ნინო ბურჯანაძე პოლიტიკურ პარტიებს მომავალი არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს
![](http://rustavi2.com/news_photos/22069_cover_b.jpg)
ნინო ბურჯანაძე ყველა პოლიტიკურ პარტიას მომავალი შუალედური არჩევნების ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. დემოკრატიული მოძრაობის ლიდერმა ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობაში გასატარებელი ცვლილებების განუხორციელებლობისთვის უსაყვედურა.
მისი განმარტებით, არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა აუცილებელია. ნინო ბურჯანაძემ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და ხელისუფლებაში მოსვლაც დაანონსა.
"მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ არჩევნებზე გარდატეხა შევიტანოთ ვითარებაში. ჩვენ აუცილებლად მოვალთ ხელისუფლებაში," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.