდიდა სასჯელს ნადეჟდა ტოლოკონიკოვა, პოლიტ-არტ ჯგუფის, “პუსი რაიოტის“ წევრი, რომელმაც მოსკოვის ერთ-ერთ ეკლესიაში... Читать дальше...

რუსეთი იმეორებს, რომ უკრაინა „პროვოკაციას“ ამზადებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „სრულიად შესაძლებელია“ "უკრაინა გადაერთოს სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებზე მომავალ რამდენიმე დღეში“. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ეს განაცხადა 24 დეკემბერს და ამით გაიმეორა რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენელთა მტკიცება, რომ კიევი აპირებს "პროვოკაციას" ახლო  მომავალში. კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბული ურთიერთობა გამწვავდა მას მერე, რაც 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნა, შემდეგ კი დააკავა უკრაინის სამი გემი და 24 მეზღვაური. Читать дальше...

რატომ ტოვებენ სამსახურს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულები?

Radiotavisupleba.ge 

ოფიციალური ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს კარდენახის, ვეჯინის, კალაურის და სოფელ გურჯაანის რწმუნებულებმა.

პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს „დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს“

Radiotavisupleba.ge 

24 დეკემბერს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პარლამენტს მოუწოდეს, მხარი არ დაუჭიროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ „აშკარა პროცედურული დარღვევებით წარდგენილ და დაბალი რეპუტაციის მქონე კანდიდატებს.” დღეს გავრცელებულ განცხადებაში, ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც შეუზღუდავს გავლენიან მოსამართლეებს თვითნებური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას და ამ ცვლილებების მიღებამდე შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი. Читать дальше...

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი: ჩეჩნეთის „გეების ციხეში“ ორი პირს ესროლეს ახლოდან თავში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის დოკუმენტების თანახმად, რომლებიც გამოცემა ნოვაია გაზეტას ჩაუვარდა ხელში, 2017 წელს ორი ჩეჩენ კაცი იქნა მოკლული ჩეჩნეთში, „გეიების ციხეში“. ამ ინფორმაციით ისინი ახლო მანძილიდან თავში ნასროლმა ტყვიამ შეიწირა. 24 დეკემბერს, გაზეთმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, შოთო-შამილ აკაევი და აიუბ იბრაგიმოვი დახოცეს 30 მარტს, ცოტა ხანში მას მერე, რაც ისინი 6 დეკემბერს დაიკარგნენ. ჩეჩნეთის ოფიციალურ პირთა თანახმად, ორი კაცი მოკლეს, როცა ისინი გაქცევას ცდილობდნენ. ნოვაია გაზეტას... Читать дальше...



ირანელი აქტივისტი ციხიდან გაუშვეს, მის მხარდამჭერთა შიმშილობა შეწყდა

Radiotavisupleba.ge 

ციხიდან გაუშვეს ირანელი აქტივისტი, რეზა ხანდანი, ადამიანის უფლების დამცველთა ადვოკატის, ნასრინ სოთუდეს ქმარი. ხანდანის ადვოკატმა, მოჰამად მოღიმიმ 23 დეკემბერს გაავრცელა ფეისბუკით  ცნობა და იტყობინება, რომ ხანდანის განთავისუფლების შემდეგ შიმშილობა შეწყვიტეს სოთუდემ და აქტივისტმა, ფარჰად მეისამიმ. მათი შიმშილობის აქცია ნაწილობრივ რეზა ხანდანის განთავისუფლების მოთხოვნით იყო მოტივირებული. მოღიმის თანახმად, ხანდანი 23 დეკემბერს გაუშვეს საპატიმროდან, და სხვა დეტალი ვითარება ან პირობების თაობაზე არ დაუზუსტებია. Читать дальше...

„საკონტროლო ტყვია“ სასამართლო სისტემისთვის

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატი დაასახელა, რასაც საბჭოს არამოსამართლე წევრების - ნაზი ჯანეზაშვილისა და ანა დოლიძის - მძაფრი პროტესტი მოჰყვა.

თურქეთმა დამატებითი სამხედრო ძალა გადაისროლა სირიის საზღვართან

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის მედიის ცნობით, ანკარამ 24 დეკემბერს დამატებითი სამხედრო ძალა გადაისროლა სირიის საზღვართან, რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიღო სირიიდან ამერიკული ქვედანაყოფის გაყვანის შესახებ. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად, დამხმარე ძალა, რომელიც პროვინცია კილისში შევიდა, შედგება როგორც ქვეითი ჯარისკაცების, ისე ტანკებისა და საარტილერიო დანადგარებისაგან. იმავდროულად თავად სირიაში მოქმედი, პროთურქული ოპოზიციური ძალები მიუახლოვდნენ ქალაქ მანბიჯს... Читать дальше...

პაატა იმნაძე: გრიპით დაავადებულთა 95 %-ს H1N1 აქვს, ხოლო მცირე რაოდენობას H3N2

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოში გრიპით დაავადებულთა მაქსიმალურ უმრავლესობას, 95 პროცენტს H1N1 აქვს, ხოლო მცირე რაოდენობას H3N2”, - უთხრა რადიო თავისუფლებას საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ. მისი განმარტებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში  გრიპით დაავადების დინამიკა მზარდია, თუმცა ეპიდემიური ვითარება არ არის. „ამ დროისათვის 221  დაავადებულია 100 000 მცხოვრებზე, საქართველოსთვის ეპიდემიის ზღვარი კი არის 450-500 დაავადებული 100 000 მცხოვრებზე“... Читать дальше...

რატომ ვცემთ შვილებს აღზრდის სახელით?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში უფროსების მხრიდან არასრულწლოვანთა ფიზიკური დასჯა ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა. და ყველაზე დაფარულიც. ბავშვთა უფლებების დამცველები აღნიშნავენ, რომ მოძალადე მშობლებს ასეთი ამბების გახმაურება არ აწყობთ, ბავშვებს კი ამაზე ხმამაღლა ლაპარაკის ეშინიათ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობა არაერთი კანონით ისჯება, ბევრ ოჯახში ბავშვის ცემა ნორმად მიიჩნევა. გაეროს ბავშვთა ფონდის 2013 წლის გამოკვლევის თანახმად კი, მოსახლეობის 60 პროცენტის აზრით, ბავშვის აღზრდისას ძალადობრივი მეთოდები უფრო ამართლებს. Читать дальше...

შეყვარებული ჰემინგუეი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა "წახნაგები" გთავაზობთ საუბარს დიდი ამერიკელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატი რომანისტისა და ნოველის ჟანრის ვირტუოზის, ერნესტ მილერ ჰემინგუეის მრავალრიცხოვანი სატრფიალო თავგადასავლების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გუნდის ნაწილის, მრჩევლების ვინაობა დაასახელა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა საკუთარი გუნდის წევრების ნაწილი დღეს თავად წარუდგინა საზოგადოებას. ესენი არიან: ლაშა ჟვანია-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი,  ქეთევან მახარაშვილი-პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე. იგი ეთნიკურ უცირესობებთან და გენდერული  თანასწორობის საკითხებზე იმუშავებს, დროებით შეითავსებს პრეს-სპიკერის ფუნქციებსაც.  დიმიტრი გაბუნია - საპარლამენტო მდივანი; სიმონ პეტრიცი - მრჩეველი შშმ პირების საკითხებში;ნათია სულავა - მრჩეველი დიასპორის და  მოქალაქეობის საკითხებში;... Читать дальше...

ექსტრემისტები ავღანეთში თავს დაესხნენ სამთავრობო კომპლექსს

Radiotavisupleba.ge 

ექსტრემისტებმა ავტომანქანაში დამონტაჟებული ბომბი ააფეთქეს, ვიდრე შეიარაღებულ იერიშის მიიტანდნენ ქაბულში განლაგებულ სამთავრობო კომპლექსზე. ჯერჯერობით არ არსებობს ცნობა დაღუპულთა ან დაჭრილთა შესახებ. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასრატ რაჰიმის თანახმად, 24 დეკემბერს რამდენიმე შეირაღებული თავდამსხელი შეიჭრა სამთავრობო კომპლექსში, რომელიც ქვეყნის შრომის, სოციალურ საკითხთა და ინვალიდების საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. სამთავრობო კომპლექსი ალყაშემორტყმულია უსაფრთხოების ძალების მიერ. Читать дальше...

ხურვალეთთან  გუშინ დაკავებული ოთარ სამნიაშვილი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

გაათავისუფლეს სოფელ ხურვალეთთან დაკავებული ოთარ სამნიაშვილი. რუსმა ოკუპანტებმა იგი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო 23 დეკემბერს დააკავეს. იგი შშმ პირია. მომხდართან დაკავშირებით მუშაობდა ცხელი ხაზი და ინფორმირებული იყო ევროკავშირის მისია.


Музыкальные новости
Джиган

Продукцию будут продавать через торговые сети: Джиган собирается торговать пивом и энергетиками





Персональные новости
Сергей Собянин

Собянин рассказал о внедрении ЕМИАС в федеральных и региональных медучреждениях





გამსახურდიები შიმშილობას განაგრძობენ

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტი დღეს იმსჯელებს ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოსაძიებლად პროკურატურისთვის ვადის კიდევ ხუთი წლით გახანგრძლივებაზე, გამსახურდიები შიმშილობას განაგრძობენ.  პრეზიდენტის ვაჟების ადვოკატი ამირან გიგუაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ ვადის გახანგძლივება რელურ  შედეგს არ მოიტანს. პროკურატურას ამ საქმის გამოსაძიებლად  ისედაც 25 წელი ჰქონდა. გამსახურდიებს აუცილებელ პირობად მიაჩნიათ სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნა. „ერთი გამომძიებელი და ერთი პროკურორი ვერც შეძლებენ ერთდროული საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარონ... Читать дальше...

ექიმი – კონსტანინე გამსახურდია კარდიოლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული – შიმშილობის გაგრძელება არასასურველია

Marshalpress.ge (მარშალ) 

კონსტანტინე გამსახურდია კლინიკაში ჰიპოვოლემიური მდგომარეობისა და სტენოკარდიის დიაგნოზით შეიყვანეს – ამის შესახებ კომენტარი ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან ბესელიამ გააკეთა. „კონსტანტინე გამსახურდია შემოყვანილ იქნა კრიტიკური მედიცინის განყოფილებაში 13:50 საათზე დიაგნოზით ჰიპოვოლემიური მდგომარეობა და სტენოკარდია. პაციენტი მოთავსებულია კარდიოლოგიურ განყოფილებაში, იგეგმება გაფართოებული გამოკვლევები, რომელთა შედეგებითაც განისაზღვრება შემდეგი ტაქტიკა. Читать дальше...

პრიმორსკის ოლქში დაღუპულ მშენებლებს გლოვობენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრიმორსკის ოლქში გლოვობენ 9 მშენებელს, რომლებიც შაბათს დაღუპნენ სოლიკამსკის მაღაროში, შაბათს გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხანძარი სამშენებლო სამუშაოების დროს 300 მეტრის სიღრმეში გაჩნდა, სავარაუდოდ უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფის გამო. ხანძრის დროს მიწის ქვეშ იმყოფებოდა 17 ადამიანი. მაშველებმა შეძლეს 7 კაცის გადარჩენა. მშენებლების დაღუპვის გამო, სამართალდამცველებმა დააკავეს კომპანია „მშენებლობა 30“-ის ოთხი თანამშრომელი. სოლიკამსკში უახლოეს დღეებში აღარ გაიმართება სადღესასწაულო ღონისძიებები.

ანა დოლიძე: იუსტიციის საბჭომ სუიციდი ჩაიდინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის საბჭოს სხდომა დატოვა საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ. „დღეს თქვენ პროცესუალურად და შინაარსობრივად, ჩვეულებრივი სუიციდი ჩაიდინეთ, ამას ქართველი ხალხის სახელით გეუბნებით“ - ამ სიტყვებით მიმართა დოლიძემ საბჭოს მოსამართლე წევრებს სხდომის დატოვებამდე. ანა დოლიძის პროტესტი მოჰყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების, განსაკუთრებით მიხეილ ჩინჩალაძის დასახელებას.  „მიუხედავად მთელი ჩემი კრიტიკისა თქვენი და სასამართლო სისტემის მიმართ, ნამდვილად არ მეგონა, საკუთარი... Читать дальше...

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

Radiotavisupleba.ge 

იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები ქუთაისში დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა. ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი. ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ. ახალაშენებულ კორპუსში ბინა მიიღო  დევნილმა ზაირა ვეკუამაც, რომელიც საცხოვრებელს 25 წელი ელოდა. "კოჩარიდან ვარ დევნილი. Читать дальше...

პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრს შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის ანტიკორუფციულმა სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა ამ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს. ნავაზ შარიფი დამნაშავედ იქნა მიჩნეული მის ხელთ არსებული ისეთი ქონებისათვის, რაც აღემატებოდა კანონიერ შემოსავალს. ისლამაბადში მდებარე სასამართლოს 24 დეკემბერის გადაწყვეტილებით, შარიფს პატიმრობა მიესაჯა ორიდან ერთი კორუფციული დანაშაულისათვის, მეორე საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრი სასმართლომ გაამართლა. შარიფი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ივლისში მას 10 წლით მიესაჯა პატიმრობა ლონდონში შეძენილი მდიდრული აპარატამენტებისათის. Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

На международной выставке-форуме "Россия" в Москве завершилась тематическая неделя спорта


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

Швентек и Соболенко устроили триллер за престижный трофей


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Пресс-релиз | CRYPTONIUM | Новая экосистема для заработка на криптовалюте | Арбитраж | Трейдинг | Обучение





Путин в России и мире
Москва

Валентин Коновалов Хакасии примет участие в церемонии инаугурации Владимира Путина


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Польский судья Шмидт попросил защиты у Лукашенко и политического убежища в Белоруссии




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



PR promo

В Moscow City вручили премию «Предприниматель года» от Expert RF



Москва

Столичные росгвардейцы обследовали свыше 8 тыс. кв. м подводного грунта с начала года

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net