Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Ноябрь
2021

Новости за 21.11.2021

პუტინი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო "რევაქცინაცია" ჩაიტარა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ხელახლა ჩაიტარა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რუსული ვაქცინით „სპუტინიკ ლაითით“. რუსული სააგენტო ტასი-ს თანახმად, პუტინმა ამის შესახებ ისაუბრა გამალეის სახელობის მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ეროვნული კვლევით ცენტრის დირექტორის მოადგილე, დენის ლოგუნოვთან შეხვედრის დროს. „დღეს თქვენი და თქვენი კოლეგების რეკომენდაციით მე კიდევ ერთი აცრა ჩავიტარე - „სპუტნიკ ლაითით. ამას უკვე რევაქცინაცია ჰქვია“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ განმეორებითი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. Читать дальше...

კონსილიუმის ექიმები: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფოს მიერ შექმნილი კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ელენე გიორგაძემ და ინეზა სულამანიძემ გორის ჰოსპიტალში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი მოინახულეს. როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია და „შეიძლება ითქვას, რომ გაუმჯობესებულიც არის“. ელენე გიორგაძის თქმით, შიმშილობის შეწყვეტისას კრიტიკულად ითვლება პირველი სამი დღე. „გართულებები ნამდვილად არა აქვს“ - აღნიშნა ექიმმა და დასძინა, „დღეს წნევა ჰქონდა სტაბილური, ისე, რომ არც ერთხელ არ დაგვჭირდა არანაირი პრეპარატის... Читать дальше...

დენის შმიჰალი: სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ ვერ ვხედავთ რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი თავდასხმის ნიშნებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დემის შმიჰალი რუსეთის ჭარბი სამხედრო ძალების კონცენტრაციის გამო დაძაბულს უწოდებს უკრაინის საზღვრის მახლობლად შექმნილ სიტუაციას, მაგრამ აცხადებს, რომ დღესდღეობით ვერ ხედავს რუსეთის მხრიდან თავდასხმის ნიშნებს. „რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვრის მახლობლად ხდება რუსეთის მნიშვნელოვანი სამხედრო ძალის გადაადგილება. ამას ადასტურებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც და ყველა სპეციალური სამსახური. დღესდღეობით სიტუაცია დაძაბულია, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ თავდასხმის ნიშნებს“, - განაცხადა... Читать дальше...



ბულგარეთის პრეზიდენტს მისი კომენტარის გამო ოკუპირებულ ყირიმში ეპატიჟებიან

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი, რომელმაც ყირიმს „რუსეთის ტერიტორია“ უწოდა, პატივისცემის ნიშნად ოკუპირებულ ყირიმში დაპატიჟეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური იუწყება ნახევარკუნძულში მცხოვრებ ბულგარული სათვისტომოს ხელმძღვანელ, ივან აბაჟერზე დაყრდნობით. მან გამოთქვა იმედი, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუმენ რადევი გადაწყვეტს ყირიმის მონახულებას, მას იქ გულთბილი შეხვედრა ელოდება. აბაჟერის თქმით, ბულგარული სათვისტომო და „მთლიანობაში ყველა ყირიმელი“, მოხარულები იქნებიან რადევის ვიზიტისა... Читать дальше...

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მიგრანტთა კრიზისს „ევროპის დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უდიდეს“ მცდელობას უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ბელარუსული რეჟიმის ქმედება საფრთხეს უქადის მთელ ევროპას. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ვრცელი გამოსვლა მიუძღვნა პოლონეთ-ბელარუსის საზღვარზე შექმნილ მიგრანტთა კრიზისს, რომელსაც „ჰიბრიდული ომის“ შემადგენელი ნაწილი უწოდა. „ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი, რომელიც კონკრეტულ მიზნისთვის, ევროპის დესტაბილიზაციისთვის არის ჩაფიქრებული“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ და დასძინა, რომ პოლონეთი ყველაფერს გააკეთებს ევროკავშირის საზღვრების დასაცავად... Читать дальше...

კრემლში პირველად გააკეთეს კომენტარი თურქეთის პრეზიდენტისთვის ნაჩუქარ „თურქული სამყაროს“ რუკის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

კრემლში წუხილს გამოთქვამენ, რომ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანისათვის ახლახან ნაჩუქარ „თურქული სამყაროს“ რუკაზე, რომლის გვერდითაც თურქეთის ლიდერმა ფოტო გადაიღო, არ დგას წითელი ვარსკვლავი იმის საჩვენებლად, რომ თურქეთის ცენტრი რუსეთში, ალტაიში, მდებარეობს, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა ტელეკომპანია „როსია 1“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში. „ჩვენი თურქი პარტნიორები ატარებენ თურქების ერთიანობის იდეას, რაც ნორმალურია. ერთადერთი, რაზეც მე ვწუხვარ, არის ის, რომ რუკაზე... Читать дальше...

იერუსალიმში ჰამასის წევრის მიერ ატეხილ სროლას ერთი ადამიანი შეეწირა

Radiotavisupleba.ge 

ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა 21 ნოემბერს რადიკალური პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წევრის მიერ პალესტინაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად. თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ძველ ქალაქში, ტაძრის მთის მახლობლად, რომელიც ებრაელებისა და მუსლიმების სიწმინდედ ითვლება. სროლის შედეგად ორი მშვიდობიანი ისრაელი მძიმედ დაიჭრა. ერთი მოგვიანებით დაიღუპა, თავდასხმის შედეგად ორი ისრაელი პოლიციელი დაიჭრა. პოლიციელებმა თავდამსხმელი ადგილზე გაანადგურეს. ისრაელის მედიის თანახმად დაღუპული ისრაელი წელიწადნახევრის... Читать дальше...

სოფელ შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების სამუშაოები გააპროტესტეს

Radiotavisupleba.ge 

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ შქმერში 21 ნოემბერს  საპროტესტო აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოდიან, რომლის მიხედვითაც, შქმერში ბუნებრივი წიაღისეულის მოპოვების მიზნით, 150 ჰექტარი ტერიტორია უნდა გადაითხაროს. აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მანგანუმის მოპოვების დაწყების შემდეგ, ისტორიული სოფელი ნასახლარებად გადაიქცევა, შეიცვლება კლიმატი და დაბინძურდება ჰაერი. სსიპ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ სოფელ შქმერის მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის შესწავლა - მოპოვების... Читать дальше...



ელენე ხოშტარიას მდგომარეობა სტაბილურია და გართულებები მოსალოდნელი არ არის - ექიმის კომენტარი

Radiotavisupleba.ge 

„ნიუ ჰოსპიტალსის“ მორიგე ექიმის, თერაპევტის ვალერიან ლობჟანიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და რაიმე სახის გართულება მოსალოდნელი არ არის. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პაციენტს სამედიცინო ჩარევა უტარდება და ეტაპობრივად მოხდება კვების რაციონის გაზრდა. „შემოსვლისას იყო მცირედი ელექტროლიტური დისბალანსი, რომელიც ამჟამად სრულად აღდგენილია. დაწყებულია სპეციალური საკვები საშუალებით ენტერალური კვება, აგრეთვე საჭიროებისამებრ ინტრავენური ინფუზიები უტარდება... Читать дальше...

ექიმი გიორგი პაპიაშვილი წერს, რომ სააკაშვილის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო საფუძველი არ არსებობს

Radiotavisupleba.ge 

ექიმმა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრმა, გიორგი პაპიაშვილმა „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის ინიციატივას ექს-პრეზიდენტის თავისუფალ მკურნალობასთან დაკავშირებით სამედიცინო საფუძველი არ აქვს. „მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს კვების აღდგენის პროცესში, სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ იმ ექიმებს, ვინც მას ამჟამად მკურნალობენ, შესწევთ უნარი პაციენტის სრულყოფილი რეაბილიტაციის", - დაწერა გიორგი პაპიაშვილმა. 20 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა... Читать дальше...

ბულგარეთში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური იმართება

Radiotavisupleba.ge 

21 ნოემბერს ბულგარეთში ტარდება პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური, რომელშიც გამარჯვებას ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ, რუმენ რადევს უწინასწარმეტყველებენ. პირველი ტურის არჩევნებში რუმენ რადევს ამომრჩეველთა 49%-მა მისცა ხმა, მის მთავარ კონკურენტ, სოფიის უნივერსიტეტის რექტორ, ანასტას გერჯიკოვს - 29%-მა. ანალიტიკოსების თქმით მიუხედავად 58 წლის რადევის აშკარა უპირატესობისა, მეორე ტურში გამარჯვების შანსი აქვს გერჯიკოვსაც, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია GERB-ი და მასთან კოალიციაში მყოფი ეთნიკური თურქების ( MRF) პარტია. Читать дальше...

„ლელო“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

Radiotavisupleba.ge 

ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს და პლენარულ სხდომების მუშაობაში მონაწილეობას უბრუნდება. ამის შესახებ ფრაქციის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა განუცხადა „ინტერპრესნიუსს“. ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, „ლელოს“ ბოიკოტი მიხეილ სააკაშვილის ადეკვატურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებამდე ჰქონდა გამოცხადებული და მას შემდეგ, რაც ეს თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას დაბრუნებოდნენ. „ყველა რესურსი, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნა ბოლომდე არის გამოსაყენებელი. Читать дальше...

მეუფე სტეფანე: ეკლესიაში საპროტესტო აქცია ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლაა

Radiotavisupleba.ge 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ, რომელსაც 21 ნოემბერს, წაჩხურუს მამათა მონასტერში, განკვეთილი ბერები და მათი მხარდამჭერები საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ, განცახადა: „ახლა, რასაც ესენი აკეთებენ არის უბრალოდ საპროტესტო აქცია - კი, შეიძლება ვინმეს საპროტესტო აქცია მოსწონს, მაგრამ ეკლესიაში საპროტესტო აქცია არის ღვთის საწინააღმდეგო ბრძოლა, აქ უნდა იყოს ლოცვა და მარხვა“. მეუფე სტეფანემ დასძინა, რომ განკვეთილებისათვის სიკეთე სურს.  „მე მინდა მათი ოჯახების სიკეთე, მინდა რომ ისინი ღვთის წინაშე ლოცვით დადგნენ და ლოცვა-კურთხევა მიეცეთ... Читать дальше...

ციციშვილის კლინიკაში 122 კოვიდინფიცირებული ბავშვია მოთავსებული

Radiotavisupleba.ge 

ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ცნობით კლინიკაში 21 ნოემბერს 122 პაციენტია მოთავსებული. ამათგან, რეანიმაციაში მოთავსებულია 14 ადამიანი. ერთი მათგანი - ერთი თვის ბავშვი, განსაკუთრებით მძიმე ვითრებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რეანიმაციაში მყოფ სხვა პაციენტებს თანმხლები დაავადებები აქვთ. „კლინიკაში მოთავსებული არიან ასევე ბავშვების მშობლებიც, რომელთანაც 5 არის ორჯერადად ვაქცინირებული, დანარჩენი არცერთი არ არის ვაქცინირებული, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია“... Читать дальше...

დაქირავებული მებრძოლები, „სპორტსმენკები“ და პუტინის მეგობრები. კლინიკა „სოგაზის“ საიდუმლოებანი

Radiotavisupleba.ge 

სანქტ-პეტერბურგის სამედიცინო ცენტრი „სოგაზი“, რომელიც ვლადიმირ პუტინის უფროს ქალიშვილთან, მარია ვორონცოვასთან არის დაკავშირებული, არამხოლოდ უფასოდ მკურნალობდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს, როგორც ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წელს იუწყებოდა სააგენტო Reuters-ი.

სააკაშვილი POLITICO-ს სტატიაში: ბაიდენი საქართველოს დახმარებას დაჰპირდა. დღეს მის ადმინისტრაციას ხმის ამოღებას ვთხოვ

Radiotavisupleba.ge 

გავლენიანმა ანალიტიკურმა ჟურნალმა POLITICO-მ 20 ნოემბერს გამოაქვეყნა საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსაზრება, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას მოუწოდებს, შეასრულოს საქართველოს დემოკრატიის მხარდაჭერის პირობა და მხარი დაუჭიროს „მძიმე საფრთხის ქვეშ მყოფ ახალგაზრდა დემოკრატიას“. ჟურნალი წერს, რომ სააკაშვილმა მათ წერილი ადვოკატებისა და თანამებრძოლების მეშვეობით მიაწოდა და ის დაწერილია ცოტა ხნით ადრე, ვიდრე ის წაიქცეოდა და შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანდნენ. Читать дальше...

უკრაინის დაზვერვის ცნობით, 2022 წლისთვის რუსეთი აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი, რომელმაც სულ მცირე 92 ათას ჯარისკაცს და შეიარაღებას მოუყარა თავი უკრაინის საზღვართან, მომდევნო წლის იანვარ-თებერვალში ამზადებს თავდასხმას უკრაინაზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენო „ევროპეისკა პრავდა“ იუწყება გამოცემა Military Times-ზე დაყრდნობით, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს უფროს, კირილ ბუდანოვს ესაუბრა. სამხედრო დაზვერვის მაღალჩინოსნის თქმით, სავარაუდო თავდასხმა მოიცავს საარტილერიო და საავიაციო დარტყმებს, რომელსაც მოჰყვება სადესანტო ძალების იერიში აღმოსავლეთ უკრაინაზე... Читать дальше...

მიტროპოლიტ სტეფანეს წაჩხურუს მონასტერში პროტესტის შეძახილებით დახვდნენ

Radiotavisupleba.ge 

მარტვილში, წაჩხურუს ტაძარშიმ წირვის აღსავლენად მისულ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე სტეფანეს განკვეთილი ბერ-მონაზვნები შეძახილებით დახვდნენ. მონასტრის ეზოში მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე არიან „ჩოხოსნებიც“. ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილმა ბერმა მამა ათინოგენემ მეუფე სტეფანეს „ცრუ“ და „მატყუარა“ უწოდა და თქვა, რომ ჩოხოსნები და პოლიცია ტაძარში ძალის საჩვენებლად მიიყვანეს.   ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება 2019 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეპარქიის ყოფილი წინამძღვარი პეტრე ცაავას საპატრიარქომ დასაჯა და მღვდელმთავრობა აღუკვეთა. Читать дальше...

COVID-19: საქართველოში 3 357 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 76 პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 3 357 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 34 361 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 4 318 იყო, 52 962 ტესტის ჩატარების ფონზე. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 76 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 11 498-ს შეადგენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 772-ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 749 699-ს მიაღწია. ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 49 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 6 605 პაციენტი... Читать дальше...

ოდესაში უკრაინის ფლოტისთვის განკუთვნილი ორი ამერიკული სამხედრო კატარღის ჩატანას ელოდებიან

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საზღვაო ფლოტის სატვირთო გემმა Ocean Grand-მა, რომელზეც Island-ის კლასის ორი კატარღა დატვირთული, შაბათს დარდანელი სრუტე გაიარა და კურსი ოდესის ნავსადგურისკენ აიღო. სატვირთო გემი 8 ნოემბერს გამოვიდა ბალტიმორიდან, სადაც უკრაინელმა მეზღვაურებმა უკვე გაიარეს მომზადება აშშ-ის მიერ მათთვის სპეციალურად შემუშავებული „გაფართოებული პროგრამის“ ფარგლებში. ვაშინგტონისგან შეძენილი ორი ახალი კატარღა უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების გასაძლიერებლად არის განკუთვნილი. ორი კატარღა ეს არის უკრაინის უსაფრთხოებისთვის... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

Военно-спортивный фестиваль Росгвардии в «Лужниках» собрал более 20 000 москвичей и гостей столицы


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Кирилл Скачков

Скачков и Тайлакова выиграли соревнования по настольному теннису на Играх БРИКС


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Козлов: Россия и КНДР прорабатывают возможность запуска прямых рейсов





Путин в России и мире
Москва

ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА. ПРО НАУКУ АКТИВНОЙ ВСЕЛЕННОЙ. ЭКСПЕРТ АНАТОЛИЙ ГОЛОД.


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Дима Билан

Билан заявил, что согласен стать отцом ребенка от Лолиты Милявской



Москва

Китайский производитель электрокаров Zeekr запретил продавать свои машины в РФ

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net