კახეთში 35 წლის მამაკაცი მოკლეს
კახეთში 35 წლის მამაკაცი მოკლეს. კურიერის ინფორმაციით ვაჟა დურგლიშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. როგორც ცნობილია შემთხვევა დურგლიშვილის მეგობრის სახლში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურში მოხდა.
რა გახდა მამაკაცის მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია. როგორს შსს-ში რუსთავი 2-თან საუბრისას განაცხადეს, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზეა აღძრული. უწყების ინფორმაციით დადგენილია სავარაუდო ბრალებულის ვინაობა და მიმდინარეოს ოპერატიულ-სამძებრო ღპონისძიებები მის დასაკავებლად.