Мы в Telegram
Добавить новость
123ru.net
Radiotavisupleba.ge
Октябрь
2020

Новости за 18.10.2020

აზერბაიჯანი იუწყება ხუდაფერინის ხიდის აღებას. სომხეთი აცხადებს, რომ ჩამოაგდო ცხრა დრონი

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად წუხელ გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტისა, კვირას გამთენიიდან კვლავ განახლდა ბრძოლები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირებისა ხაზის გასწვრივ და უშუალოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე. შაბათს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო ადგილობრივი დროით 18 ოქტომბრის 00:00 საათზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 18 ოქტომბერს ქვეყნის სამხედრო ძალებმა ხელთ იგდო რამდენიმე სტრატეგიული პუნქტი. მათ შორის მდინარე არაქსზე მდებარე მე-12 საუკუნის ხუდაფერინის ხიდი... Читать дальше...

ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი კორონავირუსისგან განიკურნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრმა ზურიკო დავითაშვილმა კორონავირუსი დაამარცხა. ვოლგოგრადის „როტორის“ ქართველი ლეგიონერი მოედანს სამკვირიანი პაუზის შემდეგ, დღეს დაუბრუნდა. დავითაშვილმა რუსეთის პრემიერლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებაც დაიმსახურა, მაგრამ თამაში მისთვისაც და „როტორისთვისაც“ უიღბლო გამოდგა. 19 წლის ფეხბურთელმა პენალტი ვერ გამოიყენა, „როტორი“ კი „ტამბოვთან“ დამარცხდა - 0:2.

არჩევნები საქართველოში. ნაწილი III

Radiotavisupleba.ge 

„ანარეკლებში“ ვსაუბრობთ 2004 და 2008 წლების არჩევნებზე საქართველოში და ამავე პერიოდის საპარლამენტო ცხოვრებაზე. 2003 წელს საქართველოში "ვარდების რევოლუციამ" გაიმარჯვა და ახალი არჩევნები დაინიშნა. 2004 წლის არჩევნები, როგორც მოსალოდნელი იყო, „რევოლუციონერების" ტრიუმფალური გამარჯვებით დასრულდა. 2008 წელს, ახალი არჩევნების წინ, რევოლუციის გზით მოსულ ხელისუფლებას კინაღამ თავად მოუხდა რევოლუციის ჩახშობა.



საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში ტურის ცენტრალური მატჩი კორონავირუსის რისკის გამო გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

დღეს, „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“, მეცამეტე ტურის ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს საფეხბურთო კლუბები „დინამო თბილისი“ და თბილისის „ლოკომოტივი“ უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ თამაშის დაწყებამდე სამიოდ საათით ადრე გავრცელდა ინფორმაცია შეხვედრის გადადების შესახებ. ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებსაიტის განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო, მატჩის მონაწილე ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენლების კოვიდ ინფიცირებულთან კონტაქტის გამო. გადადებული თამაში 8 ნოემბერს გაიმართება. ამ ეტაპზე არ კონკრეტდება... Читать дальше...

COVID-19-ისგან გარდაიცვალა რუსეთის იალტის ადმინისტრაციის თავკაცი

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსისგან 18 ოქტომბერს გარდაიცვალა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის იალტის ადმინისტრაციის მეთაური, ივან იმგრუნტი. მანამდე რუს მოხელეს აღმოაჩნდა COVID-19-ი. 59 წლის იმგრუნტი გასული წლის ნოემბერში აირჩიეს იალტის ხელმძღვანელად. 30 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მოხელე საავადმყოფოშია გადაყვანილი. იმხანად იმგრუნტი საკუთარ მდგომარეობას „ნორმალურს“ უწოდებდა. რუსეთი კორონავირუსის გავრცელებით ერთ-ერთი პირველ ადგილზეა მსოფლიოში. ეპიდემიის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსისგან დაინფიცრიდა 1,3 მილიონზე მეტი ადამიანი. Читать дальше...

აბდულა აბდულა, თალიბანთან ავღანეთის მთავარი მომლაპარაკებელი, ირანში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მთავარი მომლაპარაკებელი, აბდულა აბდულა, ირანში ჩავიდა სამუშაო ვიზიტით იმ ფონზე, როდესაც ყატარში გრძელდება სამშვიდობო მოლაპარაკება დაჯგუფება თალიბანსა და ქაბულს შორის. მოლაპარაკება, რომელიც მიზნად ისახავს 19 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის დასრულების გზების გამოძებნას, 12 სექტემბრიდან დაიწყო დოჰაში. აბდულა აბდულა, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, სამდღიანი ვიზიტით კვირას ჩავიდა ირანში, რომელიც ქაბულსა და თალიბანს შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი შუამავალია. Читать дальше...

საფრანგეთში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ტერორისტის მიერ მოკლული მასწავლებლის ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

18 ოქტომბერს პარიზის ცენტრში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი ახალგაზრდა ექსტრემისტის ხელით მოკლული სკოლის მასწავლებლის, სამუელ პეიტის ხსოვნას. დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ დიდი პლაკატები წარწერით: „არა, ტოტალიტარულ აზროვნებას“ და „მე მასწავლებელი ვარ“. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ჩვენი მობილიზება, სოლიდარობა და ეროვნული ერთიანობა“, - უთხრა ჟურნალისტებს საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა. სოლიდარობის აქცია გაიმართა ასევე ლიონში, ტულუზაში, ლილში, სტრასბურგში, ნანტსა და ბორდოში. Читать дальше...

პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა პრაღის ცენტრში საკარანტინო ზომების საწინააღმდეგო აქცია

Radiotavisupleba.ge 

პრაღის ცენტრში სტარომესტესკას (ძველი ქალაქში) მოედანზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ე.წ. კოვიდდისიდენტების საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელსაც თან ახლდა ძალადობა,  აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მკაცრ ზომებს, რომელიც ხელისუფლებამ 12 ოქტომბრიდან შემოიღო ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად. ჩეხეთში სავალდებულოა პირბადეების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ ადგილებში, შეზღუდვით მუშაობენ რესტორნები და ბარები, დახურულია სპორტდარბაზები, საცურაო აუზები და კინოთეატრები, აკრძალულია... Читать дальше...



მინსკში სამართალდამცველებმა დაიწყეს ხალხის დაკავება, იყენებენ წყლის ჭავლსაც

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში, სადაც კვირას მორიგი საპროტესტო აქცია, ე.წ. პარტიზანული მარში იმართება, სამართლდამცველებმა დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს. იუწყებიან, რომ ზოგიერთ ადგილას მილიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 18 ოქტომბერს, მინკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში ათეულათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში ახალი საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის, ძალადობის შეწყვეტისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით. ბელარუსში აქციები... Читать дальше...

100 დღე ცხინვალის ციხეში

Radiotavisupleba.ge 

100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს და დააკავეს.

ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მის კაბინეტში შეაღწიეს სუს-ის აპარატურის დასაყენებლად

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ შტაბში გაურკვეველმა პირებმა შეაღწიეს სახურავიდან. პოლიტიკოსის მტკიცებით, მის ოთახში სუს-ის აპარატურის დაყენება სურდათ. „ღამე შტაბიდან რომ წამოვედით, ჩვენი ახალგაზრდები დარჩნენ. უცებ ჩაქრა შუქი და ბავშვებმა ბრაგუნის ხმა გაიგეს ჩემს ოთახში და სახურავზე. ავარდნენ მესამე სართულზე, მაგრამ იქ ვინც იყო გაიქცა. უკანონოდ შეაღწიეს ჩვენს შტაბში და ჩემს ოთახში, სადაც ვიკრიბებით. გასაგებია, ვინც შეაღწევდა და რისთვის. ნაფეხურებია ჩემს ოთახში და სახურავზე. Читать дальше...

ბელარუსში მორიგი საპროტესტო აქციისათვის ემზადებიან

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოპოზიციის მომხრეები ემზადებიან მასშტაბური საკვირაო საპროტესტო აქციის გასამართავად მინსკსა და ბელარუსის სხვა დიდ ქალაქებში. 9 აგვისტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მოწინააღმდეგეები 71-ე დღეა მართავენ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციებს. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელდა აქტივისტების მოწოდებები, რომ საპროტესტო მსვლელობა დაიწყოს ქარხნის რაიონიდან და გაგრძელდეს პარტიზანების გამზირზე. ბელარუსის ხელისუფლებამ წინასწარ დაიჭირა თადარიგი და... Читать дальше...

აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის გახსნაში

Radiotavisupleba.ge 

წუხელ აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების ხაზზე კვლავ დაირღვა რამდენიმე საათის წინ გამოცხადებული ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, რაშიც მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 19 ოქტომბრის დილით მხარემ სარაკეტო და საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა სომხეთის პოზიციებს. თავის მხრივ აზერბაიჯანის სამხედრო უწყება სომხეთს ადანაშაულებს ე.წ. „შეხების წერტილის“ მახლობლად აზერბაიჯანის სამხედრო პოზიციების საარტილერიო და სარაკეტო დაბომბვის შესახებ. შაბათს აზერბაიჯანი... Читать дальше...

მარინა ენდელაძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია საგანგაშოა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაცია საქართველოში „საგანგაშოა“.  „უკვე პრაქტიკულად საგანგაშოა. უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ, რომ დავიცვათ ყველანაირად რეგულაციები. ძალიან სერიოზულია [ვითარება]. დავიცვათ საკუთარი თავი, ოჯახი, ახლობლები, ექიმები, ეპიდემიოლოგები, სახელმწიფო“, - განაცხადა ენდელაძემ. გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 1 192 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა დამატებით 8 ადამიანი.

სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა ავღანეთში პოლიციის შენობაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად პოლიციის შტაბის წინ. თავდასხმა გჰორის პროვინციაში კვირას, შუადღის 11 საათზე მოხდა. ავღანეთის ხელისუფლება თავდასხმას უწოდებს ტერორისტულ აქტს, რომლის დროსაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ. ტერაქტზე პასუხისმგებლობა პირველ საათებში არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თავდასხმის ფონია ავღანეთის ხელისუფლებისა და დაჯგუფება თალიბანის წარმომადგენლების შეხვედრები ყატარის დედაქალაქ დოჰაში... Читать дальше...

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ COVID-19 დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ხაზარაძე საკუთარ ოფიციალურ ფეისბუკზე წერს: „გუშინ საღამოს ჩავიტარე PCR (პჯრ) ტესტი, ვინაიდან მქონდა დაბალი სიცხე. ტესტმა COVID-19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა. საერთაშორისო სტანდარტების და რეგულაციების შესაბამისად, დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში. ეს პირველი ტესტი იყო, 48 საათში გავიკეთებ კიდევ ერთ ანალიზს, იმისთვის, რომ 100%-ით დავრწმუნდეთ“, - წერს ხაზარაძე და განაგრძობს... Читать дальше...

ახალი კორონავირუსის 1 192 შემთხვევიდან 471 თბილისში გამოვლინდა

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურებული ახალი კორონავირუსის 1 192 შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 471. ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: აჭარა - 343 იმერეთი - 211 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 45 ქვემო ქართლი - 39 შიდა ქართლი - 37 გურია - 18 სამცხე-ჯავახეთი - 14 მცხეთა-მთიანეთი - 13 კახეთი - 11 18 ოქტომბრის მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 17 477-ია. გარდაიცვალა დამატებით 8 პაციენტი, სულ - 136. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, საერთო ჯამში - 8 060.

18 ოქტომბერი: საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 8 ადამიანი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ით დაავადებული 8 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსისგან დაიღუპა 136 პირი. 18 ოქტომბერს, ახალი კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა 1000-ს.

8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, სოხუმი ენგურის ხიდს ხსნის პენსიონერებისთვის

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფლებას აძლევს, გადაკვეთონ ე.წ. საზღვარი, რომელიც, პანდემიის გამო, 8 თვეა ჩაკეტილია. 16 ოქტომბრიდან, კვირაში სამჯერ, პენსიონერები შეძლებენ გადავიდნენ აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელ ენგურის ხიდზე. თუმცა მხოლოდ პენსიის აღების მიზნით და ამის შემდეგ ისევ უკან უნდა დაბრუნდნენ. როგორც რადიო თავისუფლებას გალის რაიონში მცხოვრებმა რესპონდენტმა უთხრა, პენსიონერებს მხოლოდ ენგურის ხიდის ბოლომდე, საქართველოს პოლიციის საგუშაგომდე მისვლის უფლება აქვთ... Читать дальше...

18 ოქტომბერი: საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში ახალი კორონავირუსის დღიურმა მაჩვენებელმა პირველად გადააჭარბა ათასს და 1 192 დადასტურებული შემთხვევით მორიგ პიკს მიაღწია. საერთო ჯამში, ქვეყანაში 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი. ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია: თბილისი - 471 აჭარა - 343 იმერეთი - 211 სამეგრელო-ზემო სვანეთი - 45 ქვემო ქართლი - 39 შიდა ქართლი - 37 გურია - 18 სამცხე-ჯავახეთი - 14 მცხეთა-მთიანეთი - 13 კახეთი - 11 გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 233 პაციენტი.

Спорт в России и мире
Москва

Тулячка заняла первое место в международных спортивных играх детей городов-героев


Загрузка...

Все новости спорта сегодня


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев о победе над Алькарасом на турнире в Мадриде: мне очень помогла подача


Загрузка...


123ru.net – это самые свежие новости из регионов и со всего мира в прямом эфире 24 часа в сутки 7 дней в неделю на всех языках мира без цензуры и предвзятости редактора. Не новости делают нас, а мы – делаем новости. Наши новости опубликованы живыми людьми в формате онлайн. Вы всегда можете добавить свои новости сиюминутно – здесь и прочитать их тут же и – сейчас в России, в Украине и в мире по темам в режиме 24/7 ежесекундно. А теперь ещё - регионы, Крым, Москва и Россия.


Загрузка...

Загрузка...

Экология в России и мире
Москва

Зеленое царство – обзор новостроек рядом с «Лосиным островом»





Путин в России и мире
Москва

Больше 4 тысяч ветеранов войны из Новосибирска получат письма от Путина к 9 мая


Лукашенко в Беларуси и мире
Минск

В Минске одобрен проект соглашения о системе таможенного транзита ЕАЭС




123ru.netмеждународная интерактивная информационная сеть (ежеминутные новости с ежедневным интелектуальным архивом). Только у нас — все главные новости дня без политической цензуры. "123 Новости" — абсолютно все точки зрения, трезвая аналитика, цивилизованные споры и обсуждения без взаимных обвинений и оскорблений. Помните, что не у всех точка зрения совпадает с Вашей. Уважайте мнение других, даже если Вы отстаиваете свой взгляд и свою позицию. Smi24.net — облегчённая версия старейшего обозревателя новостей 123ru.net.

Мы не навязываем Вам своё видение, мы даём Вам объективный срез событий дня без цензуры и без купюр. Новости, какие они есть — онлайн (с поминутным архивом по всем городам и регионам России, Украины, Белоруссии и Абхазии).

123ru.net — живые новости в прямом эфире!

В любую минуту Вы можете добавить свою новость мгновенно — здесь.





Зеленский в Украине и мире

Навальный в России и мире


Здоровье в России и мире


Частные объявления в Вашем городе, в Вашем регионе и в России






Загрузка...

Загрузка...



Анастасия Волочкова

Волочкова сообщила подписчикам об очередной поездке на Мальдивы



Москва

В 14-й пакет антироссийских санкций ЕС вошел запрет на экспорт марганцевой руды и оксида алюминия

Друзья 123ru.net


Информационные партнёры 123ru.net



Спонсоры 123ru.net