"მაინც ქალი ჰქვია და არ მინდა ისე ვუპასუხო როგორც ღირსია," - აკაკი ბობოხიძე წულუკიანს პასუხობს
აკაკი ბობოხიძე მის განცხადებაზე თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ პასუხს გამოეხმაურა. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი სახლის მშენებლობის დროს კიდევ ერთხელ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ცხრა თვის ხელფასი სოფელ ჯიხაიშში მშენებლობაზე დასაქმებულ მუშებს არ მიუღიათ და თეა წულუკიანს მოუწოდა, რომ ამ საკითხით აქტიურად უნდა დაინტერესდეს როგორც იუსტიციის სამინისტრო ასევე მთლიანად მთავრობა.
„მერიდება და იმ ტონის შესაბამისად მაინც ქალი ჰქვია და არ მინდა ისე ვუპასუხო როგორც ღირსია მაგრამ ვეცდები რამენაირად კორექტული ვიყო. რა ქნას მუშამ, რომელმაც მეორე სემესტრში შვილი ვერ გაუშვა სკოლაში იმიტომ, რომ მისთვის ჩასაცმელი და ფეხსაცმელი არ ჰქონდა. მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ დეკემბრის თვეში დამიკავშირდა მე ეს ხალხი და მთხოვა ამ თემის გაჟღერება. თურმე ქალბატონი წულუკიანი მეტრაბახება იმით, რომ 4 თვეში დასამთავრებელი ისეთ ფირმაც მისცა ასაშენებლად, რომ 9 თვეში ვერ დამთავრდა. ჩაბრძანდით ბატონო ჯიხაისში და ის ხალხი ნახეთ რომელსაც 4 თვეში დასამთავრებელ სამუშაო 9 თვე გაეწელათ და დღესაც ხელფასი არ მიუღიათ. ეს არის თქვენი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ,“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.