"ბორჯღალოსნები" მოედნიდან დაუჭერენ მხარს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას
საქართველოს სარაგბო ნაკრები ივლისში გასამართ ტესტ-მატჩებს ჩაატარებს მაისურით, რომელზეც დატანილია წარწერა UN Women. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი ფორმით ბორჯღალოსნები მხარდაჭერას უცხადებენ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას. საქართველოს რაგბის კავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ერთობლივი ინიციატივის შესახებ დღეს ისაუბრეს, გაეროს სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძეც დაესწრო. Читать дальше...
