"მოქმედი ხელისუფლება ცდილობს არჩევნებამდე საქართველო კიდევ უფრო მიაბას რუსეთს,"- ნოდარ ხარშილაძე
"მოქმედი ხელისუფლება ცდილობს არჩევნებამდე საქართველო კიდევ უფრო მიაბას რუსეთს,"- ასე ეხმაურება გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი ნოდარ ხარშილაძე.
ხარშილაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლების ქმედება ქვეყნისთვის საზიანოა.
"პოლიტიკურად და ფსიქოლოგიურად ჩვენ ისევ გავხდებით დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებელზე, ანუ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთზე გაიზრდება. ეს არის მავნებლობა, რომ ისევ შეგვსვან გაზპრომზე. არჩევნებამდე მთავრობა ცდილობს მიაბას საქართველო კიდევ უფრო რუსეთს, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს შემდეგ იძულებულების იყვნენ ითანამშრომლონ გაზპრომთან,"- აცხადებს ხარშილაძე.
მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელი ბათუ ქუთელია კი ამბობს, რომ მთავრობას არ გააჩნია ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა და ამ მიმართულებით ქვეყანაში სრული ქაოსია.
"სახელმწიფოს ენერგოპოლიტიკა ენერგოუსაფრთხოების პოლიტიკა არ გააჩნიათ და არის ქაოსი. სტრატეგიული ხედვა უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ საქართველოს დამოკიდებულება არაკეთილსინდისიერ მომწოდებლებთან გაზპრომთან და რუსეთთან არ უნდა მოხდეს,"- განაცხადა ბათუ ქუთელიამ.