თბილისში სწრაფი კვების ობიექტი დააყაჩაღეს
საშაურმე დააყაჩაღეს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ორი ნიღბიანი პირი სწრაფი კვების ობიექტში ღამით, იარაღის მუქარით შეიჭრა და სალაროდან ათას ლარამდე თანხა წაიღო.
შემთხვევის დროს საშაურმეში სამი თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა მათ დაცვის პოლიციის გამოძახება ვერ მოასწრეს და თავდამსხმელებმა მიმალვა მოახერხეს.
გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც.