რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ 24 ივნისისათვის მოსკოვში დაგეგმილ სამხედრო აღლუმს დაესწრებიან გაეროს 7 წევრი სახელმწიფოს - ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, სერბეთის, ტაჯიკეთისა და უზბეკეთის პრეზიდენტები.
კრემლის წარმომადგენლის თქმით, მოსკოვში ასევე ჩავლენ დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტები. საქართველოს სეპარატისტული რეგიონები 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოსთან ხუთდღიანი ომის შემდეგ, რუსეთმა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად ცნო.
მაგრამ მსოფლიო თანამეგობრობა მათ საქართველოს ნაწილად მიიჩნევს. Читать дальше...