პარიზში დღეს კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისთვის ეიფელის კოშკი. საფრანგეთის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.
კოშკის ადმინისტრაციამ სტუმრებისთვის დროებითი შეზღუდვა დააწესა. დამთვალიერებლებს უნდა ეკეთოთ პირბადეები და უნდა დაიცვან დისტანცია. გარდა ამისა, ჯერჯერობით არ იმუშავებს ლიფტები, კოშკიდან გადმოსახედ მოედანზე ასვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი აღმოსავლეთ საყრდენის მეშვეობით.
კოშკის დასათვალიერებლად გაიხსნა მხოლოდ პირველი და მეორე იარუსი - 674 საფეხური. Читать дальше...