"ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს,"- გიორგი ვაშაძე
იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამავე აზრს იზიარებს სამოქალაქო სექტორის ნაწილიც. განსხვავებული დამოკიდებულება აქვს მომხდართან დაკავშირებით მმართველ კოალიციას.
“სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ხდება ერთი ადამიანი ყველა ქვეყნიდან, 40 მილიონიანი ქვეყნებიდანაც და 5 მილიონიანი ქვეყნებიდანაც, ვიღაცა წავა ვიღაცა ვერ წავა და არ არის საჭირო იმის გამო, რომ თუ შენ არ შეგარჩიეს მაინც და მაინც 5 მილიონში, სამყაროს დასასრულად გამოაცხადო ეს დღე და ბრძოლა გამოუცხადო საკუთარ ქვეყანას. მე ყველაზე მეტად უღირს საქციელად ეს მიმაჩნია,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლება ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს.
“დღეს ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა ბინძურ მეთოდს მიმართავს იმისთვის, რომ ხელისუფლება შეინარჩუნოს და იმისთვის, რომ ზეწოლა ჰქონდეს სასამართლოზეც, პარლამენტზეც და აბსოლუტურად ყველა ადამიანზე. იმედი მაქვს ოქტომბერში საბოლოოდ გავისტუმრებთ მათ და აუცილებლად დავივიწყებთ ამ საშინელს წარსულს, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი