ვარშავის სამიტის წინ ნატო საქართველოს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს
ვარშავის სამიტის წინ ნატო საქართველოს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, განცხადება ამის შესახებ ბრიუსელში ნატო–საქართველოს კომისიის სხდომაზე გაკეთდა. მიხეილ ჯანელიძემ ალიანსის გენერალური მდივნის პირველ მოადგილესთან, ალექსანდრე ვერშბოუსთან გამართა მოლაპარაკება, რის შემდეგაც კომისიის სხდომას დაესწრო. საუბრის მთავარი თემა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის მიმდინარეობა იყო. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებსა და იმ რეფორმებზეც იმსჯელეს, რომლებსაც საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე ახორციელებს.
“ იქნა აბსოლუტურად ყველა წევრის მხრიდან ძალიან ხაზგასმით აღნიშნული, რომ საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს რეფორმების მიმართულებით. გამოიხატა კიდევ ერთხელ მათი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და სუვერენიტეტისადმი. ვარშავის სამიტთან დაკავშირებით გამოიხატა სრული მხარდაჭერა, რომ გაიზარდოს პრაქტიკული თანამშრომლობა ჩვენი თავდაცვის უნარიანობის გაზრდისთვის და მაქსიმალურად დაფიქსირდეს, პროგრესი ჩვენი წევრობისადმი“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.