საქართველოში "ლიდერთა აკადემია" იხსნება
სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრი ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან ერთად ლიდერთა აკადემიას ხსნის. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან ცნობილი პროფესორები და მკვლევარები.
სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას განცხადებით, ლიდერთა აკადემია კერძო სექტორისთვის ტრენინგების ჩატარებას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია დემოკრატიის შენების კუთხით.
საღამოს კი ლიდერთა ფორუმის ფარგლებში დებატები სახელწოდებით დემოკრატიის ძიებაში გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერმინისტრიც დაესწრებიან.