Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2021

ირაკლი ღარიბაშვილი: მე არ ვებრძვი ოპოზიციას

0
ირაკლი ღარიბაშვილი: მე არ ვებრძვი ოპოზიციას

„მე არ ვებრძვი ოპოზიციას და თქვენ ნუ ხართ აყოლილი. გამოდით ამ კომპლექსიდან, ნაცმოძრაობის კომპლექსიდან“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილის კითხვას იმის შესახებ, რატომ ებრძვის ოპოზიციას.

„მე ოპოზიციას კი არ ვებრძვი, მე ვებრძვი იმ ადამიანებს, ვინც უზარმაზარი ზიანი, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, ვინც ტერიტორიები დაგვაკარგვინა, ვინც გაყიდა ჩვენი ისტორიული მიწები, ვინც ასიათასობით ჩვენს მოქალაქეს პატივი, ღირსება, ნამუსი ახადა, გაასამართლა, ვინც ბიზნესები დაანგრია, ვინც აწამა, დატანჯა ჩვენი მოსახლეობა. აი, ამ ხალხს ვებრძვი მე. და ყველაფერს გავაკეთებ მე, რიგითი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე, რომ ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ჩვენი ქვეყნის მტრები ვერასოდეს ვეღარ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ამაშია განსხვავება. თქვენ თუ ამ განსხვავებას ვერ ხედავთ, მაშინ არ ვიცი, რაზე უნდა გესაუბროთ“, - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარეს, დეპუტატ ალეკო ელისაშვილს პარლამენტის ტრიბუნიდან და მოსთხოვა, ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც მოეყვანა იმისა, რომ მიკერძოებული პოზიცია დააფიქსირა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ.

„უნდა დავაზუსტოთ, რომ მე არავის არ ვებრძვი, მე ვებრძვი ჩვენი ქვეყნის მტრებს. როგორც შიდა მტრებს, ისე გარე მტრებს. აი, ეს არის ჩემი პასუხი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყრის კენჭს „ქართული ოცნების“ პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას და 2021-2024 წლების პროგრამას „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს გიორგი გახარიამ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა მასსა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის.

ირაკლი ღარიბაშვილის მიერ წარდგენილ მთავრობაში მას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე შეცვლის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე მაია ცქიტიშვილს - მინისტრის მოადგილე ირაკლი ქარსელაძე. მთავრობის დანარჩენი შემადგენლობა უცვლელია.

საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობენ "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის", "ევროპული საქართველოს", "სტრატეგია აღმაშენებლის", "ლელოს", "ლეიბორისტული პარტიისა" და "გირჩის" სიებით არჩეული დეპუტატები, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.

"ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ვადამდელი არჩევნების ჩასატარებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას მოითხოვს, აცხადებს, რომ მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის ყველაზე დესტრუქციული კანდიდატი შეარჩია.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Мэр: 29 и 30 июня в Москве пройдет масштабное празднование Дня молодежи


Спорт в России и мире
Москва

В Димитровграде проводят чемпионат России по парусному спорту в классе «микро»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Арина Соболенко

В Беларуси отреагировали на неожиданное решение Арины Соболенко


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Единение с природой, спорт и прогулки: Москвичам рассказали, чем можно заняться в уникальном парке "Яуза"





Путин в России и мире
Москва

Замглавы МИД России и посол Южной Кореи обсудили визит Путина в КНДР


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Запад до последнего будет закрывать глаза на зверства режима Зеленского": Мария Захарова ответила Киеву после атаки на Севастополь


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Виктор Цой

Памятник Цою в Крыму ждут перемены



Москва

Газпром экспорт назвал судебные процессы европейских компаний против российских правовой вакханалией

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net