ქართველი მოჭიდავეები დღეს ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ
ავთანდილ კენჭაძის მეტოქე რუსი ზაურბეკ სიდაკოვი იქნება. გენო პეტრიაშვილი ჩინელ ჟივეი დენგს დაუპირისპირდება, ხოლო ბექა ლომთაძე - მონღოლ ტუვშინტულგა ტუმენბილეგს.
დღესვე, ფინალური ბლოკის დაწყებამდე, დილიდან ჩაებმებიან საქმეში 57, 65, 79 და 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე სპორტსმენები. წინასწარი ეტაპის შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ხოლო ნახევარფინალები - 19:45-დან შედგება. საქართველოს ნაკრების წევრთაგან საქმეში ჩაებნენ ოთარ გოგავა (57 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), დავით ხუციშვილი (79 კგ) და დავით მარსაგიშვილი (92 კგ).
