ახალი ბრალდებები - ნანა კაკაბაძე ალეკო ელისაშვილს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
ეკა ბესელიას გარდა, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებებით ნანა კაკაბაძე გამოდის. ის ელისაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზად არის.
ნანა კაკაბაძე ელისაშვილს კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს. კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ შეწყალების კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ მძიმე დანაშაულებებში მსჯავრდებულები კონკრეტული დაინტერესების სანაცვლოდ შეიწყალა.
კაკაბაძე მიიჩნევს, რომ ელისაშვილი წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელების ინტერესებს ემსახურება, რაც მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიიდან მანანა კობახიძისა და ეკა ბესელიას ამოღებას, მანამდე კი მათი რეპუტაციის შელახვას ითვალისწინებს. რესპუბლიკურ პარტიაში ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.
ბრალდებებს უარყოფს ალეკო ელისაშვილიც. შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ე.წ. პოლიტპატიმრების სიის ავტორების მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
ავტორები: ეკო მაღრაძე, მამუკა ჯინჭარაძე, თამარ შალოშვილი.