Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Ноябрь
2021

Новости за 13.11.2021

EPP მოითხოვს, მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის უდიდესმა პრაქციამ, EPP-მ განცხადება გაავრცელა საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და მოითხოვს, მას სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ სათანადოდ აღჭურვილ კლინიკაში. „ჩვენ კვლავაც სერიოზულად ვართ შეშფოთებული ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო, ასევე მისი როგორც პატიმრის უფლებებზე, მათ შორის პირად სფეროსა და ღირსებაზე, და [უფლებებზე] ადამიანისა, რომლის წინააღმდეგაც სასამართლო პროცესი იმართება. მას საჭირო სამედიცინო დახმარება უნდა აღმოუჩინონ სათანადოდ... Читать дальше...

სააკაშვილის მდგომარეობა არის სტაბილური, აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური

Radiotavisupleba.ge 

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, „არის სტაბილური და ის მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს დააპატიმრეს, დაკავების დღიდან შიმშილობს. 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სახალხო დამცველის დასკვნით, არ არის შესაბამისი პირობები შიმშილობის შედეგად წარმოქმნილი... Читать дальше...

ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილმა პირველად გაატარა მთელი დღე საწოლში

Radiotavisupleba.ge 

გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შაბათს საღამოს მოინახულა მისმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ, რომელმაც რადმენიმე საათი დაყო საავადმყოფოს ტერიტორიაზე. ყიფშიძის თქმით, სიახლე ისაა, რომ დღეს არის პირველი დღე, როცა მიხეილ სააკაშვილმა მთელი დღე საწოლში გაატარა. „პირველი შემთხვევა იყო დღეს, რომ საწოლიდან ვერ ადგა, ძალიან მძიმე სისუსტე აქვს. საუბარი ცოტა უჭირს...“ თქვა ექსპრეზიდენტის ექიმმა და დასძინა, რომ ის საკანში ესტუმრა თავის პაციენტს... Читать дальше...



ბლინკენმა რუსეთს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში დასდო ბრალი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი. ეს მან თქვა კრემლის განცხადებასთან დაკავშირებით, დახუროს რუსეთის ყველაზე ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაციები. უფლებადამცველთა ზეწოლისთვის კრემლში იყენებენ სადავო კანონს „უცხოეთის აგენტების შესახებ“. ბლინკემა მოითხოვა, შეწყდეს ამ კანონის ბოროტად გამოყენება და შეჩერდეს რუსეთის საზოგადოების დევნა და დაშინება. უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში რუსეთის პროკურორებმა კოორდინირებული შეტევა... Читать дальше...

ოპოზიცია 14 ნოემბერს აქციების გაგრძელებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

დასრულდა 13 ნოემბრის აქცია რუსთაველის გამზირზე, სადაც მოთხოვნა ისევ უცვლელი იყო. მიხეილ სააკაშვილის მაღალტექნოლოგიურ მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ 14 ნოემბერს ისევ გაიმართება სხვადასხვა სახის საპროტესო აქცია. "ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია, ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ. ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ აქ, რუსთაველის გამზირზე... Читать дальше...

ნიკ კარტერი: შეცდომას შეიძლება რუსეთსა და დასავლეთს შორის ომი მოჰყვეს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი რანგის ოფიცერი „ომის ხასიათის“ ცვლაზე ლაპარაკობს და აცხადებს, რომ არსებობს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი საფრთხე „არასწორი გაანგარიშებისა“, რომელმაც რუსეთსა და დასავლეთს შორის ომამდე შეიძლება მიგვიყვანოს. გენერალმა ნიკ კარტერმა განაცხადა, რომ ავტორიტარი მოწინააღმდეგეები მზად არიან, ნებისმიერი მეთოდი - მათ შორის მიგრანტები, გაზის ფასები, მოკავშირეები ან კიბერთავდასხმები - გამოიყენონ საერთაშორისო არენაზე საკუთარი მიზნების მისაღწევად. Times Radio-სთვის მიცემულ ინტერვიუში... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე: ან ეს ადამიანები აღიარებენ, საქართველო არის სახელმწიფო, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ"; კობახიძის ეს განცხადება იმ ვრცელი წერილის დასკვნაა, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ 13 ნოემბერს, მას შემდეგ გამოაქვეყნა ფეისბუკზე, რაც იუსტიციის მინისტრმა უარი უთხრა ანა ფოტიგას და ევროპარლამენტისა და ლიეტუვის პარლამენტის სხვა წევრებს, გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი მოშიმშილე ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...



იუსტიციის მინისტრი ევროპარლამენტარს პასუხობს: რატომ არ შეუშვეს ანა ფოტიგა მიხეილ სააკაშვილის სანახავად 

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას წერილს პასუხობს, რომლითაც ფოტიგამ მოითხოვა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მონახულება მე-18 სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში. წერილი სრულად წაიკითხეთ აქ ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი 10 ნოემბერს ითხოვა, უარყოფითი პასუხი კი 13 ნოემბერს მიიღო. რატი ბრეგაძე წერილში განმარტავს, რომ სააკაშვილი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების დღიდან სარგებლობს ყველა უფლებით, რომლითაც საქართველოს კანონმდებლობით უზრუნველყოფილია ყველა მსჯავრდებული/ბრალდებული. Читать дальше...

ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს რუსეთისთვის „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შავ ზღვაში აშშ-სა და ნატოს მოქმედებებს „სერიოზული გამოწვევა“ უწოდა რუსეთისთვის, რომელიც დამატებით საზღაო უფლებებზე აცხადებს პრეტენზიებს მას მერე, რაც ყირიმის ანექსია მოახდინა 2014 წელს. პუტინის 13 ნოემბრის განცხადებით კრემლი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში მეორედ გამოეხმაურა შავი ზღვის რეგიონში დასავლეთის სამხედრო ყოფნას და ვაშინგტონს დაძაბულობის ესკალაციაში დასდო ბრალი მაშინ, როცა აშშ ევროპელ მოკავშირეებს აფრთხილებს რუსეთის შესაძლო თავდასხმის რისკების თაობაზე. Читать дальше...

ცესკომ "ნაციონალური მოძრაობის" საჩივრები არ დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ცესკოში დღეს განსახილველად 11 საჩივარი ჰქონდა წარდგენილი, თუმცა, არცერთი არ დაკმაყოფილებულა. როგორც სხდომაზე განმარტეს, პარტიის საჩივრები, მათ შორის, მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო არ დაკმაყოფილდა. "ვფიქრობ, საჩივრებში მოყვანილი გარემოებები უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს", - განაცხადა სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა. ცენტრალური კომისია ამავე სხდომაზე 2021 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგებს აჯამებს.

სარჯველაძე ანა ფოტიგაზე: "ის რომ ევროპარლამენტარია, არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სხვა შეხვედრა ჩახსნა"

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ანა ფოტიგასთვის სააკაშვილის მონახულებაზე მიღებული უარი განმარტა. მისი თქმით, სააკაშვილის მნახველთა მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და ბევრი ფაქტორია, რატომაც შეიძლება უარი ეთქვათ ევროპარლამენტარისთვის. დეპუტატი გამორიცხავს, რომ მიზეზი შეიძლება იყოს რაიმე ფაქტის დამალვა. „სააკაშვილის მხარის სასარგებლოდ პოლიტიკურად სრულიად მიკერძოებული ადამიანებიც კი უპრობლემოდ, დაუბრკოლებლად ახერხებენ შეხვედრებს მარტივი გზით. არ შეიძლება მიზეზად განვიხილო და ეჭვად მქონდეს... Читать дальше...

ესტონეთის ექსპრეზიდენტი: საქართველო ცენტრალური აზიის დესპოტიების მიერ გაკვალულ გზას ადგას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ილვესი. მან შეშფოთება გამოთქვა "გირჩის" წევრების დაკავების შესახებ და გამოეხმაურა საქართველოს პენიტენციური სამსახურის მიერ 11 ნოემბერს გავრცელებული ვიდეოებს, რომლებზეც ნაჩვენებია, იძულებით როგორ გადაჰყავთ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროდან გლდანის პენიტენციური დაწესებულების საავადმყოფოში. „ასეთი ინციდენტებით და პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალადობის ამსახველი საშნელი ფილმით საქართველო... Читать дальше...

"მონა", "სირცხვილია" - სალომე ზურაბიშვილს პარიზში მცხოვრები ქართველები შეძახილებით დახვდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი პარიზში "გრანდ კაფე კაპუცინზე" ვახშმობდა, როცა პარიზში მცხოვრები ქართველი აქტივისტები შეძახილებით დახვდნენ. პროტესტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. "ეს იყო ჩვენი პირველი პერფორმანსი, როცა პირდაპირ მივედით და გამოვთქვით ჩვენი პროტესტი იმაზე, რასაც არ ვეთანხმებით. გავხდით აქტივისტები იმის შემხედვარე, რაც ხდება საქართველოში. იმისთვის რომ დავიცვათ ყველა მოქალაქის და, მით უმეტეს, პრეზიდენტის... Читать дальше...

ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მიმართ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის სენატორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სანქციებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანიის მიმართ. „გაზით ევროპის შანტაჟი სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს, „დაწერა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტვიტერში. „ჩვენ წარმომადგენელთა პალატის მადლობელი ვართ თავდაცვის ხარჯების შესახებ კანონპროექტში შესწორებების შეტანისთვის, რაც გააჩერებს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს. სენატში უკრაინისა და ევროკავშირის ყველა მეგობარს მოვუწოდებთ, მხარი დაუჭიროს ამ შესწორებებს...“ შესწორებები... Читать дальше...

"უარი საწვავის ფასებს" - მრავალათასიანი პროტესტი "ვისოლის" წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

ფეისბუკზე მრავალათასიანი ჯგუფი საწვავის მაღალ ფასებს აპროტესტებს. ეკონომისტების თქმით, ფასი მართლაც მაღალია და სახელმწიფოს აქვს ბერკეტები მის დასაწევად. გარემოსდამცველებიც კი თანხმდებიან, რომ საწვავი გასაიაფებელია.

"გირჩმა" პერფორმანსის ფარგლებში, ყავა კრიპტოვალუტაში გაყიდა

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული ბანკის წინ პარტიამ "გირჩი მეტი თავისუფლებისთვის" კრიპტოვალუტაში ყავა გაყიდა, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად ქორგუაშვილი ამბობს, აქციის მიზანი ეროვნული ბანკის საქმიანობის გაპროტესტებაა, მათ შორის, იმ შეზღუდვების გამოც, რომელთა შემოღებასაც ბანკი კრიპტოვალუტის გაკონტროლების მიზნით აპირებს. აქციის ორგანიზატორები ითხოვენ ლარის გარდა სხვა ვალუტების დაშვებასაც, იქნება ეს დოლარი, ევრო თუ კრიპტოვალუტა. "ეროვნული ბანკი არის ერთ-ერთი მავნე ორგანიზაცია, რომელიც ფასების ზრდით ძირითადად აღარიბებს ყველაზე ღარიბ მოსახლეობას. Читать дальше...

ეპისკოპოსი გრიგოლი გამოეხმაურა მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ სააკაშვილის მონახულებას

Radiotavisupleba.ge 

აგარაკ-წალკის ეპისკოპოსმა გრიგოლ კაციამ ჟურნალისტებთან შეაფასა სააკაშვილთან მეუფე ნიკოლოზის შესვლა. როგორც გრიგოლ კაცია განმარტავს, ქრისტიანული თვალსაზრისით, კარგია, როდესაც მღვდელმთავარი ადამიანს აზიარებს, კიდევ ერთხელ აუხსნის, რა არის მარხვა, სინანული და შეწყალება. "მეუფე ნიკოლოზი ძალიან ღირსეული მღვდელმთავარია. ეს მისი პოზიციაა და ღმერთმა დალოცოს. იურიდიულად არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ქრისტიანულად კარგია, რომ შევიდეს მღვდელმთავარი, მშვიდად ესაუბროს, აზიაროს. კიდევ ერთხელ აუხსნას, რა არის მარხვა, სინანული, შეწყალება და შერიგება. Читать дальше...


Музыкальные новости
Вольфганг Амадей Моцарт

«12 Шедевров Моцарта» от Amadeus Concerts





Персональные новости
Филипп Киркоров

Филипп Киркоров, Люся Чеботина, SHAMAN – 25 ярких звезд в Открытой студии «Авторадио» на «Премии МУЗ-ТВ 2024»





გარდაიცვალა ცნობილი რუსი კარდიოლოგი ევგენი ჩაზოვი

Radiotavisupleba.ge 

92 წლის ასაკში გარდაიცვალა მოსკოვის კარდიოლოგიის სამეცნიერო-სამედიცინო ინსტიტუტის საპატიო დირექტორი ევგენი ჩაზოვი. ჩაზოვი არის თრომბოლითური თერაპიის შემქმნელი, რამაც მილიონობით ადამიანს შეუნარჩუნა სიცოცხლე. 1982 წელს მას ამისთვის ლენინის პრემია მიენიჭა. ჩაზოვის სამეცნიერო კვლევის შედეგად შემუშავებული მეთოდები გულის ინფარქტიან პაციენტთა მკურნალობისთვის გამოიყენება რუსეთში, აშშ-სა და ევროპაში. როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, „ექსპერიმენტი ფიბროლიზინით - პრეპარატით,... Читать дальше...

სამადაშვილი: ეს არის ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად ზურგს აქცევს ევროკავშირს და ჩვენს მეგობრებს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შეხვდა, ჟურნალისტებთან კი განაცხადა, რომ მთავრობამ ევროკავშირს ზურგი აქცია, როცა ანა ფოტიგას სააკაშვილის მონახულებაზე უარი უთხრეს. „ანა ფოტიგა ჩემი დიდი ხნის მეგობარია, ჩვენ არაფორმალური შეხვედრა გვაქვს, ჩვენ შევაჯამებთ იმ შთაბეჭდილებებს, რაც მას ვიზიტიდან აქვს. უპრეცედენტო რამ მოხდა, არ მახსენდება, საქართველოს ხელისუფლებას ოდესმე გაებედა და ევროპარლამენტის წევრისთვის უარი ეთქვა იმ უფლების გამოყენებაზე, რომელიც მას აქვს - პატიმარს შეხვდეს ციხეში. Читать дальше...

ყარაბაღის დერეფანი დროებით ჩაიკეტა აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღის სომხებით დასახლებული რაიონებისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფანი, რომელსაც რუსეთის ჯარები აკონტროლებენ, შაბათს დილით დროებით დაიხურა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც, როგორც იტყობინებიან, აზერბაიჯანის საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ასაფეთქებელი მოწყობილობა ესროლეს. ინციდენტი მოხდა ხუთ დღეში მას მერე, რაც აზერბაიჯანის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს ერთი სომეხი სამოქალაქო პირი და სამი დაჭრეს, როცა სომხები მთიანი ყარაბაღის ქალაქ შუშის მახლობლად წყალგაყვანილობის მილის შესაკეთებელ სამუშაოებს ასრულებდნენ 8 ნოემბერს. Читать дальше...

ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი უფროსი ლაგოდეხის მერს უკანონო გათავისუფლებაში ადანაშაულებს

Radiotavisupleba.ge 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ახლად არჩეულმა მერმა ჯონდო მდივნიშვილმა 12 ნოემბერს სამსახურიდან გაათავისუფლა ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე. ნუნუ ნოზაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მერმა ბრძანების გამოცემამდე, მას მოსთხოვა თავად დაეწერა განცხადება და სამსახურიდან საკუთარი ნებით წასულიყო, უარის თქმის შემდეგ კი 15 წუთში გათავისუფლების ბრძანება ჩააბარა. ნუნუ ნოზაძის თქმით, მერი ბრძანებაში წერს, რომ მერიის აუდიტის სამსახურმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა... Читать дальше...

79 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის ინფექციით გამოწვეული გართულებით ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში გარდაიცვალა კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე. როგორც „ბომონდის“ კოვიდცენტრში განმარტავენ, ერმალო მაღრაძის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანიდან მძიმე იყო, დაზიანებული ჰქონდა ფილტვის ქსოვილის 80% და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. „პაციენტის გადასარჩენად მაქსიმალური გააკეთა კლინიკურმა გუნდმა, თუმცა, სამწუხაროდ, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აცხადებს კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრის რეანიმაციის მთავარი სპეციალისტი ირმა მესხი. Читать дальше...

ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას უარი უთხრეს სააკაშვილის მონახულებაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის პოლონელ დეპუტატს, ანა ფოტიგას უარი უთხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ ის საკუთარ ტვიტერის გვერდზე წერს.   "უარი მითხრეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულებაზე. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობას არ გააჩნია კეთილი ნება და არ არის გამჭვირვალე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ სიტუაციის მოგვარების შანსი ჯერ კიდევ არსებობს. საქართველოს მთავრობას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე", - წერს ევროპარლამენტარი. ანა ფოტიგა საქართველოში 12 ნოემბერს ჩამოვიდა... Читать дальше...

Спорт в России и мире
Москва

В Лужниках состоялась церемония открытия Всероссийской Спартакиады Специальной Олимпиады


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
WTA

Россиянка Людмила Самсонова выиграла турнир WTA в Хертогенбосе


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

По каким признакам можно распознать машину-«утопленника»: лайфхак





Путин в России и мире
Москва

Путин летит к Ким Чен Ыну. Россия и Северная Корея станут стратегическими партнёрами


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Николай Цискаридзе

Цискаридзе высказался о спасении Волочковой



Москва

Россияне весной тратили на одну поездку на электросамокате в среднем 133 рубля

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net