ჩვენ მივიღეთ შოთაძის პროკურატურა და მურუსიძის სასამართლო - ალექსი პეტრიაშვილი
საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში შესული პოლიტიკური დევნის, მედიასა და სასამართლო თავისუფლების და ადამიანის უფლებების დარღვევებზე არსებული ჩანაწერი თავისუფალი დემოკრატების გენერალური მდივნის, ალექსი პეტრიაშვილის, შეფასებით, "ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე".
ამის შესახებ განცხადება პეტრიაშვილმა კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა და ხელისუფლებას მოუწოდა, არსებული ანგარიშებიდან შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს.
„ეს არის სერიოზული ჩავარდნა. დღეს პროკურატურა პოლიტიზირებულია, სასამართლოზე ხორციელდება ზეწოლა. ჩვენ მივიღეთ შოთაძის პროკურატურა და მურუსიძის სასამართლო. სამწუხაროა, რომ ეს ხდება 21-ე საუკუნის საქართველოში 2012 წლის არჩევნების დაპირებების შემდეგ,“ - აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.
თავისუფალი დემოკრატების გენერალურ მდივანს ახალი პრემიერის იმედი აქვს და ამბობს, რომ "მისი პოლიტიკა არ გაქვს წინამორბედის, ირაკლი ღარიბაშვილის, აგრესიულ პოლიტიკას". ამიტომ ის იმედოვნებს, რომ ამას გაიზიარებს მმართველი გუნდიც და არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩაივლის.