Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2020

Новости за 23.10.2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭო კიდევ ერთმა წევრმა, რევაზ ნადარაიამ დატოვა

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გიორგი მიქაუტაძის გარდა, საბჭოს მოსამართლე წევრმა რევაზ ნადარაიამაც დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში დაუდასტურეს, თუმცა ამ ეტაპზე ვერ განმარტეს, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი. აღნიშნულზე კომენტარი ჯერ არც თავად რევაზ ნადარაიას გაუკეთებია. რევაზ ნადარაია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრად მოსამართლეთა კონფერენციამ 2017 წლის აპრილში აირჩია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის თანამდებობა გუშინ... Читать дальше...

ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ავჭალაში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. რადიო თავისუფლებას შსს-ში განუცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის ორი - 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილით და 108-ე მუხლით, რაც, შესაბამისად, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ტერიტორია შემოსაზღვრულია პოლიციის ლენტით. ავჭალაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია პირველმა, გაერთიანებული... Читать дальше...

ნიკა მელიას ინფორმაციით, ავჭალაში მკვლელობა მოხდა

Radiotavisupleba.ge 

გლდანის რაონში, ავჭალაში, მამაკაცი მანქანაში რამდენიმე გასროლით ჩაცხრილეს და მსროლელი მიიმალა, - ამის შესახებ ინფორმაცია ოპოზიციის გლდანის მაჟორიტარმა კანდიდატმა ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ამჟამად ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. რადიო თავისუფლება ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას.



თბილისში მოძრავი "მარშრუტკების" რაოდენობა განახევრდება - კალაძე ამბობს, რომ მეტი საჭირო არ იქნება

Radiotavisupleba.ge 

თბილისში დღეს მოძრავი 3 000 "ყვითელი მიკროავტობუსიდან" მინიმუმ ნახევარი აღარ ივლის. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ ქალაქში შემოყვანილი ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების პრეზენტაციის დროს თქვა. "ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში, ეს ციფრი განახლდება და დაახლოებით 1 500 - 1 200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო", - განაცხადა კახა კალაძემ. Читать дальше...

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრს რესტორანში პირბადის გარეშე ყოფნისთვის

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა, 23 ოქტომბერს, თანამდებობის დატოვება მოსთხოვა ჯანდაცვის მინისტრ რომან პრიმულას და მასთან ერთად მმართველი პარტია „ანოს“ თავმჯდომარეს, იაროსლავ ფალტინეკს. ასეთი შედეგი მოჰყვა სკანდალს, რომელშიც ეს პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ გახვეული. ჩეხური ტაბოლიდის Blesk-ის ჟურნალისტებმა პრიმულას და ფალტინეკს იმ დროს გადაუღეს ფოტოები, როდესაც ისინი პრაღის ერთ-ერთ რესტორანში ხვდებოდნენ ერთმანეთს პირბადის გარეშე. თანაც, საგანგებო წესებით, ღამის იმ საათებში რესტორანი დახურული უნდა ყოფილიყო. Читать дальше...

NBA-ის დრაფტი ონლაინრეჟიმში ჩატარდება

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 2020 წლის დრაფტს განსხვავებული ფორმატით ჩაატარებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, წლეულს NBA-ის კლუბები სასურველ კალათბურთელებს ონლაინრეჟიმში აირჩევენ. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება 18 ნოემბერს გაიმართება ბრისტოლში. დრაფტზე არჩეული კალათბურთელების ვინაობას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლები ESPN-ის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში გამოაცხადებენ, თავად მოთამაშეები კი კომენტარს ასევე ონლაინრეჟიმში გააკეთებენ. ტრადიციული ღონისძიებისთვის... Читать дальше...

პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების მინისტრის მოადგილე, სავარაუდოდ, ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ეფ-ეს-ბე“) მოადგილე სერგეი სმირნოვი, რომელიც ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2003 წლიდან. გარკვეული წყაროების ცნობით, სტაჟიანი მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლება შესაძლოა უკავშირდებოდეს ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლის საქმეს, რაზეც 16 ოქტომბრის სტატიაში წერდა ბრიტანული „გარდიანი“. სერგეი სმირნოვი რუსეთის უშიშროებაში კურირებდა რამდენიმე მნიშვნელოვან დანაყოფს, მათ შორის, სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურს... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაადასტურეს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის მთავარი სანიტარიული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან სულ 367 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 277 რუსეთთან „საზღვრის“ გახსნის შემდეგ, ანუ 15 სექტემბრიდან. დღესვე ცხინვალის ინფექციური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ელეონორა ჯოიევამ სააგენტო „რესს“ უთხრა, რომ კლინიკაში გარდაიცვალა 47 წლის მამაკაცი, რომელიც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში შინ მკურნალობდა, სამედიცინო გამოკვლევის... Читать дальше...



ყირგიზეთში გადაიდო მომავალი საპარალამენტო არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში, სადაც ცოტა ხნის წინ ქუჩის აქციებით მთავრობა შეიცვალა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს არჩევნების ჩატარების გადადებას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 4 დეკემბერისთვის იგეგმებოდა.  ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი, სადირ ჯაფაროვი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობასაც ითავსებს მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სოორონბაი ჟეენბეკოვმა. სადირ ჯაფაროვმა განაცხადა... Читать дальше...

კორონავირუსის სწრაფი გავრცელების გამო ევროპის სამედიცინო დაწესებულებები თადარიგს იჭერენ

Radiotavisupleba.ge 

ევროპაში, სადაც ბოლო 10 დღის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა, წუხელ დაავადების ერთდღიანი მაჩვენებელი გადასცდა 200 000-ს. მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოებში დღითი დღე მატულობს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა, სამკურნალო დაწესებულებები ევროპაში ჯერჯერობით არ არიან ისეთი კოლაფსის საფრთხის წინაშე, როგორც ეპიდემიის პირველი ტალღის დროს იყო. თუმცა, „როიტერსის“ თანახმად, ევროპის ბევრ ქვეყანაში სამედიცინო დაწესებულებები მომდევნო კვირებში უარესი სიტუაციისათვის წინასწარ ემზადებიან. Читать дальше...

სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, 1 კვირით დისტანციურად იმუშავებენ

Radiotavisupleba.ge 

განათლების მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სკოლები, რომელთა შენობებშიც საარჩევნო უბნები განთავსდება, 1 კვირის განმავლობაში სწავლების დისტანიცურ რეჟიმზე გადაერთვებიან. „საარჩვენო უბნების ძირითადი ნაწილი მდებარეობს სკოლების სივრცეში, იმის გამო, რომ დავიცვათ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რისკები ავიცილოთ თავიდან, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ, სავარაუდოდ, ერთი კვირის განმავლობაში სასწავლო პროცესი სკოლებში, სადაც საარჩევნო უბნებია განთავსებული... Читать дальше...

არჩევნები 2020: სალომე სამადაშვილი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“

Radiotavisupleba.ge 

"ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებსაც წააგებს და მაჟორიტარულ არჩევნებსაც ბევრ ადგილას წააგებს პირველ რაუნდში", - აცხადებს სალომე სამადაშვილი, საარჩევნო ბლოკ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“-ს სიის მე-8 ნომერი და თვლის, რომ მნიშვნელოვანია ერთიანობა მეორე ტურებში.

სალომე სამადაშვილი: ამოცანაა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ჰქონდეს 76 ხმა პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ მთავარი ამოცანა ოპოზიციისთვის ამ ეტაპზე  არის ის, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს 76 ხმა იმისთვის, რათა შემდეგი მთავრობის ფორმირება შეძლოს. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს ყველა ოპოზიციონერის პრიორიტეტი, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას წარმოადგენს: „ჩვენი კარი არის ღია ყველასთვის, ვისაც სურს... Читать дальше...

საქართველოში იწყება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტირება

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში იწყება ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტირება, რომელიც პასუხს 20 წუთში იძლევა. იმნაძის განმარტებით, ეს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი ბოლო რეკომენდაციაა, ამ სწრაფი ტესტირებისთვისაც ნაცხს ცხვირიდან იღებენ და მას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება. „მსოფლიოში ორი ასეთია ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ. Читать дальше...

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 131 სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა

Radiotavisupleba.ge 

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის გამოვლენილი 1 759 ახალი შემთხვევიდან ვირუსი 131 სამედიცინო პერსონალს დაუკავშირდა. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მიაწოდა. "ცნობილი ფაქტია, რომ ამ ინფექციის დროს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი ვართ ჩვენ", - თქვა მან. მისი თქმით, სამედიცინო პერსონალში შედიან როგორც ექიმები, ისე დამხამრეები. შემთხვევების ნაწილი კი ოჯახურ ურთიერთობებს და არა სამუშაო გარემოს უკავშირდება. თითქმის ყოველდღიურად იზრდება თბილისში... Читать дальше...

სომხეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გაგიკ წარუკიანი, გირაოთი გათავისუფლდა საპატიმროდან

Radiotavisupleba.ge 

სომხეთის საპარლამენტო პარტიის ლიდერი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე, გაგიკ წარუკიანი, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა წინასწარი პატიმრობიდან. იუწყებიან, რომ გირაოს თანხა შეადგენს 100 მილიონ სომხურ დრამს ($206,000). სომხეთის ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ ლიდერს, პარლამენტის წევრ, გაგიკ წარუკიანს,ერევნის საერთო საქმეების სასამართლომ 26 სექტებერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა წარუკიანს ბრალად ედება ხმების ყიდვა 2017 წლის საყოველთაო არჩევნებში. თავად წარუკიანი... Читать дальше...

5 ქალაქში ცხელებიან პაციენტებს დამატებითი კლინიკები მოემსახურებიან

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, რეგიონებში ცხელებიანი პაციენტების დამატებითი კლინიკები მოემსახურებიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „რეგიონულ ჭრილში დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და იქ საწოლების მობილიზაციის საჭიროება ხდება. დღეს მტკიცდება ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც ჩაერთვებიან და ეს იქნება საგარეჯოში, თეთრიწყაროში... Читать дальше...

სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მაინც მაჟორიტარულ ოლქებზე

Radiotavisupleba.ge 

საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის აზრით, ამ ეტაპზე რეალურად გამოიკვეთა, რატომ ჩააგდო თავის დროზე, 2019 წლის 14 ნოემბერს, მმართველმა პარტიამ პროპორციული არჩევნების პროექტი. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის მთავარი ხაზი მაინც მაჟორიტარულ ოლქებზე გადის, რადგან მაჟორიტარული ოლქების მოგების გარეშე, მმართველი პარტია პროპორციულ არჩევნებს აგებს... Читать дальше...

მთავრობა კორონავირუსის შემთხვევების მატების მიუხედავად გარკვეული სტაბილურობის ნიშნებს ხედავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები კიდევ მოიმატებს. „ამის მიუხედავად დღეს გვაქვს პირველი დღე, როცა ადაპტაციის პროცესში გარკვეული სტაბილურობა შეინიშნება“, - თქვა მეზვრიშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.   მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანახმად, მართვის პროცესში ხარვეზები ნაბიჯ-ნაბიჯ სწორდება, „ცხელი ხაზების გადატვირთულობის პრობლემა, შეიძლება ითქვას, მოხსნილია“ და მთავარი ამოცანაა პროცესის მართვადობის შენარჩუნება. Читать дальше...

მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე მკაცრი რეკომენდაციაა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე საკოორდინაციო საბჭომ მკაცრი რეკომენდაცია გასცა. ინფორმაცია მედიას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა მიაწოდა და თქვა, რომ ჯერ მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და შეიძლება სავალდებულო წესადაც იქცეს. მისი თქმით, წესის აღსრულებას შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან. მანვე განმარტა, რომ ასეთ სივრცეებად მოიაზრება ყველა ისეთი ადგილი, მათ შორის ავტობუსის გაჩერება, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. პირბადის გარეშე ყოფნა შესაძლებელი იქნება მარტო ყოფნის დროს. Читать дальше...

კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევიდან 686 თბილისიდანაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 595 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 686 თბილისიდანაა. მძიმე პაციენტებია 397, მათგან 82 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა: აჭარა - 487; იმერეთი - 356; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 69; ქვემო ქართლი - 36; მცხეთა-მთიანეთი - 12; შიდა ქართლი - 35; კახეთი - 24; სამცხე-ჯავახეთი - 30; რაჭა-ლეჩხუმი - 7; გურია - 17.

საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევაა

Radiotavisupleba.ge 

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 164-ით მეტი ახალი შემთხვევაა. შემთხვევების დინამიკა ოქტომბერში: 1 ოქტომბერი - 448; 2 ოქტომბერი - 453; 3 ოქტომბერი - 471; 4 ოქტომბერი - 554; 5 ოქტომბერი - 578; 6 ოქტომბერი - 549; 7 ოქტომბერი - 508; 8 ოქტომბერი - 472; 9 ოქტომბერი - 527; 10 ოქტომბერი - 519; 11 ოქტომბერი - 523; 12 ოქტომბერი - 478; 13 ოქტომბერი - 569; 14 ოქტომბერი... Читать дальше...

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 5 პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე განახლებული მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 183-მდე გაიზარდა. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების პირველი შემთხვევა აპრილში დაფიქსირდა. გარდაცვალების მაჩვენებელმა კორონავირუსის შემთხვევებთან ერთად, მკვეთრად მოიმატა სექტემბრის შუა რიცხვებიდან.

Спорт в России и мире
Москва

Псковичка стала призером соревнований по прыжкам в высоту в Москве


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Александр Зверев

Зверев вышел в финал «Ролан Гаррос»


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

В Москве проходит акция по безопасному использованию СИМ





Путин в России и мире
Москва

Путин пригрозил оружием Западу, Киев закрыл поездки по Европе, США ввели санкции против Грузии – большие итоги недели от РИА «Новый День»


Лукашенко в Беларуси и мире



123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире
Киев

AFP: Байден объявил о выделении Киеву помощи на 225 млн долларов


Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Бато Багдаев

Определят победителя на конкурсе театральных коллективов школ в УЛАН-УДЭ нс конкурсе детей Алтан Баг - Театр, Новости и Культура, Дети, Россия



Москва

Фестиваль «Лето в Москве. Мода и красота» завершится джаз-фанком и пилатесом

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net