"რესპუბლიკელები" მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვას ითხოვენ
პრემიერმინისტრს დღეს საკუთარი კაბინეტის წევრ რესპუბლიკელ მინისტრზე განაწყენება არ დაუმალავს. გიორგი კვირიკაშვილმა ზაქარეიშვილის პოზიცია ღიად გააკრიტიკა და ქართული ოცნების შესახებ მისი განცხადება ნაჩქარევად და არაობიექტურად შეაფასა.
პრემიერის გაღიზიანების საფუძველი ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით მეჭიაურის პოზიციაზე ზაქარეიშვილის განცხადება იყო, სადაც მან მმართველ გუნდი დუმილის გამო გააკრიტიკა.
რესპუბლიკელები მეჭიაურის პარტიიდან გარიცხვას ითხოვენ, თუმცა მმართველი გუნდი რესპუბლიკელებს საკადრო პოლიტიკით საკუთარ პარტიაში დაკავებისკენაც მოუწოდებს და ხმაურიანი განცხადებები წინასაარჩევნო პერიოდს დაუკავშირეს.
როდის გაფორმდება ოფიციალურად რესპუბლიკური პარტიის ოპოზიციაში გადასვლა, ჯერჯერობით უცნობი რჩება. პარტიაში რესპუბლიკელი მინისტრების თანამდებობიდან წასვლის თარიღს ისევ არ ასახელებენ და აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების მოლოდინში იმყოფებიან.
ავტორი: ანა წერეთელი.