Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2018

Новости за 03.07.2018

CNN: ტრამპს პუტინთან პირისპირ საუბარი სურს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდი ტრამპი აპირებს 16 ივლისს, ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა დაიწყოს მათი პირისპირ საუბრით - ამას ტელეკომპანია CNN იუწყება საორგანიზაციო საკითხების შესახებ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. მისი ინფორმაციით, ტრამპის და პუტინის შეხვედრას მათი თანაშემწეები მხოლოდ პრეზიდენტების პირისპირ საუბრის შემდეგ უნდა შეუერთდნენ.

საქართველოს ნაკრების მორიგი მეტოქეები იქნებიან საბერძნეთი, ისრაელი და ესტონეთი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას სექტემბერში გააგრძელებს. შესარჩევი ციკლის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ილიას ზუროსის გაწვრთნილი გუნდი ორ-ორჯერ დაუპირისპირდება საბერძნეთის, ისრაელისა და ესტონეთის ნაკრებებს. ამავე ჯგუფში ითამაშებენ გერმანია და სერბიაც, რომლებთანაც საქართველოს ნაკრები პირველ ეტაპზე ორ-ორჯერ დამარცხდა. ეს შედეგი მეორე ეტაპზეც ძალაში რჩება და გათამაშების საწყის ცხრილში საქართველო 8 ქულით მეხუთე ადგილზეა. გერმანიასა და საბერძნეთს 12-12 ქულა აქვთ... Читать дальше...

ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შსს-ში იმყოფება

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე ადვოკატთან ერთად შევიდა შსს-ში, სადაც მინისტრს, გიორგი გახარიას უნდა შეხვდეს. ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა სწრაფად გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები იმისათვის, რომ დადგეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის პასუხისმგებლობის საკითხი. ლონდარიძის ინფორმაციით, სრულად იზიარებენ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურატურისა და შსს-თვის 2 ივლისს გაგზავნილ რეკომენდაციებს, მათ შორის მ.კ-ს წინააღმდეგ სისიხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. Читать дальше...



საპატრიარქო „ემიჯნება" „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობას“

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქო უარყოფს მიტროპოლიტ იობის კავშირს „ქართველი ხალხის ეროვნულ ყრილობასთან“. საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილი ყრილობა მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილის) ლოცვა-კურთხევით არ იმართება. „როგორც ჩვენთვის მასმედიის საშუალებით ახლახან გახდა ცნობილი, ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“, რომელიც, მათი თქმით, მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. Читать дальше...

წუწუნი ამინდსა ზედა XIX-XX სს-ის „ივერიაში“

Radiotavisupleba.ge 

პაპანაქება სიცხეზე, ნიავის წამობერვაზე, უჰ, მგონი აგრილდა-ზე, არა, რა აგრილდა, ხვალ უარესია-ზე, აუ, სიცივეს მაინც სიცხე მირჩევნია-ზე, გაოფლილ იღლიებსა და ბევრი წყალი სვით-ზე, ადუღებულ ტრანსპორტზე და ა.შ. დღეს, ყველაზე მეტს ალბათ სოციალურ ქსელში წუწუნებენ და  წერენ. ყოველ შემთხვევაში, ერთი შეხედვით, ასე ჩანს.

შსს არ გამორიცხავს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე სხვა პირთა დაკავებასაც

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის იმ ნაწილზე, რომელიც პროკურატურის გამოძიებას გამოეყო, შესაძლოა, სხვა პირებიც დააკავონ. „როგორც მოგეხსენებათ, გამოყოფილი საქმის ფარგლებში ორი პირი უკვე დაკავებულია, ეხლაც ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს და არცერთი მიმართულებით მოვლენების განვითარებას არ გამოვრიცხავთ. მათ შორის არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ამ საქმეზე იყვნენ სხვა დაკავებულებიც“ - განუცხადა ჟურნალისტებს ნათია მეზვრიშვილმა. რაც... Читать дальше...

როგორ შევარჩიოთ მთავარი პროკურორი

Radiotavisupleba.ge 

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, რომელიც 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევის პროცედურა, რადგანაც პროკურატურის და საგამოძიებო სისტემის მოქმედი მოდელი ვერ პასუხობს დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს.

ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, რაც სააკაშვილის პერიოდში არ ხდებოდა – გია გაჩეჩილაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter მუსიკოსმა და მსახიობმა გიორგი გაჩეჩილაძემ (უცნობი) ტელეკომპანია „იბერია“-ს გადაცემაში „ფაბრიკა“ „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობაზე ისაუბრა და პარალელები გაავლო. გაჩეჩილაძე თვლის, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით დღევანდელი მმართველი ძალა ხალხის ხმას უსმენს და შესაბამისად რეაგირებს კიდეც. „ღირსების ამყრელი დრო გავიარეთ. ეს არ იყო მხოლოდ ის, რომ ვიღაცებს ციხეებში აწამებდნენ, კონკრეტული ადამიანები […]



ბუქარესტიდან ბრიუსელამდე: რა არის ნატოს დაპირება?

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 10 წელიწადში საქართველომ გააკეთა იმაზე მეტი, ვიდრე მას ნატოში გასაწევრიანებლად მოეთხოვებოდა, მაგრამ ნატოში საქართველოს გაწევრიანება მაინც ჭიანურდება და ეს ძირითადად რუსეთის მიზეზით ხდება, - ასეთია ძირითადი მიგნებები პოლიტიკის დოკუმენტისა, რომლის თანაავტორები არიან ბრიუსელში მოქმედი „ევროპული პოლიტიკის ცენტრი“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).

ზაზა სარალიძე შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდეს

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელიც შსს-თან აქციას მართავს მკვლელების დასჯის მოთხოვნით, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს, ალექსანდრე ხოჯევანიშვილს შეხვდა. "თავის სურვილით მოვიდა ეს ადამიანი ჩემთან შესახვედრად. ვისაუბრეთ იმ მტკიცებულებებზე, რა მტკიცებულებებიც უკვე არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეში. ამ მტკიცებულებებს ახლა გადავხედავთ ოფიციალურად და მიიღებენ გადაწყვეტილებას, არის თუ არა მიხეილ კალანდია დასაკავებელი“ - განუცხადა ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. Читать дальше...

ივნისში საქართველოს ყველაზე მეტი უცხოელი რუსეთიდან ეწვია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2018 წლის ივნისში საქართველოში შედგა საერთაშორისო მოგზაურთა 727 385 ვიზიტი, რაც 13,8%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ოფიციალური სტატისტიკით, წელს ივნისში 2017 წლის ივნისთან შედარებით, 20,7%-ითაა გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობა. ივნისში საქართველოს ეწვია 399 989 ტურისტი. ივნისში, საქართველოს ყველაზე მეტი, 116 357 ვიზიტორი ეწვია რუსეთიდან და ეს მაჩვენებელი შარშან ივნისთან შედარებით 27,5%-ით მეტია. Читать дальше...

რუსეთი საქართველოს ბრალს სდებს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობის გართულებაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისის მიერ დეკლარირებული „კეთილი ზრახვების“ და „უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯების“ მიუხედავად, საქართველოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებითად იწვევს სოხუმსა და ცხინვალთან ურთიერთობების გართულებას. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოსკოვის ეს პოზიცია მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა გააცნო სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ტოივო კლაარს. Читать дальше...

თეთრი სახლი ადასტურებს, რომ აშშ-ისთვის ყირიმი უკრაინაა

Radiotavisupleba.ge 

თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა განაცხადა, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის მცდელობას. სანდერსის თქმით, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები შენარჩუნდება უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებამდე. 29 ივნისს, ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ დათანხმდება აშშ ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარებას, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უპასუხა:„ვნახოთ.“ 16 ივლისს, ჰელსინკიში გაიმართება პრეზიდენტების ტრამპის და პუტინის შეხვედრა. თეთრი სახლის პრესმდივანს, სარა სანდერსს არ უთქვამს, განიხილება თუ არა ამ შეხვედრაზე ყირიმის სტატუსის საკითხი. Читать дальше...

შსს-თან გრძელდება ზაზა სარალიძის საპროტესტო აქცია

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ღამე შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში გაათენა. სარალიძემ მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავეთა დაკავების მოთხოვნით შსს-თან საპროტესტო აქცია 2 ივლისს, საღამოს დაიწყო. “მოთხოვნები არ შემიცვლია, მიხეილ კალანდიას დაკავებას ვითხოვ იქიდან გამომდინარე, რომ საქმის მასალებში საკმარისი მტკიცებულებებია, რომ პასუხისგებაში მიეცეს“ - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ზაზა სარალიძემ. მის მხარდასაჭერად სოციალური ქსელით დაიგეგმა აქცია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან 19 საათზე დაიწყება.

თამარ მეარაყიშვილი სოლიდარობას უცხადებს ზაზა სარალიძეს

Radiotavisupleba.ge 

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი, რომელმაც გუშინ შიმშილობა დაიწყო, ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებს. თამარ მერაყიშვილი ფეისბუკზე წერს: "ბატონო ზაზა, დღეს მეც დავიწყე შიმშილობა. ვაპროტესტებ ჩემს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას. 11 თვეა ფაქტიურად ტყვეობაში ვარ, მაგრამ სულ არ აღელვებთ მათ, ვისაც ამისი ვალდებულება აკისრია. მე ბინაში ვშიმშილობ, რადგან გარეთ ამის შესაძლებლობა არ მომეცემოდა - პროვოკაციას ავერიდე. არ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან ჩემს მდგომარეობაში ჯანმრთელობისთვის მევნო... Читать дальше...

ოსური მხარე "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე" საპასუხო ზომებით იმუქრება

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ შეაფასა კიდევ ერთ უპასუხისმგებლო მოქმედებად და განაცხადა, რომ ოფიციალურ თბილისს ეშინია გააცნობიეროს „მეზობელი სახელმწიფოების - სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წინაშე ჩადენილი დანაშაული“ და არ სურს მათთან ურთიერთობების მოგვარება. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 2 ივლისს, საღამოს გამოქვეყნებული კომენტარით, საქართველოში პერმანენტულად არასტაბილური შიდაპოლიტიკური... Читать дальше...

აფეთქების შედეგად გაითიშა აზერბაიჯანის ენერგოსისტემა

Radiotavisupleba.ge 

ღამის 12 საათის შემდეგ სრულად გაითიშა აზერბაიჯანის ენერგოსისტემა. ხელისუფლების ინფორმაციით, სისტემის პარალიზება გამოიწვია მინგეჩაურის თბოელექტროსადგურში მომხდარმა აფეთქებამ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ენერგოსისტემის გადატვირთვა გამოიწვია ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო კონდიციონერების მასობრივად გამოყენებამ. ოფიციალური ინფორმაციით, მინგეჩაურის თბოელექტროსადგურში მომხდარი აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, ხანძარი კი ლიკვიდირებულია. გამთენიისას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა აზერბაიჯანის რაიონების ნაწილს... Читать дальше...

დღეიდან მცირე მეწარმეებს ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ უმცირდებათ – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter დღეიდან საქართველოში ამოქმედდა უნიკალური საგადასახადო რეჟიმი, რომლის მიხედვითაც მცირე მეწარმეებს 5-ჯერ შეუმცირდებათ ბრუნვის გადასახადი. ეს არის ძალიან მასშტაბრი რეფორმა და ეხება მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს, ჩვენ ვსაუბრობთ თითქმის 120 ათას პირზე და მათ უკან მდგომ უამრავ ადამიანზე.პარლამენტმა დაამტკიცა ეს ცვლილებები საგადასახადო კოდექსში.”- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა. […]

Спорт в России и мире
Москва

Вокруг парка на электромобиле: что будет доступно напрокат в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Полина Михайлова

Россиянка Михайлова стала чемпионкой Франции по настольному теннису


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Вокруг парка на электромобиле: что будет доступно напрокат в Москве





Путин в России и мире
Москва

Пашинян подготовил "подарок" Путину к его инаугурации. Запад будет доволен


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко заявил о желании построить в Белоруссии вторую АЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Генсек НАТО прибыл в Киев: главные заявления Столтенберга и Зеленского


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Балерина Волочкова часто летала на Мальдивы из-за возможности поплавать без трусов



Москва

III класс пожарной опасности ожидается 1 и 2 мая в Подмосковье

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net