პარლამენტმა ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დაამტკიცა
![](http://rustavi2.com/news_photos/22083_cover_b.jpg)
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატს, ვახტანგ გომელაურს, მხარი დაუჭირა.
კანდიდატს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიცია კენჭისყრას არ ესწრებოდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს ორ ნაწილად გაყოფის შედეგად შეიქმნა.