Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Декабрь
2018

Новости за 04.12.2018

მერიამ ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო პარლამენტთან გაშლილ კარვებში

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა ელექტროგაყვანილობის მონტაჟი დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეთა კარვებში.  როგორც „ინტერპრესნიუსს“ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, თბილისის მერიამ მათ ასევე გადასცა ოთხი ელექტროგამათბობელი, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ კარვებში დაიდგმება. იქ ამჟამად ექვსი კარავია, რომლებშიც აქციის მონაწილეები ღამეს ათევენ. ერთი წლის წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი... Читать дальше...

მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და საპატრულოს უფროსს – ზაზა სარალიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, სადაც ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი იმყოფებიან ელექტროენერგია შეიყვანეს და გამათბობლები დააყენეს. ამის შესახებ ზაზა სარალიძემ განაცხადა. „შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანენ, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, […]

ნატოს ლიდერმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ორივე ოკუპირებული რეგიონიდან. სტოლტენბერგი ამ მოწოდებით გამოვიდა 4 დეკემბერს ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ალიანსის ლიდერის განცხადებით, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხოდ, ნატომ ბოლო რამდენიმე წელიწადში მნიშვნელოვნად გაზარდა თავისი ყოფნა შავი ზღვის რეგიონში. Читать дальше...



აშშ რუსეთს აძლევს 60 დღეს ბირთვულ იარაღზე ხელშეკრულების დარღვევისათვის ბოლოს მოსაღებად

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, აშშ აღარ დაიცავს საშუალო რადიუსის ბირთვული იარაღის შესახებ ხელშეკრულებას (INF), თუ რუსეთი ბოლოს არ მოუღებს მის დარღვევას. საამისოდ მოსკოვს 60 დღეს აძლევენ. 4 დეკემბერს პომპეომ რუსეთი დაადანაშაულა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაში და აღნიშნა, რომ 60 დღეში დაიწყება წინასწარ შეტყობინების ექვსთვიანი პერიოდი, რომელიც განსაზღვრულია 1987 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან (ხელშეკრულება საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ) გასასვლელად. Читать дальше...

ვინ უმღერის მოსკოვს?

Radiotavisupleba.ge 

„მოსკოვში უყვართ ქართველი არტისტები", ქართველები მღერიან მოსკოვში. ისინი ამბობენ, რომ სიმღერა პოლიტიკა არ არის. მათთვის სიმღერა ბიზნესია. ისინი თავიანთ სიმღერას სწორედ მოსკოვში ყიდიან. „ანარეკლებში" მწერალ პაატა შამუგიასთან ერთად ვუყურებთ და ვუსმენთ არტისტებს, რომლებიც მღერიან ან არ მღერიან რუსეთში. გადაცემის სტუმრები: სტეფანე მღებრიშვილი, ნაჯა ორაშვილი, ნინო სუხიშვილი.

“შავი დღე თავისუფლებისთვის” - სოროსის დაფუძნებული უნივერსიტეტი იძულებულია უნგრეთი დატოვოს

Radiotavisupleba.ge 

ჯორჯ სოროსის მიერ უნგრეთში დაფუძნებულმა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბუდაპეშტიდან გააძევეს.

გიორგი მარგველაშვილი: ნიკა რურუა ჩემი მეგობარი იყო

Radiotavisupleba.ge 

„ნიკა იყო ჩემი მეგობარი. ის იყო ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც ყველა ეტაპზე იყო საინტერესო. ის იყო გამორჩეული კულტურის მინისტრი, კულტურის ბევრ მინისტრს შორის“, - უთხრა მედიას ზანდუკელის ქუჩაზე რურუების ოჯახში სამძიმრის სათქმელად მისულმა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. კულტურის ყოფილი მინისტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა რურუას გარდაცვალების ცნობა რამდენიმე საათის წინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში  წერია, რომ  ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი. Читать дальше...

ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ნიკა რურუას ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. წინასარი ინფორმაციით გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია, თუმცა საბოლოო პასუხი ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მისი თქმით ნიკა რურუა იყო მისი მეგობარი და ერთ-ერთი საუკეთესო მინისტრი მის პოზიციაზე.



ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ტომაშ პეტრიჩეკის აზრით, რუსეთი ძირს უთხრის ევროპის უსაფრთხოებას უკრაინაში, აზოვის ზღვასა და საქართველოში თავისი აგრესიითა და ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით. მინისტრი ტვიტერში გამოთქვამს თავის შეფასებას და დასძენს, რომ ნატო ვერ იქნება გულგრილი ასეთი ქმედებების მიმართ. პეტრიჩეკი 2018 წლის ოქტომბრიდან უდგას სათავეში ჩეხეთის საგარეო უწყებას.

როგორ აღმოჩნდნენ უკრაინელი მებრძოლები ქართულ ციხეში?

Radiotavisupleba.ge 

შიმშილობა გამოაცხადა უკრაინის ექვსმა და საქართველოს ერთმა მოქალაქემ, რომლებიც 2 დეკემბერს, გამთენიისას თბილისში მდებარე ორ სასტუმროში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.

ხუთი ქალის ამბავი სექსუალურ შევიწროებაზე

Radiotavisupleba.ge 

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური შევიწროების ფაქტებს გამოავლენს და შესაბამის სანქციებს დააწესებს, პარლამენტში განსახილველად საგაზაფხულო სესიაზე შევა. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, სექსუალური შევიწროება დარეგულირდება როგორც საჯარო სივრცეში, ისე შრომით ურთიერთობებში. გამოკვლევების მიხედვით, სექსუალურ შევიწროებას ცხოვრებაში ერთხელ მაინც გადასწყდომია ყოველი მეორე ქალი როგორც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ისე სამუშაო გარემოში. ქალები ჰყვებიან თავიანთ ამბებს რადიო თავისუფლებასთან.

ამოქმედდება თუ არა MAP-ი ბოსნიისათვის?

Radiotavisupleba.ge 

იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრები წლის ბოლო შეხვედრაზე მხარს დაუჭერებენ ბოსნიისათვის დამტკიცებული გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) გააქტიურებას.

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ძალაში დატოვა რუსი ათლეტების დისკვალიფიკაცია

Radiotavisupleba.ge 

მძლეოსნობის საერთაშორისო ორგანიზაციამ მხარი დაუჭირა რუსეთისთვის დოპინგის მასშტაბური პროგრამის გამო 2015 წელს დაწესებული აკრძალვის ძალაში დატოვებას. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციათა საბჭოში ამ საკითხზე კენჭისყრა გაიმართა 4 დეკემბერს. მანამდე მოისმინეს ანგარიში და რეკომენდაციები ჯგუფისაგან, რომელიც შეიქმნა, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა რუსეთი დისკვალიფიკაციის მოსახსნელად საჭირო მოთხოვნებს. მძლეოსნობის საერთაშორისო სააგენტომ რუსეთის ფედერაციის დისკვალიფიკაცია მოახდინა 2015 წელს მას შემდეგ... Читать дальше...

რუსთავში მოსახლეობა წყლის გადაკეტვას აპროტესტებს და ძველი ვალების ჩამოწერას მოითხოვს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, თბილისის ქუჩის #33-ის ბინადრები კომპანია „რუსთავის წყლის“ თანამშრომლებს დაუპირისპირდნენ.

ისრაელი ატარებს სამხედრო ოპერაციას ლიბანის საზღვარზე მიწისქვეშა გვირაბების გასანადგურებლად

Radiotavisupleba.ge 

ისრაელმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია ლიბანის საზღვართან. მიზნად სახელდება, განადგურებულ იქნეს მიწისქვეშა გვირაბები, რომელთაც გასამხედროებული ჯგუფი „ჰიზბოლა“ იყენებს. ისრაელის სამხედრო პრესმდივნის განცხადებით, ჩრდილოეთის საზღვარზე ჯარები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი და არმია მოქმედებს მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე, არ გადაჭრის ლიბანის საზღვარს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ოპერაციის შესახებ ტვიტერზე გამოცხადებისას, გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელიც, მათი განმარტებით, აჩვენებს ლიბანის საზღვრის ქვეშ არსებულ გვირაბებს.

რუსეთმა ნაწილობრივ მოუხსნა ბლოკადა უკრაინის აზოვის ზღვისპირა პორტებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვლადიმირ ომელიანი აცხადებს, რომ რუსეთმა „ნაწილობრივ“ მოხსნა ბლოკადა აზოვის ზღვისპირა უკრაინულ პორტებს, როცა - ბოლო ათ დღეში პირველად - ქერჩის სრუტეში გავლის უფლება მისცა უკრაინის გემებს. რუსეთმა ქერჩის სრუტესთან 25 ნოემბერს დააკავა უკრაინის სამი სამხედრო ხომალდი და მათზე მყოფი 24 მეზღვაური. ომელიანმა 4 დეკემბერს გამოაცხადა, რომ ბერდიანსკსა და მარიოპულს ნაწილობრივ მოეხსნათ ბლოკადა. წინა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერმა მოითხოვა, რომ რუსეთმა დაუშვას... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი უსამძიმრებს  ნიკა რურუას ოჯახს

Radiotavisupleba.ge 

„ამ წუთში შევიტყვე ნიკა რურუას უეცარი გარდაცვალების შესახებ. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება სიკვდილის წინაშე მთავრდება!“ – წერს საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მერაბიშვილის ადვოკატი: ველოდები მინისტერიალის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციას

Radiotavisupleba.ge 

ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ის ელის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მხოლოდ ამ დოკუმენტის დედნის გაცნობის შემდეგ გააკეთებს მედიისთვის ამომწურავ კომენტარს. გიორგი ჩივიაშვილი ასევე აცხადებს, რომ მისი ინფორმაცით, ამ საკითხზე კენჭისყრა ხვალ, 5 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კი ის ამ ეტაპზე კომენტარს ვერ გააკეთებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი... Читать дальше...

დურუჯი და ლაგოდეხის ხევი - მდინარეები, რომლებიც მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

Radiotavisupleba.ge 

ეკოლოგები მთავრობას მოუწოდებენ, საფრთხეების შესამცირებლად ტყეების ხელოვნურად განაშენიანების პროექტებიც განახორციელონ.


Музыкальные новости
Джиган

Красноярцы и Джиган рассмешили Артемия Лебедева и вышли в финал «Звезд»





Персональные новости
Динамо

«Динамо» подложило под «Зенит» бомбу! «Краснодар» может возглавить РПЛ за четыре тура до конца





ზუგდიდის სასამართლომ ენმ-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარი 18 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლის შესახებ. შესაბამისი საჩივრით სასამართლოს პარტიის ზუგდიდის ოფისის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ მიმართა. სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით სრულად გაიზიარა მოპასუხე მხარის, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის პოზიცია, რომ პარტიამ სარჩელის შეტანის ვადები და პირობები დაარღვია. მანამდე სწორედ ამ მიზეზით არ განიხილა თავად კომისიამ ეს სარჩელი. საოლქო საარჩევნო კომისიის იურისტებმა დღეს სხდომაზე აღნიშნეს... Читать дальше...

იუსტიციის სამინისტო: ევროსაბჭომ საჭიროდ არ ჩათვალა მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 4 დეკემბრის სხდომაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველმა ორგანომ - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა პირველად შეაფასა საქართველოს მთავრობის მიერ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების -„მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“აღსრულების საკითხი. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მინისტრთა კომიტეტისა და მისი სამდივნოს მიერ მომზადებულ დოკუმენტებში ნათქვამია, რომ მიზანშეწონილი და აუცილებელი არ არის საქართველოს... Читать дальше...

გარდაიცვალა ნიკა რურუა

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნიკა რურუა, შინაგან საქმეთა სამიბნისტროს პირველადი ინფორმაციით, ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა.  გარდაცვლილის  ახლობლების თანახმად,  დედამ გამოიძახა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.  ნიკა რურუა  50 წლის იყო.  ნიკა რურუა  საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.“პარლამენტის წევრობისას ნიკა რურუა  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის... Читать дальше...

უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე შიმშილობას აცხადებს

Radiotavisupleba.ge 

2 დეკემბერს დაკავებული უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქე შიმშილობას აცხადებს. ბრალდებულების ადვოკატი გიორგი როსტომაშვილი აცხადებს, რომ პატიმრობაში მყოფები აპროტესტებენ ყველაფერს, რაც მათ შეემთხვათ. "ერთი მათგანი შიმშილობდა, გუშინ მას ვთხოვე შიმშილობა შეეწყვიტა, მეგონა დავიყოლიე, მაგრამ დღეს ყველამ შიმშილობა დაიწყო“, - განაცხადა როსტომაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით... Читать дальше...

თბილისში დაკავებულ უკრაინელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 2 დეკემბერს დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება... Читать дальше...

თბილისში დაკავებულ უკრაინელებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა 2 დეკემბერს დაკავებულ უკრაინის 6 და საქართველოს 1 მოქალაქეს. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას. არცერთი მათგანი ბრალს არ აღიარებს. დაკავებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას პროკურატურა ითხოვდა. დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Личка — о самой дорогой покупке в Москве: два дня назад решил купить самокат за 60 тысяч рублей


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Андреева обыграла Паолини и вышла в 1/4 финала турнира WTA в Мадриде


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Ключевой аспект успеха: как построить долгие и хорошие отношения с клиентом





Путин в России и мире
Москва

Собянин: к 2030 году на долю Москвы придется 35–40% туристов в России


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Цинизм зашкалил: Елена Зеленская повеселилась в Киеве с герцогиней Эдинбургской


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Алла Пугачёва

Сгорбленная и худая артистка Алла Пугачева покинула Израиль



Москва

Прокуратура Москвы: школьница попала в больницу после наезда электросамоката

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net