ამერიკის ელჩი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
ამერიკის ელჩი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო შეშფოთებას გამოთქვამს. განცხადება იან კელიმ ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა. კელი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყნის მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევებს რომლიც მის წინაშე დგას.
"შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირების გამო. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა აცნობიერებს იმ გამოწვევას, რაც ამ საკითხს ახლავს,"- აცხადებს ამერიკელი დიპლომატი იან კელი.