23 ივნისის საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან დასრულდა
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია 23 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი მსვლელობით დასრულდა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციები პერმანენტული იქნება და გაგრძელდება მანამ, სანამ მათი ყველა მოთხოვნა არ დასრულდება. პარლამენტის წინ მრავალათასიანი აქციის მონაწილეების მოთხოვნებია - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, შემდეგი არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით, გაათავისუფლონ 20-21 ივნისის ღამეს დაკავებულები და დაისაჯონ ის პოლიციელები, რომლებმაც დარბევისას ძალას გადაამეტეს. Читать дальше...