123ru.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2021

კვორუმის გარშე მიღებული ბიუჯეტი - ოკუპირებულ ცხინვალში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

0
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა ბიუჯეტი კვორუმის გვერდის ავლით დაამტკიცა. 34 ე. წ. დეპუტატიდან სხდომათა დარბაზში 18 გამოცხადდა, კვორუმისა და სხდომის გახსნისთვის კი 34-კაციან ე. წ. პარლამენტში  23 კაცის მისვლა იყო საჭირო. დე ფაქტო პრეზიდენტის მომხრე ე. წ. დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტი რეგლამენტის გვერდის ავლით დაამტკიცეს. 


თითქმის ხუთი თვის წინ თოთხმეტმა ე. წ.  დეპუტატმა ბოიკოტი გამოუცხადა საპარლამენტო  სესიებს. გასული წლის 7 სექტემბერს მათ განაცხადეს, რომ არ განაგრძობენ მუშაობას, ვიდრე ბიბილოვი არ გაათავისუფლებს დე ფაქტო გენერალურ პროკურორ ურუზმაგ ჯაგაევს, რომელიც პასუხისმგებელია ძალოვანების მიერ  ცხინვალის 30 წლის მკვიდრის, ინალ ჯაბიევის, მკვლელობაზე. ბიბილოვმა ჯაგაევი არ გაათავისუფლა და დეპუტატების ნაწილი ბოიკოტის რეჟიმში დარჩა. ამ ხნის განმავლობაში დე ფაქტო პრეზიდენტი მათზე ზეწოლას სხვადასხვა ფორმით ახორციელებდა, ეძებდა გზებს მათ დასაყოლიებლად. გასულ კვირას საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპარლამენტო დარბაზი გაავსეს და, ხელფასებისა და პენსიების დაგვიანების გამო, დეპუტატებისგან ბიუჯეტის მიღებას ითხოვდნენ. 16 თებერვლის სხდომაზე საბიუჯეტო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიყვანეს.  სოციალური ქსელებით დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ნონა თედეევას აუდიოჩანაწერიც გავრცელდა, სადაც ის თანამშრომლებს მოუწოდებს პარლამენტში მივიდნენ და აიძულონ დეპუტატები ბიუჯეტს  მხარი დაუჭირონ.  16 თებერვლის სესიაზე 14 გაფიცული ე. წ. დეპუტატი მაინც არ გამოცხადდა, დარბაზში მყოფმა სპიკერატის წარმომადგენლებმა კი რეგლამენტის გვერდის ავლა ორი ვერსიით სცადეს. დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევის ცნობით, ეს იყო 5 თებერვლის სესიის გაგრძელება, სადაც 30 დეპუტატი იმყოფებოდა და ის სხდომა არ დახურულა. 5 თებერვლის სხდომაზე ოსი დეპუტატები, კონსტანტინე კოსაჩოვის ხელმძღვანელობით,  რუსეთის ფედერაციის დელეგაციას მასპინძლობდნენ. კოსაჩევიც ეცადა გაფიცული დეპუტატების დაყოლიებას და ისინი დარბაზში მიიწვია, თუმცა იმ სხდომის დღის წესრიგში ბიუჯეტის განხილვა არც შედიოდა. მეორე ვერსია კი ვიცე-სპიკერმა პიოტრ გასიევმა გაახმაურა. მისი თქმით, ამჟამინდელი დე ფაქტო პარლამენტის რეგლამენტი თავის დროზე არ გამოქვეყნებულა პრესაში, ის უკანონოა და მისი გვერდის ავლა შესაძლებელია. ამ ვერსიით მან ის თქვა, რომ რეგლამენტი, რომლითაც აქამდე მუშაობდნენ, დამტკიცებული არ ყოფილა. შესაბამისად, მისი აზრით, კანონი არ დაირღვეოდა, თუ უბრალო უმრავლესობით მიიღებდნენ ბიუჯეტს. 




ერთ-ერთი გაფიცული „დეპუტატი“, პარტია „ნიხასის“ წევრი დავით სანაკოევი ამბობს, რომ პრეზიდენტის მომხრეებმა კანონი დაარღვიეს და რეგლამენტის აბსურდულად უარყოფას შეეცადნენ.


„ეს რეგლამენტი  ჩვენთან მუშაობს 2004 წლიდან, მანამდე მუშაობდა სხვა რეგლამენტი, ვიდრე ის არ გააუქმეს და ეს არ მიიღეს.  რეგლამენტი გამოქვეყნებულია პარლამენტის ვებგვერდზე. როგორც ისინი ამბობენ, მას  არ სჭირდება პრეზიდენტის ხელმოწერა და სამთავრობო გაზეთში გამოქვეყნება. ეს ასე არ უნდა იყოს.  ეს რეგლამენტი რომ  არეგულირებდეს სამოქალაქო უფლებებსა და თავისუფლებებს, მაშინ ეს სხვა საკითხია. როგორც ნორმატიული სამართლებრივი აქტი, ის ძალაში შედის მისი გამოქვეყნების შემდეგ, ე.ი.  მოქალაქეებისთვის მისი გაცნობის შემდეგ. მაგრამ რეგლამენტი  განსხვავებულია, ის არ ეხება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, ის არეგულირებს საპარლამენტო  მუშაობასა და ურთიერთობებს, ის ეხება მხოლოდ დეპუტატებს და არა სხვას. ჩვენი რეგლამენტი  კანონიერი და ეფექტურია ”, - ამბობს დავით სანაკოევი „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.  


მისი განმარტებით, ამ მოქმედების ყველა მონაწილეს ესმის, რომ ეს უკანონობაა და ეს ესმის სესიის მთავარ ინსპირატორ ანატოლი ბიბილოვსაც. შემთხვევითი არ არის, ამბობს სანაკოევი, რომ სესია  შედგა პრეზიდენტის მოსკოვში გამგზავრების შემდეგ. თითქოს მას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ხდება. სინამდვილეში, არის რაღაც, რისგანაც მას უნდა დისტანცირება. დღეს - არც მეტი, არც ნაკლები - პრეზიდენტის  მომხრე პარტიების წევრებმა გააუქმეს საკანონმდებლო ორგანოს  რეგლამენტი, ამბობს დავით სანაკოევი.


„ჩვენ ვხედავთ, რას იწვევს კანონებისა და წესების დარღვევის ეს პრაქტიკა. ინალ ჯაბიევის მკვლელობა ასევე წარმოადგენს დანაშაულთა ამ ჯაჭვს. ჩვენ, თოთხმეტი დეპუტატი, ვიბრძვით კანონიერებისათვის: არ შეიძლება კანონის გვერდის ავლა ერთი ადამიანის ან ერთი პოლიტიკური ძალის მოსაწონად. აი, ამ დეპუტატებმა, რომლებმაც დღეს ხმა მისცეს, პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ქმედებებზე, მაგრამ, ამავე დროს, მათ არც კი ესმით, რა გააკეთეს და რა შედეგები  შეიძლება გამოიწვიოს ამან. როგორც ჩანს, მათ უთხრეს და ხმა მისცეს. მაგრამ ეს არის პარლამენტი! ისინი თვითონ უნდა დაემორჩილონ კანონებს და დარწმუნდნენ, რომ სხვებიც დაემორჩილებიან მას. რა ხდება ახლა? "


კიდევ ერთი ოპოზიციონერი „დეპუტატი“, ზიტა ბესაევა, ამბობს, რომ ამ  გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ გაღრმავდება, რადგან „პრეზიდენტმა“ უკანონობის გზა აირჩია.


”არ ვიცი, სადამდე მივალთ, მაგრამ, სამწუხაროდ, კარგს ვერაფერს  ვხედავ. რა შეიძლება გამოიწვიოს ამან, რა ნეგატივი? ჩვენი მოსახლეობა შენელებული მოქმედების ნაღმივითაა და   ადრე თუ გვიან იქნება რეაქცია. ხალხი მაინც აფეთქდება, რადგან შეუძლებელია იმის მოთმენა, რაც აქ ხდება. შეუძლებელია ასეთ სახელმწიფოში  ცხოვრება, სადაც ყოველთვის სტრესულ სიტუაციაში ხარ“.


რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყარო, სამოქალაქო აქტივისტი ამბობს, რომ უკანონობა უკანონობას წარმოშობს და ვითარების გამწვავება ისევ მოსალოდნელია.


„ნაცვლად იმისა, რომ დეპუტატებს და პრეზიდენტს გამოსავალი  მოლაპარაკებების გზით მოეძებნათ,  გამწვავებაზე წავიდნენ. ბიბილოვი არ თმობს პროკურორ ჯაგაევს, რომელსაც არ ენდობა დეპუტატების ნაწილი და ინალ ჯაბიევის ოჯახი. როგორც ჩანს, ბიბილოვისთვის ის იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე სახელმწიფოში შექმნილი კრიზისია. მისმა მომხრე დეპუტატებმა კი კანონს გვერდი აუარეს და ისე მიიღეს ბიუჯეტი. შექმნეს ილუზია, რომ ეს ხალხს უნდოდა. არადა, დარბაზში მათი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ. საზოგადოება კი ხედავს, რომ პარლამენტშიც კი კანონი ერთი კაცის მოთხოვნით დაირღვა და როგორ უნდა ჰქონდეს ამ საზოგადოებას, იმავე ჯაბიევის ოჯახს, იმის იმედი, რომ მათ მიმართ სამართლიანები იქნებიან? მაშინ, როცა პარლამენტი, რომელიც კანონს უნდა ქმნიდეს და იცავდეს, უსამართლოდ იქცევა, მოქალაქეს საერთოდ რისი იმედი უნდა ჰქონდეს?“




ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.


ორი თვის  წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.





Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин пообещал продлить скоростные диаметры Москвы в Ярославскую область


Спорт в России и мире
Москва

Подведены итоги конкурса «Мы верим твердо в героев спорта»


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
ATP

Пекин (ATP). 2-й круг. Котов сыграет с Коболли, Сафиуллин – с Синнером, Медведев – с Маннарино


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Под Симферополем продолжается строительство нового крупного микрорайона





Путин в России и мире
Москва

Рябков назвал «развернутой» реакцию Запада на заявления по ядерной доктрине РФ


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

Лукашенко дал ответ на вопрос, в каком случае Минск применит ядерное оружие




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Баста

Рэпер Баста презентовал новый клип на песню «Красные розы»



Москва

Заммэра Москвы Ефимов: в СВАО по КРТ построят жильё, гостиницу и медцентры

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net