Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Февраль
2021

ბიბილოვის პროპაგანდა და ხალხში გასული ოპოზიცია

0
ბიბილოვის პროპაგანდა და ხალხში გასული ოპოზიცია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ინალ ჯაბიევის საქმის გამო ბოიკოტს უცხადებენ საპარლამენტო სხდომებს, ხალხში გავიდნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს ხვდებიან. ამ გზით ე.წ. დეპუტატები უპასუხებენ დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის, ბრალდებას, რომ 2021 წლის ბიუჯეტის მიუღებლობის გამო ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელფასებისა და პენსიების გადახდის შეფერხებაა მოსალოდნელი.

წინა დღეებში ანატოლი ბიბილოვმა ოპოზიცია „რესპუბლიკის კონსტიტუციური საფუძვლების“ ხელყოფაში დაადანაშაულა და პასუხისმგებლობა დააკისრა ზოგიერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში ხელფასებისა და პენსიების მოსალოდნელი ვერგაცემის, მათ შორის "წითელი ზონაში" მომუშავე მედპერსონალის მიმართ წარმოქმნილი დავალიანების გამო. ამ „დეპუტატებმა“ რამდენჯერმე ჩააგდეს ბიუჯეტის პროექტი. ამჟამად დე ფაქტო რესპუბლიკა 2021 წლის ბიუჯეტის გარეშეა დარჩენილი.

„14 დეპუტატის გამო პენსიონერები და ექიმები არ უნდა დარჩნენ პენსიებისა და ხელფასების გარეშე და სრულად უნდა ფუნქციონირებდეს მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის ფონდი. სავსებით შესაძლებელია საზოგადოების გადარწმუნების მცდელობები იყოს, მაგრამ ჩვენი ხალხი საკმარისად მცოდნეა, რომ არ მოატყუონ“, - განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ოსურ მედიასთან საუბარში.

დეპუტატების ნაწილი 7 სექტემბრის შემდეგ საპარლამენტო სხდომებს ბოიკოტს უცხადებს. ისინი უარს ამბობენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე, ვიდრე დე ფაქტო პრეზიდენტი თანამდებობიდან არ გაათავისუფლებს ე.წ. გენერალურ პროკურორს, ურუზმაგ ჯაგაევს. ერთ-ერთი ოპოზიციონერი „დეპუტატი“ პარტია „ნიხასიდან“, ზიტა ბესაევა, ამბობს, რომ ბიბილოვი საზოგადოებას ატყუებს, როცა ამბობს, რომ ოპოზიციის ბოიკოტის გამო პენსიებისა და ხელფასების გაცემა შეწყდება:

„ნებისმიერ შემთხვევაში, არის ბიუჯეტი მიღებული თუ არ არის, პენსია და ხელფასები უნდა გაიცეს, რადგან საპენსიო ფონდში არის ფული. მათ უკვე გაისტუმრეს იანვრის პენსია და ხელფასი. ორი თვის რეზერვი კიდევ არის, ამიტომ პრობლემები არ შეიძლება იყოს. ეს საკითხი ლეონიდ თიბილოვის (წინა დე ფაქტო პრეზიდენტი) დროსაც გადაწყდა. მის დროს ბიუჯეტის ჩაგდების გამო გადასახადების პრობლემა არ არსებობდა. არანაირი პრობლემა არ ყოფილა მანამდე, ვიდრე ბიუჯეტს მიიღებდნენ გაზაფხულზე ან, თუნდაც, ზაფხულში. ახლა საპენსიო ფონდმა შეიტანა განცხადება თებერვლის თვის გადასახადების გადახდის შესახებ. ისინი ელიან, რომ იგი დამტკიცდება, რადგან არის ფული”.

გარდა ამისა, ადგილობრივ კანონმდებლობაში არსებობს მუხლი ბიუჯეტის დროებითი მართვის შესახებ, რომლის თანახმად, თუ ახალი ბიუჯეტის მიღება ვერ ხერხდება, დასაშვებია წინა წლის ბიუჯეტის ერთი მეთორმეტედის გამოყენება სახელფასო და საპენსიო გადახდებისთვის. ამ თემაზე ბიბილოვი არაფერს ამბობს, პოლიტიკურ -ეკონომიკურ კრიზისზე საუბრისას კი პასუხისმგებლობის ტვირთი ოპოზიციაზე გადააქვს. მას ამაში ადგილობრივი სახელისუფლებო მედია და სოციალურ ქსელებში სამთავრობო ტროლებისა და ბოტების არმიაც ეხმარება.

კიდევ ერთი ოპოზიციონერი „დეპუტატი“, დავით სანაკოევი, აცხადებს, რომ ბიბილოვის ხელისუფლებას მანიპულაციისთვის ყველა მექანიზმი აქვს. ამიტომ „დეპუტატებმა“ მოსახლეობასთან სიმართლის მისატანად საინფორმაციო შეხვედრები დაიწყეს.

„პენსიონერები ელოდებიან ამ ფულს, ისინი მასზე არიან დამოკიდებულნი. ისინი არ იყენებენ ინტერნეტს, არ აქვთ ფეისბუკი ან ინსტაგრამი. მათ მხოლოდ ტელევიზორი აქვთ, საიდანაც მხოლოდ ოფიციალურ ვერსიას უსმენენ, თუ რა ხდება - რას ეტყვის მათ პრეზიდენტი. ამიტომ, მათი მანიპულირება მარტივია. ეს არის საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. ამიტომ, ჩვენ ახლა ვატარებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან, ვუხსნით მათ ჩვენს აზრს და ამ დროისთვის არსებული პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ვაწვდით ინფორმაციას. მინდა შევახსენო პრეზიდენტს, რომ ახლა ის იცავს პოზიციას, რომ აუცილებელია ბიუჯეტის მიღება, მაგრამ როდესაც პარლამენტის სპიკერი იყო ბიბილოვი და ბოიკოტი გამოუცხადა 2017 წლის ბიუჯეტის მიღებას, ის სულ სხვა პოზიციას იცავდა - მაშინ ის ამბობდა, რომ ვერავინ გაბედავს არ გადაიხადოს ხალხის ფული და ამაში ის მართალი იყო - ვერავინ გაბედავს არ გადაუხადოს ხალხს. ეს არ უნდა იყოს დამოკიდებული პოლიტიკურ პროცესებზე, მიიღებენ თუ არა ადამიანები ხელფასებს და პენსიებს. ამიტომ მისი მხრიდან არასწორია, რომ მან დამნაშავედ გამოგვაცხადა იმაში, რომ ვინმე ვერ მიიღებს პენსიას ან ხელფასს“, - განაცხადა დავით სანაკოევმა „ეხო კავკაზასთან“ საუბარში.

დე ფაქტო რესპუბლიკის მედია ახლა მთლიანად ბიბილოვის პოზიციის გახმოვანებით არის დაკავებული და ადგილობრივ ოპოზიციას დროს საერთოდ არ უთმობს. რადიო თავისუფლების წყარო ცხინვალიდან ამბობს, რომ დეპუტატები სწორად იქცევიან, როცა ხალხთან მიდიან ახსნა-განმარტებით.

„აქ (ცხინვალში) მედია მხოლოდ სახელისუფლებო პიარით არის დაკავებული. ბიბილოვის პირადი პროპაგანდაა აქაური ტელევიზია და გაზეთები. მხოლოდ მისი პოზიცია ისმის. ოპოზიციის პოზიცია არსად ფიქსირდება. ცხინვალი პატარაა და აქ ინფორმაცია სწრაფად ვრცელდება. ინტერნეტზე წვდომაც უფრო მეტ ადამიანს აქვს და, ასე თუ ისე, იგებენ, რას მოითხოვენ გაფიცული დეპუტატები, მაგრამ მაღალმთიან სოფლებში, სადაც არც ინტერნეტია და არც სხვა, ალტერნატიული, საინფორმაციო წყარო, მხოლოდ ადგილობრივ ტელევიზიას უყურებენ. იქ მცხოვრებლებს კი ბიბილოვი არწმუნებს, რომ ოპოზიცია ცუდია, მათ ჩააგდეს ბიუჯეტი და თუ პენსიას ვერ მიიღებთ, ეს მათი ბრალიაო. სწორი გზა აირჩია ოპოზიციამ. მათ კარდაკარ უნდა იარონ და მეტი ინფორმაცია მიაწოდონ ხალხს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებშიც უფრო უნდა გააქტიურდნენ“.

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში პოლიტიკური კრიზისი გასული წლის აგვისტოში დაიწყო. 30 წლის ინალ ჯაბიევი 2020 წლის 28 აგვისტოს გარდაიცვალა ცხინვალის დროებითი იზოლატორიდან საავადმყოფოში მიყვანამდე. ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო დე ფაქტო შს მინისტრ იგორ ნანიევის ავტომანქანაზე 17 აგვისტოს განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმაში. ინფორმაციას, რომ ინალ ჯაბიევის სიკვდილი, სავარაუდოდ, გამოიწვია იზოლატორში მისმა ცემამ და წამებამ, საპროტესტო აქციები მოჰყვა. მასობრივი მღელვარების გამო გადადგა დე ფაქტო მთავრობა, ადგილობრივი მილიციის რამდენიმე თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს, თუმცა თანამდებობა შეინარჩუნა დე ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ურუზმაგ ჯაგაევმა. მის გადადგომას ე. წ. პარლამენტის წევრთა უმრავლესობა ამ დრომდე მოითხოვს.

თვე-ნახევრის წინ ინალ ჯაბიევის ოჯახის ორგანიზებით ცხინვალის ცენტრში საპროტესტო აქცია დაიწყო სამართლიანი გამოძიებისა და მკვლელობის თანამონაწილეთა დასჯის მოთხოვნით.






Загрузка...


Губернаторы России
Москва

Собянин рассказал о работе московских центров ментального здоровья


Спорт в России и мире
Москва

Спортсмены из Мытищ победители на соревнованиях по акробатическому рок-н-роллу


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Карен Хачанов

Хачанов уступил Руне на предуимблдонском выставочном турнире в Харлингеме


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

«Мега-зной» идёт в Москву. Метеоролог: барический максимум раскалит воздух





Путин в России и мире
Москва

Президент Конго Сассу-Нгессо назвал отношения с РФ дружескими и солидарными


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

"Запад до последнего будет закрывать глаза на зверства режима Зеленского": Мария Захарова ответила Киеву после атаки на Севастополь


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Пол Маккартни

Наследники: дочь Била Гейтса встречается с внуком Пола Маккартни



Москва

В метро Москвы изменится режим пересадки со станции "Парк культуры" на Кольцевую

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net