155 შეწყალებულიდან 105-მა საპატიმროები უკვე დატოვა
დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოქვეყნდა. პრეზიდენტმა 155 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან 105-მა საპატიმროები დღესვე დატოვა. დანარჩენ 50-ს სასჯელი შეუმცირდა. 105 მსჯავრდებულიდან 8 ქალია.
შეწყალება არ შეეხო განზრახ ჩადენილ დანაშაულს.