"საქართველომ უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება,"- იან კელი
ამერიკის ელჩი საქართველო-გაზპრომის მოლაპარაკებების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. იან კელი ფიქრობს, რომ საქართველო არ უნდა იყოს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე.
"ჩვენ გამოვხატეთ შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დამოკიდებული ენერგიის ერთ წყაროზე, მან უნდა შეინარჩუნოს ენერგორესურსების დივერსიფიცირება. ჩვენ კმაყოფილი ვართ მათი (მთავრობის წევრების) განმარტებით. ვფიქრობ, საქართველო განიცდის ენერგორესურსების მოკლევადიან საჭიროებას, ამიტომაც საჭიროა ისაუბრო პოტენციურ ენერგომომწოდებლებთან", - განაცხადა იან კელიმ, რომლის განმარტებითაც, "მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა რაც შეიძლება გამჭვირვალე იყოს თავის ენერგოპოლიტიკასთან დაკავშირებით", - აცხადებს იან კელი.