საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მარცვლეულის აღებაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარება
![](http://rustavi2.com/news_photos/22071_cover_b.jpg)
შიდა ქართლის რეგიონის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მარცვლეულის აღებაში სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაეხმარება. უწყების ინფორმაციით, შპს "მექანიზატორი" მოსახლეობას უსასყიდლოდ მოემსახურება, ხოლო მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც მოსავალი საკუთარი სახსრებით აიღო და „მექნიზატორის“ მომსახურებით ისარგებლა, გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება „მექანიზატორის“ ადგილობრივ სერვისცენტრებსა და სოფლებში სერვისცენტრების წარმომადგენლებთანაა შესაძლებელი.