ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერს საცხოვრებელი ფართის მიღების მიზნით გარიგებაში ადანაშაულებენ
თბილისის ერთ–ერთი უბნის მოსახლეობა დავით ნარმანიას წინააღმდეგ – ალექსიძის ქუჩის მცხოვრებლები სარეკრეაციო ზონისა და სამანქანო გზის ადგილზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ.
მათი მტკიცებით, უკანონო ნებართვა დავით ნარმანიამ საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ გასცა.
რეფორმირების ცენტრის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მშნებლობის ნებართვების მიღება მერიაში უკანონო გარიგების საფუძველზე ხდება.
ალექსიძის პირველ ნომერში თავდაპირველად მცირე ზომის 7-სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმებოდა, შემდეგ დროებითი ნებართვის საფუძველზე კოეფიციენტი გაიზარდა, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
ქალაქის გენერალური გეგმის არარსებობის გამო უკანონო მშენებლობების წინააღმდეგ გამრეკელის, ნუცუბიძის, გურიელის და ნადარეიშვილის ქუჩის მოასახლეობაც იბრძვის. მათ სარჩელით სასამათლოსაც მიმართეს თუმცა მაღალსართულიანი კორპუსის მსენებლობის შეჩერება ვერ მოახერხეს.
პრემიერ-მინისტრმა დედაქალაქის მერს უკანონო მშენებლობების პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტული გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდა.
ავტორები: მარიკა გოცირიძე, თემურ ვარაზანაშვილი