პოროშენკომ მიიღო ზელენსკის წინადადება, საარჩევნო დებატები გაიმართოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მიიღო თავისი მეტოქის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინადადება, საარჩევნო დებატები გაიმართოს კიევის ოლიმპიურ სტადიონზე. მაგრამ ჯერჯერობით არ არის გარკვეული დებატების თარიღი. დღეს სტადიონზე შეხვედრისას პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დებატები შედგება 14 აპრილს, 14 საათსა და 14 წუთზე. „როგორც ბატონმა ზელენსკიმ თქვა, უნდა იყოს სტადიონი. ჰოდა იყოს სტადიონი. აქ დაგელოდებით,“ დასძინა მან. „ეს იდეა, რომ სტადიონზე დავპირისპირებოდით ერთმანეთს, ჩემი არაა... Читать дальше...