ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართებაში ისევ გაუფასურდა
საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში გაუფასურდა.
ეროვნულმა ბანკმა 15 იანვრის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მონაცემების მიხედვით, ხვალიდან ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.4254 ლარი იქნება. დღეს კი მისი შეძენა 2.4158 რლარად არის შესაძლებელი.
ლარის ოფიცალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.
ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. ეროვნული ბანკის 15 იანვრის მონაცემებით, ერთი ევროს ღირებულება 2.6478 ლარი გახდა.
ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0354 ლარი შეადგინა.