Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2021

Новости за 17.02.2021

მდინარაძის თქმით, ყველა გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოხდეს უფლებების დაცვით

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამნუკა მდინარაძე ამბობს, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მოხდეს ადამიანის უფლებების დაცვით. „ჩვენ ვერასდროს დავემსგავსებით „ნაცმოძრაობას“ და ვერასდროს დავემსგავსებით იმათ, ვითომ ვისაც ებრძვიან, ოკუპანტ ძალას. ჩვენ ნებისმიერ საკითხზე, სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება თუ სხვა გადაწყვეტილება, რომელიც აღსასრულებლად სავალდებულოა კონკრეტული სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ვერ ვიმოქმედებთ ისე, რომ არ დავიცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები. Читать дальше...

სუბარი: ნაც. მოძრაობის ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელიაა ესმერალდა

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის ოფისი არ არის პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი, არც ნიკა მელიაა ესმერალდა და ამდენი კვაზიმოდო არაფერში არ სჭირდება მის დაცვას. კანონი აღსრულდება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და ვერავინ შეეწინააღმდეგება მას. თუ ვინმე ზედმეტს იზამს ამ წინააღდეგობის გაწევაში და მართლა შეეცდება, კანონი მათ მიმართაც ზუსტად ისეთივეა, როგორიც ნებისმიერი მოქალაქის მიმართ" - თქვა საქართველოს პარლამენტის წევრმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში სტუმრობისას მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის... Читать дальше...

ვოლსკი: ფაქტობრივად ეს არის რევოლუციური სცენარით განვითარება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გამოიწვია იმან, რომ ის არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას.   „ყველამ ვიცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით და გარკვეული შეზღუდვებით უნდა ყოფილიყო ნიკა მელია და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს (პირობითად დავარქვათ), როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა რეალური. Читать дальше...



აშშ-ის საელჩო ხელისუფლებას და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩო საქართველოში ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინონ დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა არავის გამოადგება, მათ გარდა ვისაც სურს შეარყოს საქართველოს სტაბილურობა. ეს უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად,“- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დღეს, 17 თებერვალს თბილისის საქალაქო... Читать дальше...

შალვა ნათელაშვილი მელიას დაპატიმრებაზე: ივანიშვილისთვის დაბადების დღის საჩუქარია

Radiotavisupleba.ge 

"18-ში ივანიშვილის დაბადების დღეა და ის თავის თავს საჩუქრად მოუმზადებდა ნიკა მელიას დაპატიმრების ვერდიქტს. მაგრამ მე მას ვპირდები, რომ მეორე დაბადების დღეზე ის პოლიტიკაში აღარ იქნება და ის ციხეში იქნება“ - თქვა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. „ეს არის გამოწვევა ყველა იმ ეროვნული გმირის, ვინც საქართველოსთვის წირავდა თავს დიდგორიდან, ბასიანიდან, შამქორიდან, მარტყოფიდან. Читать дальше...

გიგი უგულავა სპეცრაზმზე: ისინი ეტლებითა და ჰუნებითა, ხოლო ჩვენ სახელითა უფლისათა

Radiotavisupleba.ge 

„დღეს მთელი დღის განმავლობაში ივანიშვილის ტელევიზიებს გქონდათ ჰედლაინად გამოტანილი მელიას დასასრული. მეგობრებო, დღევანდელი დღე არ არის ნიკა მელიას დასასრული. ჩვენს თვალწინ იბადება ახალი ეროვნული მოძრაობა. სამწუხაროდ, იბადება ბრძოლით, იბადება შრომით, იბადება დაპისრისპირებაში, მაგრამ იბადება იმიტომ, რომ მთავარი, რაც ამ ქვეყანას გამოარჩევს რეგიონის ყველა ქვეყნებიდან, ეს არის თავისუფალი ხალხის თავისუფლების სიყვარული. ახლა ვრცელდება ინფორმაცია, რომ სპეცრაზმი შეიძლება დაიძრას, რაზეც ჩვენი ერთობლივი პასუხი არის... Читать дальше...

ადვოკატი: ნიკა მელიას პატიმრობის გადაწყვეტილება პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში მიიღეს

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიასათვის პატიმრობის შეფარდების შესახებ  არის პრეცედენტი იმისა, როგორ გამოიყენება სასამართლო დევნის ინსტრუმენტად. ადვოკატის თანახმად, ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლოში არ მიუღიათ: „ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში. ძალიან არასწორი და ძალიან ცუდი შედეგების მომტანი გადაწყვეტილება იქნება. ეს ნიკა მელიასთან მიმართებაში არა იმდენად დამაზიანებელია რამდენადაც... Читать дальше...

ნიკა მელია: ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის ნათელ მხარეს

Radiotavisupleba.ge 

"ისეთი სოლიდარობა ვიგრძენი უკანასკნელი დღეების განმავლობაში, როგორიც არასოდეს, 41 წლის განმავლობაში არ მიგრძვნია" - თქვა ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ რამდენიმესაათიანი სასამართლო სხდომის შემდეგ გამოაცხადა მისი დაპატიმრების გადაწყვეტილების. "გუშინ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო. ხვალინდელი დღე, ჩვენი მომავალი, მხოლოდ და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც... Читать дальше...



პროკურორი იმედს გამოთქვამს რომ ნიკა მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ განმარტა მისი დაპატიმრების პროცედურები.  „ამ გადაწყვეტილებას აღასრულებს შესაბამისი ორგანო. მაქსიმალურად გონივრულ ვადაში. გამომდინარე იქიდან, რომ ამას კონკრეტული უწყება აღასრულებს, მე რაიმე კონკრეტულ ვადას ვერ გეტყვი. კანონმდებლობაში კონკრეტული ვადა ამის აღსრულების არ არსებობს", - განმარტა ბრალმდებელმა პროცესის დასრულების შემდეგ.  პროკურორი იმედს გამოთქვამს, რომ მელია თავად გამოცხადდება შესაბამის ორგანოში. Читать дальше...

ევროკავშირს გათვალისწინებულზე 30%-ით ნაკლები დოზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა აქვს მიღებული

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კავშირს გათვალისწინებულზე 10 მილიონით, ანუ 30%-ით ნაკლები დოზა Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა მიიღო, იტყობინება Reuters-ი. ერთი კვირის წინ მიმწოდებელმა ევროკავშირს გადასცა COVID-19-ის საწინააღმდეგო 23 მილიონი დოზა ამერიკულ-გერმანული ვაქცინა. მწარმოებელმა უარი თქვა შეფერხების თაობაზე ინფორმაციის კომენტირებაზე და მიწოდების გრაფიკის კონფიდენციალურობა მოიშველია. მწარმოებელმა ივალდებულა ევროკავშირისთვის იანვრის დამდეგიდან კვირაში 3,5 მილიონი დოზა ვაქცინის მიწოდება. გასულ თვეში მოხდა დროებითი შეფერხება... Читать дальше...

სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ნიკა მელიას

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა და „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიიჩნია, რომ დამატებით შეფარდებული გირაოს, 40 ათასი ლარის არგადახდა აღკვეთის ღონისძიების შეუსრულებლობა იყო. თავად ნიკა მელია სასამართლო სხდომას არ ესწრებოდა. იმის გამო, რომ ის ამ საქმეზე მიმდინარე ერთ-ერთი პროცესის დროს მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს... Читать дальше...

2021 წლის პირველი მინისტერიალი და ნატოს ამოცანები

Radiotavisupleba.ge 

2021 წლის 1 მაისის შემდეგ, აშშ-სა და თალიბანს შორის მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების თანახმად, NATO-ს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ჯარებმა უნდა დაიწყონ ავღანეთიდან გასვლის პროცესი და, შესაბამისად, სწორედ ავღანეთსა და ერაყში განლაგებული კოალიციური ძალების შემდგომი ყოფნა წარმოადგენს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტრების 17-18 თებერვლის წლის პირველი შეხვედრის ერთ-ერთ უმთავრეს საკითხს. ავღანეთში ამჟამად ნატოს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების (მათ შორის საქართველოს 860 ჯარისკაცი)... Читать дальше...

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბრაზილიას მოუგო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირზე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე ოფიციალურად გაინაღდა ექვსგუნდიან ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილი. როტერდამში მიმდინარე შეჯიბრებაზე დღეს, დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ბრაზილია დაამარცხა, ანგარიშით 12:8. ხვალ კი ქართველი წყალბურთელები ჯგუფის ლიდერ მონტენეგროსთან ითამაშებენ და ხვალვე გაირკვევა, ვის დაუპირისპირდებიან 20 თებერვალს, მეოთხედფინალში. ოლიმპიური თამაშების შესარჩევ... Читать дальше...

შსს უარყოფს მელიას საქმის გამო სპეცრაზმის მობილიზებას

Radiotavisupleba.ge 

სპეცრაზმის მობილიზების ამსახველი კადრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ეს ნიკა მელიას საქმეს არ უკავშირდება. მათი განცხადებით, ოფისთან ახლოს მდებარეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზა, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდებიან. „ახლა იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, - გვითხრეს შსს-ში. სწორედ სპეცრაზმის კადრების გავრცელების გამო ნიკა მელიას პროცესზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი აცილება მოითხოვა დაცვის მხარემ.

ჩეხეთის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის ლიდერებმა აღნიშნეს „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავი

Radiotavisupleba.ge 

17 თებერვალს ცენტრალური ევროპის ოთხი ქვეყნის - ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის - ლიდერები პოლონეთის ქალაქ კრაკოვში შეიკრიბნენ ე.წ. „ვიშეგრადის ჯგუფის“ შექმნის 30 წლისთავის აღსანიშნავად. „ვიშეგრადის ჯგუფი“ არაფორმალური გაერთიანებაა და ის შეიქმნა რეგიონში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ხელის შესაწყობად. დღევანდელ შეხვედრას, რომელსაც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ უმასპინძლა, დაესწრნენ უნგრეთის, ჩეხეთის რესპუბლიკისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრები - ვიქტორ ორბანი... Читать дальше...

უქარსაფროდ დარჩენილი მიწები - მოაგვარებს პრობლემას სპეციალური კანონი?

Radiotavisupleba.ge 

სპეციალისტები ამბობენ, რომ განადგურებული ქარსაფარი ზოლებია ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დედოფლისწყაროში ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა.

ადვოკატებმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის აცილების საკითხი დააყენეს

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიას საქმის მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ თბილისის საქალაქო სასამართლოში. როგორც ადვოკატები განმარტავენ, გამოიკვეთა ახლად გამოვლენილი გარემოება. მათი თქმით, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცრაზმი არის მობილიზებული, მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის" ოფისში იმყოფება ნიკა მელია. „თუ არ გაქვთ წინასწარ დაწერილი გადაწყვეტილება, მაშინ, რატომ დგას ახლა სპეცრაზმი იქ?" - აღნიშნეს ადვოკატებმა და დაამატეს, - „სპეცრაზმის მიზანია ნიკა მელიას დაკავება". Читать дальше...

კვორუმის გარშე მიღებული ბიუჯეტი - ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

Radiotavisupleba.ge 

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ბიუჯეტი კვორუმის გვერდის ავლით დაამტკიცა. 34 ე. წ. დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში 18 გამოცხადდა, კვორუმისა და სხდომის გახსნისთვის კი 34-კაციან ე. წ. პარლამენტში  23 კაცის მისვლა იყო საჭირო. დე ფაქტო პრეზიდენტის მომხრე ე. წ. დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტი რეგლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცეს.  თითქმის ხუთი თვის წინ თოთხმეტმა ე. წ.  დეპუტატმა ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო  სესიებს. გასული წლის 7 სექტემბერს მათ განაცხადეს, რომ არ განაგრძობენ მუშაობას, ვიდრე ბიბილოვი... Читать дальше...

ირაკლი ოქრუაშვილი: კანონმორჩილებას ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენ ვერ გვასწავლის

Radiotavisupleba.ge 

„კანონი თქვენთვისაც კანონი უნდა იყოს და ჩემთვისაც კანონი უნდა იყოს“, - განაცხადა „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში. „ვემზადებით უგუნური გადაწყვეტილებისთვის, იქნება ასეთი უგუნური გადაწყვეტილება? ეს ქვეყანაზე აისახება ძალიან ცუდად და ჩვენ შევხვდებით ადეკვატურად. შარშანწინ, როდესაც მე და გიგი უგულავა საკუთარი ფეხით, ჩვენი ნებით ციხეში თავისუფლად მივედით ასეთ გადაწყვეტილებას აღარ მივიღებთ და ნიკა მელიას ასე თავისუფლად აღარ გავატანთ. Читать дальше...


Музыкальные новости
Антонио Вивальди

Вивальди под небом





Персональные новости
2023

В рейтинге развития Тамбовская область за 2023 год опустилась на три места





ევროსასამართლომ რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ნავალნი

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ, პუტინის კრიტიკოს ალექსეი ნავალნის განცხადების საპასუხოდ, რუსეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. დოკუმენტის ასლი გამოქვეყნებულია ნავალნის ვებსაიტზე. სასამართლოს რეგლამენტის თანახმად, მას გამონაკლის შემთხვევებში შეუძლია მიიღოს ზომები, რომელთა აღსრულება სავალდებულოა. ეს კეთდება იმ შემთხვევებში, როცა სასამართლო ასკვნის, რომ ზომების მიუღებლობა რეალური საფრთხის წინაშე აყენებს განმცხადებელს. მაგრამ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა... Читать дальше...

დაცვის მხარე მოითხოვს ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის ყველა აღკვეთის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების დამძიმების და მისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.   რა თეორიული გზები რჩება სასამართლოს, თუკი არ დააპატიმრებს ნიკა მელიას ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას... Читать дальше...

"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს გასათბობად იმ შემთხვევისთვის, თუ ნიკა მელიას მხარდასაჭერად ხალხი მივა. „შეშა, როგორც წესი, გათბობას უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ხელისუფლებას ფობია აქვს შეშის მიმართ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ. „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილი და ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმების საკითხზე მიმდინარე სასამართლო პროცესის დასრულებას ელოდებიან. Читать дальше...

როგორია თოვლიან ამინდში ქუჩაში ცხოვრება

Radiotavisupleba.ge 

როგორია თოვლიან ამინდში ქუჩაში ცხოვრება - რადიო თავისუფლებამ დღეს ის  უსახლკაროები მოიკითხა, რომლებსაც იანვარში თავშესაფარზე   ესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, მათ გარეთ არაერთი ზამთარი აქვთ გადატანილი და თოვლის მიუხედავად თავშესაფარში წასვლაზე მაინც არ ფიქრობენ.  ოთარ ლობჟანიძე ძველ ფიცრებს აგროვებს და საპატრიარქოს წინ, სკვერში უკიდებს ცეცხლს. „ეს არაფერი არ არის, ეგეთები ყოფილა?! აი ღამე რომ ვაფარებ თავს სადმე, იქ კი ცივა მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვუძლებ.“ ოთარი რამდენიმე წელია, რაც ქუჩაში ცხოვრობს და გვიყვება, ვინ როგორ თბება. Читать дальше...

უამინდობისა და ზვავსაშიშროების გამო, ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი სრულიად იზოლირებულია

Radiotavisupleba.ge 

მესამე დღეა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი სრულიად იზოლირებულია, ამის მიზეზი კი დიდთოვლობა და როკის გვირაბის  ჩაკეტვაა, გვირაბისა, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკას რუსეთის ფედერაციასთან აკავშირებს.

მინსკში პროკურატურა Belsat-ის ორი ჟურნალისტისთვის 2-2 წლით კოლონიაში პატიმრობას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

მინსკში პროკურატურა პოლონეთის ტელეარხ Belsat-ის ორი ჟურნალისტის პროცესზე მათთვის ორი წლით კოლონიაში პატიმრობას ითხოვს. ჟურნალისტები დარია ჩულცოვა და ეკატერინა ბახვალოვა (ანდრეევა) 15 ნოემბერს დააკავეს მინსკში არასანქცირებული აქციის დროს. ისინი პირდაპირ რეპორტაჟს აწარმოებდნენ „ცვლილებების მოედნიდან“, სადაც მილიცია არბევდა აქტივისტ რომან ბანდარენკას სიკვდილის ადგილზე შეკრებილებს. გამოძიების თანახმად, ბახვალოვამ და ჩულცოვამ ორგანიზება გაუკეთეს ჯგუფურ მოქმედებებს, რომლებმაც უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Теннисисты Медведев и Рублев сохранили позиции в рейтинге ATP


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Джиган

"Как в раю": Джиган и Самойлова исполнили мечту знаменитой "диско-бабушки" из Коми



Москва

Навка: онкобольную Заворотнюк на улицу выводили в парандже

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net