123ru.net
World News in Georgian
Июль
2018

Новости за 07.07.2018

ბრიტანელ პოლიციელს შემოწმება ჩაუტარდება, "ნოვიჩოკით" მოწამვლის ეჭვის გამო

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ქალაქ სალისბერიში ერთ-ერთი საავადმყოფო აცხადებს, რომ მას პოლიციელმა მიაკითხა და მის ჩივილებს კავშირი აქვს იმ ინციდენტთან, როცა, ბრიტანეთის ოფიციალური პირების თქმით, ორი პირი მოიწამლა იმავე ნივთიერებით, რომლითაც რამდენიმე თვის წინ მოწამლეს რუსეთის ყოფილი ჯაშუში, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი. საავადმყოფოს წარმომადგენელმა 7 ივლისს განაცხადა, რომ პოლიციელი საავადმყოფოშია მოთავსებული და მას კვლევები უტარდება "ამნესბერიში მიმდინარე ინციდენტთან" დაკავშირებით. ოფიციალური პირების ცნობით, ბრიტანელი... Читать дальше...

ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია მიმართვას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია სვანეთში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მოხალისედ ჩართვის მსურველებს მიმართავს. “უკვე რამდენიმე დღეა სვანეთში სტიქია მძვინვარებს, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ სოფელ ჭუბერს დიდი ზიანი მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო შტაბი და შესაბამისი სამსახურები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც ვაპირებთ, დავეხმაროთ ადგილობრივ […]



მალხაზ მაჩალიკაშვილი საუბრობს მისი დაპატიმრების, ან ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმაზე

Radiotavisupleba.ge 

პანკისის ხეობაში 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს მისი დაპატიმრების ან ლიკვიდაციის სავარაუდო გეგმაზე, რომელიც საბოლოო ანგარიშით არ განხორციელდა და რომლის მიღმა, მაჩალიკაშვილის ვარაუდით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იდგა. კერძოდ, მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მას დაუკავშირდა მისი შორეული ნაცნობი პირი, სახელად მუჰამედი, რომელმაც შესთავაზა შინაგან საქმეთა მინისტრთან... Читать дальше...

ავღანეთში მოკლეს აშშ-ის ძალების წევრი, დაჭრილია ორი პირი

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი მისია აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთში მოკლეს აშშ-ის ძალების ერთი წევრი, დაჭრილია ორი. იუწყებიან, რომ თავდასხმა სავარაუდოდ შიგნიდან მოხდა. ავღანეთში ნატოს წვრთნისა და დახმარების მისია გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ ორი დაჭრილი ამერიკელის მდგომარეობა სტაბილურია და მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. განცხადებაში დეტალები არ არის დაკონკრეტებული და ნათქვამია, რომ მოკლულის სახელი ოჯახის ინფორმირებამდე არ გავრცელდება.  .

ინგლისის ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს

Radiotavisupleba.ge 

შვედეთის ნაკრებთან 2-0 გამარჯვების შემდეგ პრველად ბოლო 28 წლის განმავლობაში, ინგლისის ნაკრები ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს.

რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის ძალებმა დაიკავეს მნიშვნელოვანი სასაზღვრო ტერიტორია

Radiotavisupleba.ge 

სირიის მთავრობის ძალებმა, რომლებსაც რუსეთის არმია უმაგრებს ზურგს, დაიკავეს იორდანიასთან საზღვრის ტერიტორია, მას შემდეგ, რაც სირიელ მეამბოხეებსა და რუსეთის შუამავლებს შორის შეთანხმება შედგა - იუწყებიან სირიის სახელმწიფო მედია და ომზე სადამკვირვებლო ორგანიზაცია. სააგენტო SANA 6 ივლისს იუწყებოდა, რომ მთავრობის ძალებმა 5 ივლისს, გვიან საღამოს დაიკავეს ნასიბის სასაზღვრო პუნქტი, მას შემდეგ, რაც მას სამი წლის განმავლობაში მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ამ ინფორმაციას ადასტურებს ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია. Читать дальше...

თბილისში რობოტი სოფია ჩამოდის

Radiotavisupleba.ge 

17-19 ივლისს თბილისში დაგეგმილ "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) სამიტზე დასასწრებად თბილისში რობოტი სოფია ჩამოვა. რობოტი სოფია გაეროს კეთილი ნების ელჩია და ის გაეროს ჩამოჰყავს. რობოტი სოფია 2015 წელს Hanson Robotics-ის მიერ შეიქმნა. საზოგადოებას კი პირველად 2016 წელს წარუდგინეს. მას ადამიანის მსგავსი გარეგნობა და ქცევები აქვს. გამოხატავს ემოციას. ჰუმანოიდი სოფია საუდის არაბეთის მოქალაქე გახდა. ის პირველი რობოტია, რომელმაც მოქალაქეობა მიიღო.



ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელი ითხოვს მისი სასამართლოს სხვა ადგილას გადატანას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის ადვოკატები მოსამართლეს მიმართავენ თხოვნით, რომ პროცესი, რომელიც მიმდინარე თვეში უნდა დაიწყოს, გაიმართოს სხვა ადგილას - რადგან მასზე შესაძლოა უარყოფითად აისახოს ის, რომ ვაშინგტონში ეს საქმე სასამართლომდე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ფინანსური დანაშაულების თაობაზე მანაფორტის სასამართლო პროცესი 25 ივლისს უნდა დაიწყოს ალექსანდრიაში, ვაშინგტონთან ახლოს. მაგრამ ადვოკატებმა 6 ივლისს განაცხადეს, რომ მანაფორტისთვის... Читать дальше...

რუსეთი აშშ-ის პროდუქტებზე გადასახადს ზრდის, ვაშინგტონის ნაბიჯების პასუხად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ამბობს, რომ აშშ-ის გარკვეულ პროდუქტებს უწესებს დამატებით საიმპორტო გადასახადს, აშშ-ის იმ ნაბიჯების პასუხად, რომლითაც უცხოურ ფოლადს და ალუმინს გადასახადები დაუწესდა. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ 6 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი დამატებით გადასახადს დაუწესებს აშშ-ის იმ პროდუქციას, რომელსაც რუსეთში წარმოებული შემცვლელი მოეძებნება. ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, მაქსიმ ორეშკინმა თქვა, რომ გადასახადები 25-დან 40 პროცენტის ფარგლებში იქნება და დაუწესდება საგზაო მშენებლობის გარკვეულ მოწყობილობას... Читать дальше...

რუსეთი აშშ-ის პროდუქტებზე გადასახადს უმატებს, ვაშინგტონის ნაბიჯების პასუხად

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი ამბობს, რომ აშშ-ის გარკვეულ პროდუქტებს უწესებს დამატებით საიმპორტო გადასახადს, აშშ-ის იმ ნაბიჯების პასუხად, რომლითაც უცხოურ ფოლადს და ალუმინს გადასახადები დაუწესდა. რუსეთის ეკონომიკის სამინისტრომ 6 ივლისს განაცხადა, რომ მოსკოვი დამატებით გადასახადს დაუწესებს აშშ-ის იმ პროდუქციას, რომელსაც რუსეთში წარმოებული შემცვლელი მოეძებნება. ეკონომიკის განვითარების მინისტრმა, მაქსიმ ორეშკინმა თქვა, რომ გადასახადები 25-დან 40 პროცენტის ფარგლებში იქნება და დაუწესდება საგზაო მშენებლობის გარკვეულ მოწყობილობას... Читать дальше...

როდესაც სტიქია ხდება, მაშინ კი არ უნდა იფიქროთ, წინასწარ უნდა განსაზღვროთ როგორ დავაღწიოთ თავი – ილია მეორე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სვანეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას სამეცნიერო ცენტრი, რომელიც გარდაუვალ სტიქიურ მოვლენებს კონტროლს გაუწევს. ილია მეორე ფიქრობს, რომ ხელისუფლება და მეცნიერები ყველაფერს გააკეთებენ ასეთი მოვლენების დასაძლევად. “დღეს არის მძიმე დღე, თქვენ იცით სვანეთში წყალდიდობა მოხდა, წაიღო 6 ხიდი, 3 სახლი. მადლობა ღმერთს, რომ მსხვერპლი არ […]

ფხენიანი აკრიტიკებს აშშ-ს, მას შემდეგ რაც პომპეომ მოლაპარაკებებს "პროდუქტიული" უწოდა

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთმა კორეამ გააკრიტიკა აშშ-ის მისი თქმით "დასანანი" მიდგომა მოლაპარაკებებში, რომელიც ატომური იარაღისგან გათავისუფლებას ეხებოდა და რომელშიც მონაწილეობდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო. ჩრდილოეთი კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 7 ივლისს გავრცელებული განცხადება მოჰყვა პომპეოს სიტყვებს, რომ ფხენიანში გამართული ორდღიანი მოლაპარაკება "პროდუქტიული" იყო. პომპეო აცხადებდა, რომ ჩრდილოეთი კორეის წარმომადგენლებთან საუბარმა "ნდობის ატმოსფეროში" ჩაიარა და გარკვეულ სფეროებში "დიდი პროგრესი" იქნა მიღწეული. Читать дальше...

მომდევნო ორ დღეში მესტია-ჭუბერის ტერიტორიაზე ნალექი შესუსტდება

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგნეტოს გეოლოგები და ჰიდროლოგები ამ დრომდე სტიქიის ზონაში რჩებიან, სპეციალისტების განმარტებით მიუხედავად იმისა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ნენსკრას ხეობაში ადგილი ჰქონდა უხვი ნალექის მოსვლას სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარის სხვადასხვა წერტილზე გაზომვები განახორციელეს და მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მდინარის დონე ამ დროისათვის დაწეულია […]

მოგერინი: მოლაპარაკება გაგრძელდება ირანთან ბირთვული ხელშეკრულების გადასარჩენად

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ფედერიკა მოგერინის განცხადებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები და ირანი შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებას, მათ შორის ეკონომიკურ ზომებზე, იმ მიზნით, რომ გადაარჩინონ თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულება. ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და წამყვანმა დიპლომატებმა 6 ივლისს ვენაში გამართეს მოლაპარაკება თავიანთ ირანელ კოლეგასთან, მოჰამად ჯავად ზარიფთან, პირველად მას შემდეგ... Читать дальше...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: კრეისერ "ავრორაზე" აღდგა მართლმადიდებლური ტაძარი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ კრეისერ "ავრორაზე" აღდგა მართლმადიდებლური სახომალდო ტაძარი, რომელიც 1917 წელს გაუქმდა. სამინისტროს ცნობით, ტაძარი აღადგინეს საარქივო ფოტოების და ნახაზების მიხედვით და ის ხომალდის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, ხატები განლაგებულია გასაშლელ კანკელზე, ტაძარში მოთავსებულია მსახურებისთვის საჭირო ნივთები. "საეკლესიო დღესასწაულებზე და დასვენების დღეებში კრეისერზე ჩატარდება ღვთისმსახურება და ლიტურგიები" - იუწყება სამინისტრო. ამავე წყაროს ცნობით, 1903 წელს სანკტ-პეტერბურგში აგებული... Читать дальше...

ირანში რვა პირი დასაჯეს სიკვდილით, 2017 წელს თეირანში მომხდარი თავდასხმების გამო

Radiotavisupleba.ge 

ირანი აცხადებს, რომ სიკვდილით დასაჯა რვა პირი, რომლებიც ბრალდებულად იქნენ ცნობილი 2017 წელს, თეირანში, ექსტრემისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მიერ განხორციელებულ ორ თავდასხმაში, პარლამენტზე და ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის, აიათოლა ხომეინის საკურთხეველზე. ირანის სასამართლო აცხადებს, რომ რვა მამაკაცი თანამშრომლობდა მათთან, ვინც უშუალოდ განახორციელა სისხლიანი თავდასხმები და მათ ირაღს და ფინანსებს აწვდიდა. 2017 წლის 7 ივნისს თავდასხმებს ემსხვერპლა სულ მცირე 17 ადამიანი, დაიჭრა 40-ზე მეტი. Читать дальше...

ფაშინიანი: სარგსიანთა ოჯახი არ არის სომხეთის სამართალდამცავების სამიზნე

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ ქვეყნის სამართალდამცავების სამიზნე არ არის რომელიმე კონკრეტული ოჯახი - მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა რამდენიმე ფართოდ გახმაურებული ნაბიჯი გადადგეს ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ახლო ნათესავების წინააღმდეგ. ფაშინიანმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს 6 ივლისს უთხრა, რომ სარგსიანის ოჯახის წევრების წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სამართლებრივ საფუძველზე და მათ პოლიტიკური ბუნება არ აქვთ. "ჩვენ ვინმეს ოჯახს, ან კონკრეტულ პირს არ ვდევნით. Читать дальше...

გერმანიის ოფიციალური პირები და ტრამპი ერთმანეთს აკრიტიკებენ ნატოს სამიტის წინ

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ოფიციალური პირები მწვავედ აკრიტიკებენ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, მომავალ კვირაში დანიშნული ნატოს სამიტის წინ, იმ ფონზე, როცა ტრამპი აცხადებს, რომ ეცდება გერმანია და ევროპის სხვა ქვეყნები დაითანხმოს დააკმაყოფილონ ნატოს ხარჯთა სტანდარტები. გერმანიის წარმომადგენლებმა ღია კრიტიკა გამოხატეს მედიაში 6 ივლისს გამოქვეყნებულ ინტერვიუებში, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც ტრამპმა საკუთარ მომხრეებს განუცხადა, რომ ამერიკელები "სულელები" არიან, რადგან ნატოს და გერმანიის ხარჯების დიდ წილსაც იხდიდნენ. Читать дальше...

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“: საჯარო უწყებებმა 4 წელიწადში PR-ში 100 მილიონამდე ლარი დახარჯეს

Radiotavisupleba.ge 

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის აქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში. ყველაზე მეტი 2016 წელს დაიხარჯა, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. კვლევის თანახმად, 2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: “ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია”... Читать дальше...

ქუთაისში, ახლადგარემონტებულ სკოლაში, ჭერი ჩამოინგრა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის მეორე საჯარო სკოლაში, რომლის სარემონტო სამუშაოებიც ცოტა ხნის წინ დასრულდა, ჭერი ჩამოინგრა. ჩამონგრევის შემდეგ არავინ დაშავებულა, ვინაიდან სკოლაში სასწავლო პროცესი არდადეგების გამო არ არის და ჩამონგრევის დროს შენობაში არავინ იმყოფებოდა.

Спорт в России и мире
Москва

Сотрудник ОМОН «Крепость» стал бронзовым призером на соревнованиях Центрального округа Росгвардии по боксу


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Новак Джокович в пятый раз получил спортивный «Оскар» как атлет года


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Мокрый фасад: как сделать отделку по технологии СФТК





Путин в России и мире
Москва

Киркоров и Пелагея спели для амурчан-бамовцев в Москве


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске открывается ВНС: что будет




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Проводивший панихиду по Навальному* священник запрещен в служении



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Билли Айлиш

В Fortnite добавят Билли Айлиш, Снуп Дога и скины Metallica



Москва

Суд наложил арест на активы и счета экс-замминистра обороны Иванова и его семьи

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net