Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
World News in Georgian
Июль
2018

Новости за 14.07.2018

საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ახალი მთავრობის შემადგენლობა

Radiotavisupleba.ge 

მრავალსაათიანი განხილვის შემდეგ საქართველოს პარლამენტმა 101 ხმით დაამტკიცა ახალი მთავრობა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უხელმძღვანელებს. მან ახალი მთავრობის პრიორიტეტებად დაასახელა ქვეყნის გამთლიანება, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, სიღარიბის დაძლევა და განათლების სექტორის ძირეული რეფორმა. მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები 5 ივლისს დამტკიცდა. ცვლილებების მიხედვით, 14-დან 11-მდე მცირდება სამინისტროების რაოდენობა. ამ გადაწყვეტილებას მთავრობა ხსნის მცირე მთავრობის კონცეფციით, რომლის... Читать дальше...

რუსთაველი აქტივისტები გარემოსდაცვით კამპანიას იწყებენ

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში საწარმოების მიერ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტები აქტიურ გარემოსდაცვით კამპანიას იწყებენ.

ორი პალესტინელი ყმაწვილი დაიღუპა ისრაელის საავიაციო იერიშის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ორი პალესტინელი ყმაწვილი დაიღუპა 14 ივლისს, ისრაელის ავიაციის მიერ ღაზის სექტორშ განხორცილებული იერიშების შედეგად. 15-16 წლის ორი პალესტინელი ყმაწვილი დაიღუპა ღაზის სექტორში მდებარე, ერთ-ერთ ცარიელ შენობათან საავიაციო ბომბის ჩამოვარნდის შედეგად. ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, იერიში მოჰყვა ექსტრემისტული დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გატყორცნას. 14 ივლისის საავიაციო იერიშის სამიზეს, ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით, წარმოადგენდა ექტემისტების სამალავები, ლოგისტიკური ცენტრები და შტაბები.



ბრიტანეთის პოლიცია ირწმუნება, რომ მიაგნო „ნოვიჩოკის“ წყაროს

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის ანტიტერორისტული პოლიციის თანახმად, მათ მიაგნეს ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ კვალს, რომლითაც ქალაქ ემსბერიში ორი ადამიანი მოიწამლა. ერთ-ერთი მსხვერპლის, ჩარლი როულის სახლში, პოლიციამ 13 ივლისის საღამოს მიაგნო პატარა ბოთლს, რომელშიც აღმოჩნდა საბჭოთა კავშირის დროს შემქნილი სამხედრო დანიშნულების ნერვული მომქედების მომწამვლელი ნივთიერება. ბოთლში სიცოცხლისათვის სახიფათო ქიმიური ნივთიერების არსებობა, გავრცელებული ცნობით, დაადასტურეს მეცნიერებმაც. პოლიციის თქმით, ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება იმის დასადგენად... Читать дальше...

ბელგიის ნაკრები მესამე ადგილს დაეუფლა

Radiotavisupleba.ge 

ბელგიის ნაკრებმა ანგარიშით 2-0 დაამარცხა ინგლისის საფეხბურთო ნაკრები და ისტორიაში პირველად დაეუფლა ბრინჯაოს მედლებს. გამარჯვების გოლები გაიტანეს თომას მენიემ და ედენ ჰაზრადმა. 15 ივლისს მოსკოვის ლუჟნიკების სტადიონზე გაიმართება ფეხბურთში მსოფლიო 21-ე ჩემპიონატის ფინალური შეხვედრა საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის.

უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს „წინასაარჩევნო სტრესი“ აქვს

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და „წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ ყოფნით“ ახსნა მარგველაშვილის მიერ მმართველი პარტიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.„სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია... Читать дальше...

უმრავლესობამ „წინასაარჩევნო სტრესით“ ახსნა საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა და „წინასაარჩევნო სტრესის ქვეშ ყოფნით“ ახსნა მარგველაშვილის მიერ მმართველი პარტიის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.„სინამდვილეში პოლიტიკური კურიოზია ის, რომ ამ თემაზე თვითონ მარგველაშვილი ლაპარაკობს. ჩვენ არაერთი ღირსეული კანდიდატი გვყავს, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ ნებისმიერი, რომელიც იქნება უალტერნატივო და სწორედ ეს უალტერნატივობა აშინებს პრეზიდენტს, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია... Читать дальше...

ბინაში, სადაც 20 წლის ახალგაზრდა სცემეს პოლიციელები იყვნენ და ფაქტი დამალეს -შსს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter 20 წლის კოკა კობალაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, უწყების ინფორმაციით, დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის თანამშრომლები იმყოფებოდნენ და ფაქტი დამალეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოქალაქე ა.კობალაძის საცხოვრებელ სახლში მომხდარ ინციდენტში სამართალდამცველთა შესაძლო მონაწილეობის ფაქტის შესწავლა მიღებული შეტყობინებისთანავე, ინტენსიურ რეჟიმში დაიწყო. Читать дальше...



133-მდე გაიზარდა პაკისტანში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი

Radiotavisupleba.ge 

133-მდე გაიზრადა პაკისტანში 13 ივლისს მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. დაჭრილია 230-ზე მეტი ადამიანი. დაღუპულთა შორის არის დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატი, სირაჯ რაისანი. სისხლიანი თავდასხმა ბელუჯისტანის დედაქალაქ კვეტაში მოაწყო თვითმკვლელმა მოიერიშემ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ექსტრემისტულმა ორგანიზაცია „ისლამურმა სახელმწიფომ“. ქვეყანაში მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ტერაქტის ფონია პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კორუფციაში მსჯავრდებული, ნავაზ შარიფის დაბრუნება და... Читать дальше...

გიორგი გახარია: კობალაძის ცემისთვის პოლიციელები დაისაჯნენ

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, 20 წლის კოკა კობალაძის ცემის გამო სამსახურიდან დაითხოვეს პოლიციის ოთხი თანამშრომელი. გენერალური ინსპექციის მოკვლევის საფუძველზე დადგინდა, რომ კოკა კობალაძესთან სახლში მართლაც იყვნენ პოლიციელები. კობალაძე რამდენიმე დღის წინ ღუდუშაურის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ შეიყვანა. მას სახეზე ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებოდა და აცხადებდა, რომ ის პოლიციელებმა სცემეს. „კობალაძესთან მართლაც იმყოფებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის პოლიციის ორი თანამშრომელი, რომლებმაც ამ ვიზიტის ფაქტი დამალეს. Читать дальше...

თეთრი სახლი აცხადებს, რომ ტრამპ-პუტინის შეხვედრა არ ჩაიშლება

Radiotavisupleba.ge 

თეთრმა სახლმა უარი თქვა რამდენიმე წამყვანი ამერიკელი კონგრესმენის მოწოდებაზე, გაუქმედეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების დაგეგმილი სამიტი ამერიკელი პროკურორების მიერ გამოქვეყნებული ბრალდების შემდეგ, რომელშიც პირველად არის დადანაშაულებული რუსეთის ხელისუფლება 2016 წლის პრეზიდენტის არჩევნებში პირდაპირი ჩარევისათვის. 13 ივლისს აშშ-ის გენერელური პროკურორის მოადგილემ ბრალი დასდო რუსეთის სამხედრო დაზვრევის 12 ოფიცერს, რომლებმაც გამოძიების თანახმად, მოიპარეს და გაასაჯაროვეს ათასობით დოკუმენტი და იმეილი, რამაც... Читать дальше...

მარგველაშვილმა მმართველი პარტია გააკრიტიკა საპრეზიდენტო კანდიდატის ვერდასახელებისათვის

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკური კურიოზი უწოდა იმას, რომ მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატს ვერ ასახელებს. ამასთან თავად მარგველაშვილს არ აქვს კონკრეტული პასუხი შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ის გაერთიანდეს დავით უსუფაშვილთან, ირაკლი ალასანიასთან ან გიორგი კვირიკაშვილთან. მარგველაშვილის თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა პოლიტიკურ კურიოზამდე პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ თავისივე ნეგატიური დამოკიდებულების გამო მივიდა. „კანდიდატს ვერ არჩევენ, რადგან მას ძალიან ბევრ კითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. Читать дальше...

11 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ექსტრემისტების თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 11 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, სამხედროების საგუშაგოზე მომხდარი თავდასხმის შედეგად. პროვინცია ფარას ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, კიდევ ოთხი ჯარისკაცი დაიჭრა. ბრძოლის დროს სამხედროებმა მოკლეს 9 თავდამსხმელი, 13-ი - დაჭრილია. დღესვე ჰელმანდის პროვინციაში პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ დანაღმული ავტომობილის პოლიციის საგუშაგოსთან აფეთქების შედეგად. თავდასხმებზე უმალ პასუხისმგებლობა არავის აუღია. მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია... Читать дальше...

ადიდებულმა რიონმა სოფელი ღები გარესამყაროს მოწყვიტა

Radiotavisupleba.ge 

რაჭაში სტიქიაა - ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა მდინარე რიონმა რაჭაში, ონის რაიონში სოფელ ღებისა და პატარა ღების დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია დაახლოებით 50-60 ოჯახი. როგორც პრეზიდენტის რწმუნებულმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, ელოდებიან წყლის დონის დაკლებას, რომ აღდგენითი სამუშაოები დაიწყონ. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა. არჩილ ჯაფარიძის თქმით, ადიდებულია მდინარე ლუხუნიც, ამბროლაურის რაიონში, რის გამოც ჩაკეტილი იყო წესი-ურავის გზის მონაკვეთი.

10 საუკეთესო ფილმი ფეხბურთზე

Radiotavisupleba.ge 

ვფიქრობ, რომ დეპრესიისგან თავის დასახსნელად ფეხბურთის მოყვარულებმა კარგი კინო უნდა დაიხმარონ. „ლიტერატურისა და ეროსის შემდეგ ფეხბურთი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, უთქვამს თურმე პიერ-პაოლო პაზოლინის.

სოხუმში შექმნეს საკუთარი "შავი სია"

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის „ომის ვეტერანთა ორგანიზაციამ“ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე საპასუხოდ სოხუმის პარლამენტს „ხიშბა-სიგუას სიის“ მიღება შესთავაზა. ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ თანახმად, სიაში 26 ადამიანი მოხვდა. მათ შორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრები - ბაჩო ახალაია, დავით კეზერაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილი, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსი ზაზა გოგავა და სხვა პირები. Читать дальше...

პარლამენტში ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადება მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ამ წუთებში ახალი მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესი გრძელდება. დეპუტატებს 50-წუთიანი სიტყვით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და სამთავრობო პროგრამის -  „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ - ძირითადი აქცენტები მიმოიხილა. პროცესი ამ წუთებში კითხვა-პასუხის რეჟიმში გრძელდება. მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა კი, რომელსაც პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს, ასეთია: პრემიერ-მინისტრი - მამუკა ბახტაძე; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ... Читать дальше...

პოლიციამ მარნეულში საქონლის ქურდობაში ბრალდებული პირი დააკავა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი ლ.მ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები... Читать дальше...

გარემოს დაცვის სააგენტო ჭუბერის სტიქიაზე ანგარიშს აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოამზადებს ანგარიში, რომელშიც ჭუბერის თემში, მდინარე ნენსკრის აუზში სტიქიური მოვლენების გამომწვევ მიზეზებზეა ლაპარაკი. უხვი ატმოსფერული ნალექი; მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის ფონზე თოვლისა და მყინვართა დნობის აქტიური პროცესი; ჭარბნალექიანობის გამო მეწყრულ-გრავიტაციული უბნებისა და ღვარცოფული წყალსადინარების გააქტიურება მდინარე ოკრილის ხეობაში. გარემოს დაცვის სააგენტო წერს, რომ ოკრილის დინების ქვედა წელიდან ნენსკრის შესართავამდე ღვარცოფულმა ნაკადებმა... Читать дальше...

ბავშვთა მიმართ ძალადობა - ოჯახში, სკოლაში, მედიასა და საზოგადოებაში

Radiotavisupleba.ge 

„საქართველოში 2-დან 14 წლამდე ბავშვების 20%-ზე მეტს ფიზიკურად სცემენ და ამას უმეტესად მამები აკეთებენ“, - ვკითხულობთ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამოკვლევაში.

Спорт в России и мире
Москва

RU.TV превращает Русскую Музыкальную Премию в Мюзикл


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Новак Джокович

Новак Джокович в пятый раз получил спортивный «Оскар» как атлет года


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24





Путин в России и мире
Москва

Транспортный коридор «Север-Юг» станет катализатором социального и экономического развития стран Евразии и глобального Юга


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко: на территории Польши и Прибалтики готовят атаки на восток




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Ru24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

Во Франции назвали бредом слова Зеленского про угрозу Путина Европе


Навальный в России и мире
Москва

Священнику, отпевавшего Навального, запретили носить рясу и крест



Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Ивлеева

Блогера Ивлееву оштрафовали на 50 тыс рублей за дискредитацию российской армии



Москва

Песков поделился планами Путина на майские праздники

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net